ორნისიდი ფორტე 500მგ #10ტ

ორნისიდი ფორტე 500მგ #10ტ

33.87 ლარი
საწყისი ფასი.
ისარგებლეთ მტრედი ბარათით და მიიღეთ მაქსიმალური ფასდაკლება.
ყოველ დღე ავერსში ყველაზე დაბალი ფასებია!
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: აბდი იბრაჰიმი თურქეთი
ჯენერიკი: Ornidazolum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
გააზიარე:
ორნისიდი ფორტე
ORNISID


საერთაშორისო დასახელება - ornidazole
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - P01AB03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები სისტემური გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
500 მგ, № 10 ტ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორნიდაზოლის ლიპოფილური მოლეკულა პასიური დიფუზიის საშუალებით აღწევს მიკროორგანიზმების კედელში და დნმ-ის სინთეზის დათრგუნვის გზით იწვევს ბაქტერიებისა და პროტოზოების სიკვდილს.
ორნიდაზოლი ეფექტურია ისეთ გამომწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა Entamoeba histolytica, Giardia lamblia (Giardia intestinalis), ბაქტეროიდებისა და კლოსტრიდიების ზოგიერთი შტამი, ფუზობაქტერიები, ასევე აქტიურია პათოგენური ანაერობების მიმართ, როგორც in vivo, ისე in vitro.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; 1.5 გ პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაციის პიკი შეადგენს 30 მკგ/მლ. 24 საათის შემდეგ ეს კონცენტრაცია შეადგენს 9 მკგ/მლ, ხოლო 48 საათის შემდეგ მცირდება 2.5 მკგ/მლ-მდე. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ზურგის ტვინის სითხეში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. პირველი 5 დღის განმავლობაში მიღებული დოზის 85% ორგანიზმიდან გამოიყოფა კონიუგატებისა და მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის 63% გამოიყოფა შარდით, ხოლო 22% - განავალთან ერთად. ორნიდაზოლისა და მისი მეტაბოლიტების ნაღველთან ერთად გამოყოფას შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-14 საათს.

ჩვენებები

გამოიყენება პროტოზოული და ანაერობული ინფექციების მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის.
- ტრიქომონიაზი: Trichomonas vaginalis- ის მიერ გამოწვეული შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია ქალებსა და მამაკაცებში;
- ამებიაზი: გასტროინტესტინური ინფექცია (ამებური დიზენტერიის ჩათვლით), ღვიძლის აბსცესი და ამებიაზის სხვა არანაწლავური ფორმები (გამომწვევი Entamoeba histolitica);
- გიარდიოზი (ლამბლიოზი).
ანაერობული ინფექციები: სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციები, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია და აბორტის შემდგომი სეფსისი და ენდომეტრიტი, გამოწვეული ანაერობული ფლორით.
გამოიყენება პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების, გინეკოლოგიური და სხვა ტიპის ოპერაციების დროს.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. თუ ექიმის მხრიდან არ არსებობს განსაკუთრებული მითითება, მაშინ პრეპარატი ინიშნება შემდეგი წესით:
ტრიქომონიაზის დროს:
- ერთჯერადი მკურნალობა: საღამოს 1500 მგ ან 100 მგ პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
- 5 დღიანი კურსი: 1000 მგ/დღეში პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
რეინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროა პარტნიორმაც გაიაროს იდენტური მკურნალობის კურსი.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
ერთჯერადი მკურნალობა: I მეთოდი: ექვსი 250 მგ ან სამი 500 მგ პერორალური ტაბლეტი; II მეთოდი: ოთხი 250 მგ ან ორი 500 მგ პერორალური ტაბლეტი და 1 ვაგინალური ტაბლეტი. 5-დღიანი მკურნალობის კურსი: I მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ. II მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს. ბავშვებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ წონაზე. ამებიაზის დროს: - ამებური დიზენტერიით დაავადებული პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის სამდღიანი კურსი; - ამებიაზის ყველა სხვა დანარჩენი ფორმების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 5-10 დღეს. დღე-ღამური დოზები

 მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ბავშვები
წონით>35კგ
 ბავშვები
წონით<35კგ
 3 დღე 
საღამოს 1500 მგ
წონით >60 კგ:
1000 მგ
2-ჯერ დღეში
 ერთჯერადად
40 მგ/კგ
 5-10დღე 500 მგ
2-ჯერ დღეში
 ერთჯერადად
25 მგ/კგ


გიარდიოზის (ლამბლიოზის) დროს:
დღე-ღამური დოზები:

 მკურნალობის კურსის
ხანგრძლივობა
 ბავშვები წონით>35კგ ბავშვები
წონით <35 კგ
 
1-2 დღე
 ერთჯერადად საღამოს1500 მგ/დღეში ერთჯერადად
40 მგ/კგ
 5-10 დღე 500 მგ
2-ჯერ დღეში
 ერთჯერადად:
25 მგ/კგ



ანაერობული ინფექციები: - ანაერობული ინფექციის მკურნალობა: 500 მგ დილით და 500 მგ საღამოს 5-10 დღის განმავლობაში. საბავშვო დოზა: 20-30 მგ/კგ წონაზე; - ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკა: ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციის წინ ინიშნება 500-1000 მგ, ხოლო ოპერაციის შემდეგ ყოველ 12 საათში 500 მგ 1-5 დღის განმავლობაში.
      
 ანაერობული ინფექცია
  მკურნალობა პროფილაქტიკა
 საწყისი დოზა 500-1000 მგ 500-1000 მგ
 სამკურნალო
დოზა
 24 სთ-ში ერთხელ 1000მგ
ან 12 საათში
ერთხელ 500მგ
 24 საათში ერთხელ
1000მგან 12 საათში
ერთხელ 500მგ
 ხანგრძლივობა 5-10 დღე 1-5 დღე


გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სენსორული და სენსორულ-მამოძრავებელი ნეიროპათიის ნიშნები; ტრემორი; კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა და კანისმხრივი რეაქციები.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობამდე აღენიშნებათ სისხლის ფორმულის დარღვევები, აუცილებელია ლეიკოციტების მონიტორინგი მკურნალობამდე და მის შემდეგ. ორნიდაზოლის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემების არსებული დაავადებების გამწვავება. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა ნეიროპათიის, ატაქსიის, ვერტიგოსა და ცნობიერების დარღვევის განვითარების შემთხვევაში.
ჰემოდილიაზი ამცირებს ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ დამატებითი დოზის დანიშვნა შესაძლოა გახდეს საჭირო.
ჩატარებული კვლევებით არ იქნა გამოვლენილი პრეპარატის ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ეფექტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატის რძესთან ერთად გამოყოფის შესაძლებლობის გამო მეძუძურ დედებში ორნიდაზოლი ინიშნება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შედარებით გამოხატული სიმპტომებით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა ნიტრო-იმიდაზოლებისაგან განსხვავებით ორნიდაზოლი არ აბლოკირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, ამიტომ არ არის ალკოჰოლის აუტანლობის რისკი. ორნიდაზოლის 5-ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებთან თანადროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნევრიტები, დეპრესია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი


თბილისი (55 აფთიაქი)

რეგიონი (67 აფთიაქი)

ზესტაფონი №1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2021-01-01
სამტრედია №1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2021-01-01
საჩხერე №2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №8
(+995 431) 27-09-91
ავტომშენებლის №38
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №13 (24სთ)
(+995 431) 26-45-87
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №19 (24სთ)
(+995 32) 214-73-81
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2021-01-01
ქუთაისი №21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2021-01-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი
ვადა: 2021-01-01
ხონი (24სთ)
(+995 495) 22-14-34
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2021-01-01
აბაშა (24სთ)
(+995 412) 29-11-19
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2021-01-01
ბანძა
(+995 322) 18 17 63
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2021-01-01
ზუგდიდი №2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2021-01-01
ზუგდიდი №3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2021-01-01
ზუგდიდი №4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2021-01-01
ზუგდიდი №5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2021-01-01
მარტვილი №1 (24სთ)
(+995 418) 22-00-80
ჭავჭავაძის ქ. №10
ვადა: 2021-01-01
მარტვილი №3
(+995 418) 22–00–30
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2021-01-01
სენაკი №1 (24სთ)
(+995 413) 27-75-05
რუსთაველის №172
ვადა: 2021-01-01
სენაკი №2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2021-01-01
სენაკი №3
(+995 413) 27-74-22
ჭავჭავაძის №95
ვადა: 2021-01-01
სენაკი №4
(+995 413) 27-87-23
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2021-01-01
ჩხოროწყუ (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2021-01-01
წალენჯიხა №1
(+995 416) 22-00-51
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2021-01-01
ხობი
(+995 414) 22-21-64
ბერიას ქ. №3
ვადა: 2021-01-01