
ვიტ A 25000სე #24კაფს
გააზიარე:
ვიტამინ A 25000სე #24კაფს
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
A ვიტამინი (როგორც პალმიტატი) 25000 სე ან 50000 სე.
თვისებები
A ვიტამინი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ორგანიზმში ცხოველქმედების რამდენიმე ფუნქციის შენარჩუნებისთვის. მას გააჩნია რეტინოლის ბიოლოგიური აქტიურობა და აუცილებელია როდოფსინის სინთეზისთვის, რომელიც ნორმალური მხედველობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სიბნელეში. იგი ურთიერთქმედებს ბადურასთან ფოტომგრძნობელობის მქონე პიგმენტების მეშვეობით. A ვიტამინი მთავარ როლს ასრულებს მუკო-სეკრეციულ და კერატინულ ქსოვილებში და მისი უკმარისობა იწვევს ეპითელური უჯრედების კერატინულ მეტაპლაზიას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქსეროფთალმია, კერატოზი და ინფექციების მიმართ.
ჩვენებები
- A ვიტამინის უკმარისობის ნიშნების პროფილაქტიკა და მკურნალობა ისეთი მანიფესტაციებით, როგორიცაა: ქათმის სიბრმავე, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, კანის ფოლიკულური ჰიპერკერატოზი, შარდის, რესპირატორული და კანის ინფექციების მომატებული შემთხვევებით.
- მდგომარეობები, როდესაც A ვიტამინის შეწოვა და დეპონირება დარღვეულია ისევე, როგორც მწვავე ბილიარული ობსტრუქციისა და ღვიძლის ციროზის დროს.
- ზოგიერთი კანის დაავადება, როგორიცაა ფსორიაზი და იხტიოზი.
დოზირება
მსუბუქი შემთხვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა: 1 კაფსულა მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სამჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულებით.
გაფრთხილებები
პაციენტები, რომლებიც იღებენ A ვიტამინის დიდ დოზებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უნდა შემოწმდნენ ჰიპერვიტამინოზის ნიშნებზე. თანდაყოლილი სიმახინჯეების საშიშროების გამო, A ვიტამინის გამოყენება არ არის დაშვებული ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
შეფუთვა
შეფუთვა შეიცავს 24 ან 100 ჟელატინის რბილ კაფსულებს.
შენახვისწესები
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე ნესტისგან დაცულ და ბავშვებითვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა 3 წელი.
გაცემისრეჟიმი: გაიცემა ურეცეპტოდ.