პრესტარიუმ კომბ.არგ5/1.25#30ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საშუალო მოქმედების დიურეტიკები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
პერინდოპრილი+ინდაპამიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 28109
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პრესტარიუმი კომბი არგინინი
PRESTARIUM ARGININE
COMBI
PRESTARIUM ARGININE
COMBI
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C09BA04
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები ფორტე 50მგ+1,25მგ: 30ც
აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილის არგინინი და ინდაპამიდი. ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილის არგინინს და 1,25 მგ ინდაპამიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მალტოდექსტრინი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი (E551), ნატრიუმის სახამებელგლუკოლატი (A იპის); აპკი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171).
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრესტარიუმ კომბი არგინინი_ეს არის ორი აქტიური ნივთიერების პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაცია. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ.
ჩვენებები
პერინდოპრილი მიეკუთვნება მიეკუთვნება აგფ-ს ინჰიბიტორების კლასს. იგი მოქმედებს სისხლძარღვების გამაფართოებლად. ამის შედეგად სისხლმომარაგება იზრდება. ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეტიკს, რომელიც ზრდის წარმოქმნილი შარდის მოცულობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა სახის დიურეტიკებისგან – იგი მცირედ ზრდის გამომუშავებული შარდის რაოდენობას. მისი ორივე აქტიური კომპონენტი ამცირებს, ხოლო მათი ერთიანი მოქმედება კი არეგულირებს პაციენტის არტერიულ წნევას
მიღების წესები და დოზები
პრესტარიუმ კომბი არგინინი ინიშნება პრეორალურად.
პრესტარიუმ კომბი არგინინის მიღებისას აუცილებელია ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვა.
თუ პაციენტს ეჭვი ეპარება პრეპარატის მიღების სისწორეში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ჩვეული საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. დოზა იცვლება თირკმლის უკმარისობისას. უმჯობესია ტაბლეტების მიღება დილას, ჭამის წინ, ჭიქა წყალთან ერთად.
კომბი არგინინის მიღების დავიწყებისას
მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, იმდენად, რამდენადაც რეგულარული მიღება უფრო ეფექტურს ხდის მკურნალობას. მიუხედავად ამისა, პრესტარიუმ კომბი არგინინის დოზის დავიწყების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. მომდევნო დოზის გაორმაგება დაუშვებელია.
მიღების შეწყვეტა
იმდენად, რამდენადაც პრესტარიუმ კომბი არგინინის მიღება გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარტის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
პრეპარტის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების გაჩენისას, საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა ნებისმიერმა სამკურნალო პრეპარტმა, ყველაში არა, მაგრამ მაინც შეძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
მათ მიეკუთვნება:
• ხშირი (> 1/10 პაციენტზე, მაგრამ < 1/100): დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ – ტკივილი მუცლის ღრუში, უმადობა, გულისრევა, შეკრულობა, გემოვნების შეცვლა, პირის სიმშრალე, მშრალი ხველა.
• იშვიათი (>1/100 პაციენტზე, მაგრამ >1/1000): დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გუნება განწყობის ცვლილება, ძილის დარღვევა, კრუნჩხვები, პარესთეზიები, ალრგიული რეაქციები, როგორიციაა გამონაყარი, პურპურა (წითელი წერტილები კანზე), ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება), მათ შორის ორთოსტატული ჰიპოტენზია (თავბრუსხვევა წამოდგომისას) ან არა. წითელი მგლურას (კოლაგენოზურ-სისხძარღვოვანი დაავადება) გამწვავება.
• ძალიან იშვიათად (>1/10 000): ანგიოშეშუპება (ისეტი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან ჭარბი გამონაყარი), დეჰიდრატაციის მომატებული რისკი ხანდაზმულ პაციენტებში გულის უკმარისობით, ღვიძლის უკმარისობისას (ღვიძლის დაავადება) მოსალოდნელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ჩამოყალიბება (ტვინის დეგენერაციული დაავადება).
• შესაძლებელია, სისხლის ფორმულის, ღვიძლის, თირკმლის და პანკრეასის ფუნქციის ან ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები (სისხლის ანალიზი). ექიმმა პაციენტის მდგომარეობის შესამოწმებლად შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი.
• საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში: სახის, ტუჩების, პირის, ენის, ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი თავბრუსხვევა, გულისწასვლის შეგრძნება, არითმიის ან ტაქიკარდიის აღმოცენება.
თუ გვრდითი ეფექტები იძენს სერიოზულ ხასიათს ან თუ პაციენტი შეამჩნევს ისეთ არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია
უკუჩვენება
• ალერგია პირინდოპრილზე ან ნებისმიერ სხვა აგფ ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე, რომელიმე სულფონილამიდზე, პრესტარიუმ კომბი არგინინის ნებისმიერ კომპონენტზე.
• თუ ადრე აგფ-ს სხვა ინჰიბიტორების მიღებისას ან სხვა მდგომარეობებში პაცენტს ან მის ნებისმიერ ნათესავს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან უხვი გამონაყარი კანზე (ანგიოშეშუპება).
• ღვიძლის მწვავე დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება);
• თიკრმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა და დიალიზი;
• ჰიპო- ან ჰიპერკალემია;
• გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (მარილების სერიოზული შეკავება, სუნთქვის გაძნელება);
• ორსულობა და მოსალოდნელი ორსულობა;
• ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
არ არის რეკომენდირებული პრესტარიუმ კომბი არგინინის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და დაწყებული მე-4 თვიდან. (იხ. უკუჩვენება) თუ ორსულობის ფაქტი დადასტურდა ან დაგეგმილია პაციენტის ორსულობა, აუცილებელია მკურნალობის ალტერნატივის ძებნა.
აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
პრესტარიუმ კომბი არგინინის მიღებამდე ექიმის კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
• აორტის სტენოზი (გულიდან მიმავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება), ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვის შევიწროვება);
• გულის და თირკმლის სხვა სერიოზული დაავადებები;
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
• სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმის ტიპის კოლაგენოზურ-სისხლძარღვოვანი დაავადება;
• ათეროსკლეროზი (სისხლძარღვების კედლების გამყიფება);
• ჰიპერპარათირეოზი (პარათირეოიდული ჯირკვლის დისფუნქცია);
• პოდაგრა;
• დიაბეტი;
• მარილის შემზღუდველი დიეტა ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების მიღება;
• როდესაც პაცინეტი იღებს ლითიუმს ან კალიუმის შემნახველ დიურეტიკებს (სპირინოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგანაც პრესტარიუმ კომბი არგინინთან ერთობლივი მიღება არ შეიძლება.
ექიმის და სამედიცინო პერსონალის საქმის კურსში ჩაყენება საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
• ანესთეზიის და სერიოზული ქირურგიული ჩარევა;
• დიარეა და ღებინება უახლოეს წარსულში;
• დსლპ აფერეზი (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოყოფა);
• დესენსიტიზაცია რომელიც ამცირებს ალერგიულ რაექციას ფუტკრის და ბზიკის ნაკბენებზე;
• გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებების (ნივთიერება რომელიც იძლევა შინაგანი ორგანოების მაგ. თირკმლის და კუჭის კვლევის საშუალებას, რენტგენის სხივების საშუალებით) შეყვანით.
სპოტსნემები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ პრესტარიუმ კომბი არგინინის მიღაბისას მასში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებამ ინდაპამიდმა შეიძლება დადებით რეაქციას მისცეს დოპინგ-კონტროლზე.
პრესტარიუმ კომბი არგინინი არ ინიშნება ბავშვებში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას, საჭიროა სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტთან დაკავშირება ან მკურნალი ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე სარწმუნო ეფექტად ითვლება არტერიული წნევის დაქვეითება, რის გამოც შეიძლება ადგილი ჰქონდეს თავბრუსხვევას, ან გონების დაკარგვას. თუ ეს მოხდა, პაციენტი უნდა დაწვეს და ფეხები აწიოს მაღლა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტმა ყოველთვის უნდა შეატყობინოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელ პრეპარტს იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების შემთხვევაშიც კი.
პრესტარიუმ კომბი არგინინის მიღება არ შეიძლება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
• ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის სამკუნალოდ);
• კალიუმის შემნახველი დიურეტიკები.
პრესტარიუმ კომბი არგინინით მკურნალობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა პრეპარატებმა. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და ექიმის კონსულტაცია შემდეგი პრეპარატების მიღებისას:
• არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო სხვა საშუალებები
• პროკაინამიდი (გულის არარეგულარული რითმის სამკურნალოდ)
• ალოპირონოლი (პოდაგრის სამკურნალოდ)
• ტერფენადინი ან ასტემოზილი (ანტიჰისტამინური პრეპარატები თივის ცხელების და ალერგიის სამკურნალოდ)
• კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვა და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის მწვავე ასთმა და რევმატოიდული ართრიტი.
• იმუნოდეპრესანტები, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევებისას, ან ტრანსპლანტაციური ოპერაციებისას მოცილების თავიდან ასაცილებლად, (მაგალითად ციკლოსპორინი)
• სიმსივნის სამკურნალო პრეპარატები
• ინტრავენური ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
• გალოფანტრინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის მალარიის საწინააღმდეგოდ)
• პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ)
• ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში კოგნიტური დარღვევების სისტემური მკურნალობისათვის)
• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ)
• სულტოპრიდი (ანტიფსიქოზური პრეპარატი)
• ანტიარითმიური საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი)
• დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკურნალოდ)
• ბაკლოფენი (კუნთების სიმაგრის სამკურნალოდ, ზოგიერთი დაავადებისას, მაგ. სკლეროზისას)
• ანტიდიაბეტური საშუალებები – ინსულინი, მეთფორმინი
• კალციუმი
• მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, მაგალითად სინამაქი
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი) სალიცილატების მაღალი დოზები (მაგალითად, ასპირინი)
• ამფოტერიცინი ბ ინტრავენური (სერიოზული სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ)
• მენტალური დარღვევების (როგორიცაა დეპრესია, განგაში, შიზოფრენია და სხვ. სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები)
• ტეტრაკოზაკრიდი (კრონის დაავადების მკურნალობისას).
პრესტარიუმ კომბი არგინინის მიღება საკვებთან და სითხესთან ერთად:
პრესტარიუმ კომბი არგინინის მიღება სასურველია ჭამის წინ.
შენახვის პირობები და ვადები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
შენახვის ვადა: 36 თვე.
არ შეიძლება პრესტარიუმ კომბი არგინინის გამოყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე და კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის უკანასკნელ დღეს.
ნესტისგან დაცვის მიზნით საჭიროა კონტეინერს მჭიდროდ დაეხუროს თავი.
გარემოს დაცვის მიზნით დაუშვებელია მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო მილში.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით