გორდოქსი 100000ერთ 10მლ #25ა

გორდოქსი 100000ერთ 10მლ #25ა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Aprotininum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 2793
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გორდოქსი ამპულები
GORDOX pro injection

შემადგენლობა:
1 ამპულა (10მლ) შეიცავს 100000 ერთეულ კალიკრეინის ინაქტივატორს (კსე).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფიბრინოლიზის ინჰიბიტორი

ფორმა:
საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები;
კალიკრეინის ინჰიბიტორი იწვევს სისხლში პათოლოგიურად მომატებული კალიკრეინ-ტრიფსინის ინაქტივაციას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განაპირობებს მის გამოყენებას თერაპიული და ქირურგიული ჩვენების მიხედვით კუჭქვეშა ჯირკვლის და მის გარშემო განლაგებული პარენქიმული ორგანოების დაავადების დროს. გორდოქსი მწვავე პანკრეატიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზის დროს ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შემცირებას, სისხლმიმოქცევის მწვავე უკმარისობის ნორმალიზაციას, ტკივილის გაყუჩებას და ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში პროტეოლიზური პროცესების დათრგუნვას, რაც განაპირობებს მის გამოყენებას პროფილაქტიკის მიზნით მუცლის ღრუზე ოპერაციების დროს, ასევე პრე- და პოსტოპერაციული მკურნალობის დროს.

ჩვენება:
მკურნალობისათვის:
მწვავე პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი. ქრონიკული მორეციდივე პანკრეატიტი, მწვავე არასპეციფიური პოსტოპერაციული პაროტიტი, ანგიონევროზული შეშუპება, მძიმე შოკური მდგომარეობა (ენდოტოქსიური შოკი, ტრავმული შოკი, შოკი დამწვრობის დროს, ჰემორაგიული შოკი). ქსოვილთა ვრცელი და ღრმა დაზიანებები.

პირველადი ჰიპერფიბრინოლიზური სისხლდენები და მეორადი ჰიპერფიბრინოლიზის თანმხლები კოაგულოპათია, მიოკარდიუმის ინფარქტი.
პრემედიკაცია: კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგიაში, მასზე კვლევის დროს, სეკვესტროტომიის დროს, პანკრეასის კისტის და პანკრეასის თავის კიბოს ამოკვეთა, ლანგერჰანსის კუნძულების ადენომის გამო ოპერაციისას, დაზიანებული პანკრეასის ქირურგიული მკურნალობა, პანკრეატოლიტექტომია.
პროფილაქტიკისათვის:
კუჭქვეშა ჯირკვლის გარშემო მდებარე ორგანოების ოპერაცია, ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის შემდეგ, ჩატარებული ქოლანგიოგრაფიასთან ერთად, კუჭის ან 12-გოჯა-ნაწლავის წყლულის პენეტრაცია კუჭქვეშა ჯირკვალში; კუჭქვეშა ჯირკვლის ნაწილობრივი რეზექცია, სპელენექტომია პოსტოპერაციული პანკრეატიტის თავიდან ასაცილებლად, კუჭქვეშა ჯირკვლის გარშემო მდებარე ორგანოების დაცვა პანკრეასის აუტოლიზური პროცესისაგან. მუცლის ღრუს ზედა ნაწილზე ოპერაციის შემდეგ ნაკერის დასაცავად. პოსტოპერაციული ფილტვის ემბოლიის და სისხლდენების თავიდან ასაცილებლად, ჭრილობების პოსტოპერაციული შეხორცების შეფერხების პროფილაქტიკა, მრავლობითი ტრავმების, განსაკუთრებით ქვემო კიდურების და თავის ქალას მოტეხილობის დროს ცხიმოვანი ემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით.

დოზირება და მიღების წესი:
გორდოქსით მკურნალობა იწყება ინტრავენურად დიდი დოზის ნელა შეყვანით (მაქსიმუმი 5მლ/წუთში). ავადმყოფი იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. სისხლში მიღწეული დოზის შესანარჩუნებლად აუცილებელია ხანგრძლივი შეყვანა წვეთოვანის სახით. თუ ეს შეუძლებელია, წარმოებს კანქვეშა ინექცია ყოველ 2-3 საათში ერთხელ. ფერმენტული დარღვევის დროს აუცილებელია გორდოქსის შეყვანა დიდი დოზებით.
მკურნალობის მიზნით:
საწყისი დოზა 500000კსე ნელა ინტრავენურად, შემდეგ ყოველ საათში 50000კსე ხანგრძლივი წვეთოვანი შეყვანის სახით. შემდგომ დღეებში კლინიკური სურათის და ლაბორატორიული მონაცემების გაუმჯობესებისას, დღეღამური დოზა მცირდება 300000-500000კსე-მდე. კოაგულოპათიის დროს თანმხლები მეორადი ჰიპერფიბრინოლიზით, აუცილებელია დიდი დოზების შეყვანა (1 მილიონი კსე ან მეტი). მუდმივი ნელი სისხლდენების დროს მიზანშეწონილია გორდოქსის ადგილობრივი გამოყენება (100000კსე) მარლის საფენით, რომელიც გაჟღენთილია 10მლ ხსნარით.
პოსტოპერაციული პერიოდი და პროფილაქტიკა:
უშუალოდ ოპერაციის წინ ინტრავენურად, ნელა 200000კსე. ოპერაციის დღეს და პოსტოპერაციული პერიოდის პირველ და მეორე დღეს ყოველ 6 საათში ერთხელ ინტრავენურად, ნელა, ხანგრძლივად წვეთოვანის სახით 100000კსე.
ბავშვებში:
ზემოთ აღნიშნული დოზების მიხედვით, რომლებიც დადგენილია მოზრდილისათვის სხეულის წონით 70კგ, ბავშვებში ინიშნება დოზები გათვლილი მისი სხეულის კგ წონაზე.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი პრაქტიკულად არ იწვევს გვერდითი მოვლენების განვითარებას. გორდოქსის მოქმედ ნივთიერებას გააჩნია პოლიპეპტიდური სტრუქტურა, ამიტომ შესაძლოა მისი მოქმედება, როგორც ანტიგენის. პრეპარატის ინდივიდუალური ამტანიანობა დგინდება მკურნალობის დასაწყისში ჩატარებული კანის სინჯით.

გამოყენების თავისებურება:
თუ პრეპარატის გამოყენებისას ინექციის ან ინფუზიის სახით აღინიშნება ალერგიული რეაქცია, მისი შეყვანა წყდება.

შენახვის ვადა: 5 წელი

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 15-30ºC ტემპერატურაზე.

შეფუთვა
10მლ 5 ან 25 ამპულა.

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)

იხილეთ აგრეთვე