ბრომგექსინი 4მგ/60მლ ფლ

ბრომგექსინი 4მგ/60მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბრომჰექსინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 2770
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბრომჰექსინი 4 ბერლინ-ხემი
Bromhexin 4 Berlin-chemie

 
საერთაშორისო დასახელება - bromhexine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - RO5CB02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი 4 მგ/5 მლ: ფლაკ. 60 მლ

პრეპარატის ერთი დოზირებული კოვზი (5 მლ ხსნარი) შეიცავს 4 მგ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტები: სორბიტი, პროპილენგლიკოლი, 0.1 ნ ქლორწყალბადმჟავა (მჟავიანობის დასადგენად), არომატული ნივთიერების კონცენტრატი გარგარის არომატით, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
სეკრეტის გასათხელებლად ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის გამოყოფა.

მიღების წესები და დოზები

თუ სხვანაირად არ არის დანიშნული:

 მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები დღეში 3-ჯერ 2-4 დოზირებული კოვზი
 6-14 წლის ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე
პაციენტებში სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონით
 დღეში 3-ჯერ 2 დოზირებული კოვზი
 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დღეში 3-ჯერ 1 დოზირებული კოვზი

ღვიძლის ან თირკმელების ფუქნციის მძიმე დაღვევისას, საჭიროა დოზის შემცირება. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
შიგნით მისაღები ხსნარის დოზირება ხდება თანდართული დოზირებული კოვზის მეშვეობით.
პრეპარატი მიიღება დღეში 3-ჯერ, ე.ი. დილას, შუადღეს და საღამოს ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.

გვერდითი მოვლენები


ძალიან ხშირად:
10 ნამკურნალებიდან 1-ზე მეტი
ხშირად:
1-ზე ნაკლები 10-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 100 ნამკურნალებიდან
ზოგჯერ:
1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 1000 ნამკურნალებიდან    
იშვიათად:
1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ არა უმეტეს 1-სა 10.000 ნამკურნალებიდან
ძალიან იშვიათად:
1 შემთხვევა 10.000 ნამკურნალებიდან ან უფრო იშვიათად, ერთეული შემთხვევის ჩათვლით.  

უკუჩვენება

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ასევე თუ ავადმყოფს აწუხებს ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა.
მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ბრონქების იშვიათი დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, ეპითელიუმის წამწამების ავთვისებიანი სინდრომი); თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა ან ღვიძლის მძიმე დაავადება (ამ შემთხვევებში პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივი ინტერვალებით და მცირე დოზით).

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ასევე თუ ავადმყოფს აწუხებს ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა.
მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება შემდეგ შემთხვევებში: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ბრონქების იშვიათი დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, ეპითელიუმის წამწამების ავთვისებიანი სინდრომი); თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა ან ღვიძლის მძიმე დაავადება (ამ შემთხვევებში პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივი ინტერვალებით და მცირე დოზით).

განსაკუთრებული მითითებები

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ღვიძლში წარმოქმნილი ბრომჰექსინის დაშლის პროდუქტების დაგროვების შესაძლებლობა. კერძოდ, უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.
მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის:
1 დოზირებული კოვზი შეიცავს 2 მგ სორბიტს (მასში 0.5 გ ფრუქტოზაა), რაც შეესაბამება დაახლოებით 0.17 პურის ერთეულს (პე). კალორიულობის მაჩვენებელი – 2.6 კკალ 1 გ სორბიტზე. სორბიტმა შეიძლება გამოავლინოს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.
აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მიღებული სითხის რაოდენობა საკმარისი იყოს, ვინაიდან მკურნალობის დროს მიღებული სითხის რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და მოქმედებს ბრონქებში სეკრეტის სასურველ გათხელებაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე 4-5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, როგორც წესი, გვერდითი მოქმედებები საშიში არ არის. მძიმე სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა.
თუ პატარა ბავშვმა პრეპარატი დიდი რაოდენობით მიიღო, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
დოზის გამოტოვება
პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რეგულარულად დოზირების რეჟიმის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას, შესაძლებელია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
ერთდროულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან მათ მიერ ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო, შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის შეგუბება, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ, ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. ანტიბიოტიკები (ბაქტერიების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი, ამპიცილინი, ამოქსიცილინი) ადვილად აღწევენ ფილტვის ქსოვილში.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა: 3 თვე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა 
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია