ბალზამური ლინ-ვიშნევს.40გ ტუბ

ბალზამური ლინ-ვიშნევს.40გ ტუბ

2.62 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქსეროფორმი+კუპრი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 2810
გააზიარე:

ბალზამური ლინიმენტი ვიშნევსკი 40გ

საერთაშორისო დასახელება

VISHNEVSKY LINIMENTUM BALSAMICUM.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტისეპტიkური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების საშუალება.

აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. გარეგანი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მალამო: ტუბში 40 გ.

კომბინირებული პრეპარატი.

გარეგანი გამოყენების პრეპარატი.

შემადგენლობა: 3  ნაწილი –  ქსეროფორმი, 3 ნაწილი – კუპრი, 89–94 ნაწილი – ქაფურის ზეთი.

სამკურნალო თვისებები

ხასიათდება ანტისეპტიკური მოქმედებით, ქსოვილების რეგანერაცის დამაჩქარებელი (ჭრილობების შემახორცებელი) და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

 

ჩვენებები

ვიშნევსკის მალამო გამოიყენება აბსცესების, კარბუნკულის, ფურუნკულის, ჭრილობების, წყლულების, ნაწოლების, დამწვრობების, ფსორიაზის, ტროფიკული წყლულების, გრანულირების სტადიაში, ვარიკოზული ვენების მკურნალობისათვის, ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი დაავადებისას (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, თრომბოფლებიტი), ლიმფადენიტი, ლიმფანგოიტი.

 

მიღების წესი

ვიშნევსკის მაზლამოს მოიხმარენ გარეგანად კომპრესის, ნახვევის და ტამპონის სახით.

ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი – მომწიფების სტადიაში მყოფ ჩირქგროვაზე 8-12სთ-ით ადებენ ვიშნევსკის მალამოს (მარლის სახვევი პრეპარატთან ერთად). სახვევის მოხსნის შემდეგ კანი იწმინდება (თავიდან სალფეთქით მშრალად, შემდეგ – სპირტით), შემდეგ იკვლავ მალამო იდება. შეიძლება ოკლუზიური სახვევის გამოყენებაც (მალამოიანი კომპრესი, დაფარული ცელოფანით ან კომპრესის ქაღალდით).

თრომბოფლებიტისას დაავადებულ კიდურზე იდება რამდენიმე ფენა მალამოთი გაჟღენთილი მარლა. შესახვევი უნდა გამოიცვალოს დღეში 2-ჯერ, მონაცვლეობა ხდება ვიშნევსკისა და ჰეპარინის მალამოების.

 

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის მონაცემები.

 

განსაკუთრებული მითითებები

არ არის მონაცემები.