იოდის სპირტხსნარი 5% 20მლ ფლ

იოდის სპირტხსნარი 5% 20მლ ფლ

3.00 ლარი 2.40 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: დკპ ჟიტომირის ფ/ფ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: იოდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 2799
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალწამლო საშუალების

იოდი

(IODINE)

შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერება: იოდი;

100 მლ ხსნარი შეიცავს იოდის 5 გ;

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის იოდიდი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა . ხსნარი, გარეგანად გამოყენებისთვის, სპირტხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მოწითალო-მოყავისფრო ფერის სითხე, გამჭვირვალე თხელ ფენაში, დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი .

ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალება. ათქ კოდი D08АG03.

ფარმაკოლოგიური თვისებები .

სამკურნალწამლო საშუალება შეიცავს ელემენტარულ იოდს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანტიმიკრობული, ადგილობრივად გამაღიზიანებელი და ყურადღების გადამტანი მოქმედებები. კანზე და ლორწოვან გარსებზე დატანისას პრეპარატი იწვევს გამაღიზიანებელ მოქმედებას და შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მოქმედების რეფლექტორული ცვლილებები. შეღწევისას, იოდი აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აძლიერებს დისიმილაციის პროცესებს.

კლინიკური მახასიათებლები .

ჩვენებები .

იყენებენ გარეგანად, როგორც ანტისეპტიკურ, გამაღიზიანებელ საშუალებას კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს, საოპერაციო ველის დასამუშავებლად, კანის მთლიანობის მცირე დაზიანებების ინფიცირების პროფილაქტიკისთვის, ანთებითი პროცესების შესამცირებლად მიოზიტების, ნევრალგიების დროს (ყურადღება გადააქვს).

უკუჩვენებები .

ჰიპერმგრძნობელობა იოდის მიმართ. ასევე, პრეპარატი წინააღმდეგ ნაჩვენებია დიაბეტური, ტროფიკული წყლულების დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები .

ორგანული ნაერთების შემცველ გარეგანად გამოსაყენებელ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება შეინიშნოს ცილის კომპონენტების დენატურაცია.

შეუთავსებელია ეთერზეთებთან, ამიაკის ხსნართან, ბრილიანტის მწვანესთან. შეუთავსებელია ფერმენტების, ვერცხლისწყლის, ტუტის, აღმდგენების შემცველ სადეზინფექციო საშუალებებთან.

სხვა ნებისმიერი სამკურნალწამლო საშუალების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.

გამოყენების თავისებურებები.

საჭიროა დიდი სიფრთხილე ლორწოვან გარსებზე იოდის გამოყენებისას, ვინაიდან პრეპარატში შემავალმა ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან ძლიერი გაღიზიანება. არ შეიძლება პრეპარატის თვალებში მოხვედრის დაშვება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იოდის გამოყენებისას ღია ფერის თმების მქონე პაციენტებში.

არ შეიძლება გამოყენება კანის დიდ უბნებზე დამწვრობის შესაძლო განვითარების საფრთხის არსებობის გამო.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენების წესების დარღვევა - ამან შეიძლება ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ნაყოფის / ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკის არსებობის გამო.

სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის მოხდენის უნარი.

ზეგავლენას არ ახდენს.

გამოყენების წესი და დოზები .

გარეგანად გამოყენებისას ბამბის ტამპონს ასველებენ იოდით, რომელსაც იყენებენ კანის დაზიანებული უბნების დასამუშავებლად.

ბავშვები .

არ შეიძლება გამოყენება ახალშობილებში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის და კანის დაზიანების განვითარების რისკის არსებობის გამო.

ჭარბი დოზირება .

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია იოდიზმის მოვლენები (სურდო, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ცრემლდენა, ნერწყვის დენა, გამონაყარი კანზე (აკნე)), დამწვრობა, კანის გაღიზიანება.

თერაპია სიმპტომატურია.

გვერდითი რეაქციები .

შეიძლება გაჩნდეს სურდო, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ნერწყვის დენა და ცრემლდენა, გამონაყარი კანზე, კონტაქტური დერმატიტი.

ნებისმიერი არასასურველი მოვლენის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ვარგისიანობის ვადა.

3 წელი.

პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება.

შენახვის პირობები .

ინახება არა უმეტეს 25° C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა .

20 მლ ფლაკონებში.

გაცემის კატეგორია : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი . შპს “დკპ “ფარმაცევტული ფაბრიკა”.

ადგილმდებარეობა .

უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რაიონი, ს. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ., სახ. 4.