ბენზილ-ბენზოატი20% 30გ მალამო
გააზიარე:
ბენზილბენზოატი
Benzylbenzoat
მოქმედი ნივთიერება.
ბენზილბენზოატი
სამკურნალო ფორმა და მოქმედი ნივთიერების შემადგენლობა.
ბენზილბენზოატი-ს მალამოს 1 გ. შეიცავს 200 მგ. ბენზილბენზოატს მოქმედი ნივთიერების სახით. მალამოს საფუძვლის კომპონენტებია – პოლისორბატი 80, კარბომერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ბრონოპოლი და გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი.
მუნის საწინააღმდეგო საშუალება
ჩვენება. მუნი.
უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისის მიმართ.
სიფრთხილის ზომები. არ არის რეკომენდებული მალამოს მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ნივთიერებებთან ურთიერთქმედება. არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
არ მოიპოვება ორსულობის დროს მალამო ბენზილბენზოატი-ს გამოყენების მონაცემები. საჭიროა მკურნალობის შესაძლებელი სარგებელისა და შესაძლებელი საფრთხის შეფასება. მკურნალობისას, ლაქტაციის პერიოდში, საჭიროა კვების შეწყვეტა. მალამოს კანიდან მოცილების შემდეგ, შესაძლებელია ძუძუთი კვება გაგრძელდეს.
ტრანსპორტის საშუალებებით და პოტენციურად საშიში მექანიზმებით მართვა.
პრეპარატი არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე და ტექნიკური საშუალებებით მუშაობაზე.
დოზირება.
ერთჯერადად კანზე დაიტანება მალამოს 10-15 გ. მალამო დაიტანება წინასწარ დაბანილ კანზე და შეიზილება კანში. თავდაპირველად მალამო დაიტანება ხელის გულზე, ხელის მტევანზე, შემდეგ კი ტანის დანარჩენ ნაწილებზე თანამიმდევრობით ზემოდან ქვემოთ. ბოლოს მალამო დაიტანება ფეხებზე, ტერფებზე და თითებშორის შუალედებში. ბავშვებში მალამო დაიტანება მთლიანი კანის საფარზე, მოზარდებში წაუსმელად ტოვებენ სახესა და თავის კანს. ნაზი კანის ადგილებში (საზარდული, სასქესო ორგანოები, სარძევე ჯირკვლები), აგრეთვე ეგზემის (წითელი და ხშირ შემთხვევებში სველი არაინფექციური გამონაყარი) ან კანის ანთების დროს, საჭიროა მალამოს ფრთხილი დატანება.
მალამოს გამოყენების შემდეგ 3 საათის განმავლობაში არ შეიძლება ხელების დაბანვა. ხელების ყოველი დაბანვის შემდეგ საჭიროა ხელებზე მალამოს ხელახალი შეზელვა. ტანი მთლიანად უნდა დაიბანოთ მხოლოდ 3 დღის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მალამოს ყოველი წასმის შემდეგ, საჭიროა გამოიყენებოდეს ტანისა და ლოგინის სუფთა თეთრეული და ტანსაცმელი.
მალამო დაიტანება კანზე 4 ჯერ - 2 კვირის განმავლობაში (ინტერვალით 3 - 4 დღე). მკურნალობის კურსზე იხარჯება პრეპარატის საშუალოდ 60-90 გ. (2-3 ტუბი).
ჭარბი დოზირება.
მალამოს დიდი რაოდენობით დატანების ან შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება (კრუნჩხვები) და/ან შარდვის შეკავება, ზემოდ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, საჭიროა მალამოსაგან კანის გასუფთავება და კრუნჩხვის საწინაამღდეგო საშუალებების გამოყენება. მალამოს შემთხვევითი ჩაყლაპვის შემთხვევაში, საჭიროა კუჭის მეორადი ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენებით შეაფერხოთ პრეპარატის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჭარბი დოზირების ნიშნების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის კოლოფი.
გვერდითი ეფექტები.
მალამოს კანში შეზელვისას, შეიძლება აღმოჩნდეს წვის შეგრძნება და კანის გაღიზიანების ნიშნები. გვერდითი მოვლენების შენარჩუნებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და მალამოსაგან კანის გასუფთავება.
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კანზე მალამოს მცირე ოდენობის წინასწარი დატანება.
შენახვის პირობები. ოთახის (15ºC-25ºC) ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა.
2,5 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემა.
რეცეპტის გარეშე
გამოშვების ფორმა.
30,0 გ ალუმინის ტუბი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი.
ს.ს ტალინის ფარმაცევტული ქარხანა, ტონდი 33, 11316 ტალინი, ესტონეთის რესპუბლიკა.