ჰეპატრომბინი(გეპარინი)მ-მო 40გ

ჰეპატრომბინი(გეპარინი)მ-მო 40გ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Heparin sod.+allantoin+dexpanthenol
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 2753
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ჰეპათრომბინი


პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ჰეპათრომბინი

სამკურნალწამლო ფორმები: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა
100გ მალამო შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები- ნატრიუმის ჰეპარინი-30 000 ME, ალანტოინი 0,30გ, დექსპანტენოლი 0,40გ;
დამხმარე ნივთიერებები-ბრონოპოლი, კარბომერი, მიკროკრისტალური ცვილი, ტრისალკილმაკროგოლის ფოსფატი, ლევომენთოლი, თხევადი პარაფინი, პურცელინოლი, ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები, დინატრიუმის ედეტატი, ტროლამინი, ვაზელინი, გამოხდილი წყალი.

100გ გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები- ნატრიუმის ჰეპარინი-30 000 ME, ალანტოინი 0,250გ, დექსპანთენოლი 0,250გ;
დამხმარე ნივთიერებები- კარბომერი, ლევომენთოლი, დინატრიუმის ედეტატი, ტროლამინი, მთის ფიჭვის ზეთი, ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი, ლიმონის ზეთი,  სორბიტოლი, იზოპროპანოლი, სოფტიგენი 767 (მაკროგოლ-6-გლიცერილკაპრილოკაპრატი), პოლისორბატი, გამოხდილი წყალი.

აღწერა
თეთრი, ერთგვაროვანი მალამო დამახასიათეებლი სუნით.
უფერო, გაჭვირვალე გელი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: [C05 BA53].

ფარმაკოლოგიური მოქმედება
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის. ჰეპარინი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აქვს შეშუპებისსაწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას. ალანტოინი ახდენს ანთები საწინააღმდეგო მოქმედებას, ასტიმულირებს ცვლით პროცესებს ქსოვილებში და ხელს უწყობს უჯრედების პროლიფერაციას. დექსპანთენოლი აუმჯობესებს ჰეპარინის შეწოვას, ასტიმულირებს ქსოვილების ეპითელიზაციას და გრანულაციას.

მიღების ჩვენება
თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება; წვივის ტროფიკული წყლულები (მალამოსთვის); სპორტული ტრავმები, ტენდოვაგინიტი, ანთებითი ინფილტრატები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა (გელისთვის), კანის საფარის ინფიცირებული დაზიანებები.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისას და ძუძუთი კვებისას პრეპარატი უნდა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ქალისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის ან ძუძუთა ბავშვისთვის შესაძლო რისკს.

გამოყენების მეთოდი და დოზები 
გარეგანად, ასაკისგან დამოუკიდებლად. დაზიანებულ უბნებზე 1-3ჯერ დღეში იდება მალამოს ფენა 5 სმ სიგრძლით, არ იშორებენ. ვენების დაავადებების მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება მალამოიანი საფენების სახით. ტროფიკული წყლულებისას მალამო იდება რგოლის სახით დაახლოებით 4 სმ სიგანის.
გელი იდება თხელ ფენად, იშორებენ მსუბუქი მასაჟისებრი მოძრაობებით ზემოდან-ქვემოთ (თრომბოზებისას და თრომბოფლებიტებისას მასაჟი საჭირო არ არის).
ქვედა კიდურების ვენების დაავადებებისას მალამო იდება მსუბუქი გამწმენდი მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ, ერთჯერადი დოზის მოცილება რეკომენდებულია არა სრულად, არამედ ცალკეული ულუფებით.

გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება).

გამოშვების ფორმა
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის (300 ME+4მგ+3მგ)/გ.
40გ მალამო ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გელი გარეგანი გამოყენებისთვის (300 ME+2,5მგ+2,5მგ)/გ.
40გ გელი ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი
26300 ქ. ვრაშცი, ბეოგრადსკის გზა ბბ, სერბეთი
ტელ.: 13/803100, ფაქსი: 13/803424
წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში: 129272, ქ.მოსკოვი, ტრიფონოსვკის ქუჩა, სახლი 45ბ. ტელ. (495) 221-70-40, ფაქსი(495) 221-70-46.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)