თრომბობათი 100მგ #30ტ (ბათფ)
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
აცეტილსალიცილის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 27888
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
თრომბობათი
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.
Acetylsalycilyc acyd
გამოშვების ფორმა.
ტაბლეტები დაფარული ნაწლავში ხსნადი გარსით.
10 ტაბლეტი ბლისტერში. შეფუთვაში 3 ბლისტერი.
შემადგენლობა:
აცეტილსალიცილის მჟავა – 100მგ.
ათქ კოდი. В01А06.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი.
ანტიაგრეგაციული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირება, რის შედეგადაც იბლოკება თრომბოქსან A2-ის სინთეზი და ითრგუნება თრომბოციტების აგრეგაცია. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის სხვა მექანიზმებიც, რაც აფართოებს მისი მოხმარების სფეროს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებებისას. აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ასევე ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%, აცეტილსალიცილის მჟავას დოზის მატებით პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 50%-ით მცირდება. ელიმინაცია ხდება მეტაბოლიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმელებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.
ჩვენებები.
არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლის პროფილაქტიკა, კორონარული არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკა, შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზები.
არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის და ინსულტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300მგ დღეში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს 100მგ დღეში.
კორონარული თრომბოზის პროფილაქტიკისათვის და შაკიკის დროს გამოიყენება 100-200მგ დღეში ან 300მგ ყოველ მეორე დღეს.
აორტო-კორონარული შუნტირებისას ინიშნება 24 საათის გასვლის შემდეგ. როგორც ანტიაგრეგანტი ინიშნება ექიმის მიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მიიღება ჭამის შემდეგ, წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები.
ხშირად: ტკივილის შეგრძნება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ზოგჯერ: გულისრევა, ღებინება.
იშვიათად: სისხლისდენა და კუჭის წყლულის განვითარება.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის დაავადება, კვინკეს შეშუპება.
ერთეულ შემთხვევებში: თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ჰიპოგლიკემია, კანის მხრივ მძიმე ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები.
უკუნაჩვენებია აცეტილსალიცილის მჟავასა და სალიცილატებზე მომატებული მგრძნობელობის დროს, ჰემორაგიული დიათეზის დროს, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადიაში.
ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში: ბრონქიალური ასთმისას, ჰეპარინთან ერთად და ანტიკოაგულანტებთან ერთად, მომატებული მგრძნობელობის დროს ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებების მიმართ, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული და მორეციდივე დაავადებების დროს, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს, ბავშვებს და მოზარდებს.
განსაკუთრებული მითითებები.
ნაწლავში ხსნადი გარსი ხელს უშლის კუჭში აბსორბციას და მნიშვნელოვნად მცირდება აცეტილსალიცილის მჟავას ულცეროგენული მოქმედება.
პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატს შეუძლია ბრონქოსპაზმის პროვოცირება, გამოიწვიოს ბრონქიალური ასთმის შეტევა. შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის სისხლდენები ქირურგიული ჩარევისას ან მის შემდგომ.
მაღალი დოზები ახდენს ჰიპოგლიკემურ ეფექტს, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე დანიშვნის დროს.
პრეპარატის მცირე დოზით მიღებამაც კი შეიძლება შეამციროს შარდმჟავა მარილების გამოყოფა ორგანიზმიდან, რაც შეიძლება გახდეს პოდაგრის შეტევის მიზეზი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
თრომბობათი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, მეტოტრექსატის, სულფანილამი-დების, ტრიიოდთირონინის მოქმედებას, ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების, ანტირევმატიული საშუალებების კონცენტრაციას სისხლში.
შენახვის პირობები.
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა.
3 წელი.
გაცემის წესი.
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით