ლაციპილი 4მგ #14ტ

ლაციპილი 4მგ #14ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაციდიპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 2646
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ლაციპილი
LACIPIL


საერთაშორისო დასახელება - lacidipine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C08CA09

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; კალციუმის არხების ბლოკატორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 2 მგ: 14 ც.
ტაბ. 4 მგ: 14 ც.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.
1 ტაბ.
ლაციდიპინი . . . . . . . . . 2 მგ
1 ტაბ.
ლაციდიპინი . . . . . . . . . 4 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაციდიპინი წარმოადგენს დიჰიდროპირიდინული ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორს, რომელიც სპეციფიკურად მოქმედებს პერიფერიული სისხლძარღვების გლუვი კუნთების კალციუმის ნელ არხებზე. ლაციდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს, ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას და აღნიშნულის შედეგად აქვეითებს არტერიულ წნევას.
ლაციდიპინი აგრეთვე აფართოვებს მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებს და რეზისტიულ კორონარულ არტერიოლებს მიოკარდიუმის, როგორც ინტაქტურ, ასევე იშემიურ ზონაში და შესაბამისად ზრდის მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდებას და ავლენს ანტიიშემიურ ეფექტს.
სპეციალური კვლევებით დადგენილ იქნა, რომ ლაციპილი არ მოქმედებს სინოატრიული კვანძის ავტომატიზმზე და არ ანელებს აგზნების გატარებას ატრიოვენტრიკულურ კვანძში. ამასთან ერთად, ჯანმრთელ მოხალისეებში და აგრეთვე ავადმყოფებში, ლაციპილი არ იწვევს მიოკარდიუმის კუმშვადობის დათრგუნვას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ლაციპილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 10%-ს. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 30-150 წუთში. განაწილება: ლაციპილის დაახლოებით 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი: ლაციპილი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, "პირველი გავლის დროს" 4 ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელთაც გააჩნიათ უმნიშვნელო ფარმაკოლოგიური აქტივობა. გამოყოფა: პლაზმაში მდგრადი კონცენტრაციის მიღწევისას ლაციდიპინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-19 საათს, მაგრამ ლაციდიპინის მოლეკულის მაღალი ლიპოფილურობის გამო კალციუმის არხების ბლოკირების პერიოდი 3-ჯერ აღემატება მისი პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს. ეს პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციის მიუხედავად კალციუმის არხების ხანგრძლივ (36 სთ-ზე მეტი) და მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს.

ჩვენებები

- არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად (ბეტა-ბლოკერები, დიურეზული საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები);
- გულის იშემიური დაავადების მკურნალობა მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით ბეტა-ბლოკერებთან და/ან ნიტრატებთან ერთად.

მიღების წესები და დოზები

საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს ერთხელ დღეში. ლაციპილის მიღება რეკომენდებულია ერთსა და იმავე დროს, სასურველია დილის საათებში. შემდგომი დოზის შერჩევისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დაავადების სიმძიმე და პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 მგ/კგ-მდე. ლაციპილით მკურნალობა ნაჩვენებია ხანგრძლივად.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება და აქედან გამომდინარე შემდეგი ეფექტების განვითარება: თავის ტკივილი, შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია. ყველა ეს ეფექტი გარდამავალ ხასიათს ატარებს და, როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება. იშვიათად აღინიშნება სტენოკარდიის გამწვავება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, უფრო ხშირად პაციენტებში იშემიური დაავადების გამოხატული კლინიკური გამოვლინებით.
დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად გამონაყარი კანზე, რომელსაც თან ერთვის ქავილი და ერითემა. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: იშვიათად ფუნქციური დარღვევები კუჭის მხრივ, გულისრევა, ღრძილების ჰიპერპლაზია; ძალიან იშვიათად _ ტუტე ფოსფატაზას შექცევადი მომატება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად _ პოლიურია.
სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათად _ საერთო სისუსტე.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ლაციპილის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

ლაციპილი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის განდევნის ფრაქციის დაბალი მაჩვენებელი, არასტაბილური სტენოკარდია და ახლად გადატანილი ინფარქტის შემდეგ, აგრეთვე ღვიძლის უკმარისობის დროს, რადგანაც ამ შემთხვევაში პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი უფრო გამოხატულია.
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზირების კორექცია არ არის საჭირო.
არ მოიპოვება მონაცემები ლაციპილის გამოყენების შესახებ პედიატრიაში, ისევე როგორც ლაციპილის მიერ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირების ან ანტიდიაბეტური მკურნალობის ეფექტის დაქვეითების შესახებ. როგორც სხვა დიჰიდროპირიდინის ჯგუფის პრეპარატებთან მიმართებაში, არ არის რეკომენდებული ლაციპილის მიღება გრეიფრუტის წვენთან ერთად.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: სამედიცინო ლიტერატურაში არ არის აღწერილი ლაციპილით ჭარბი დოზირების შემთხვევები. ამ დროს ყველაზე ხშირი სიმპტომები დაკავშირებულია პერიფერიულ სისხლძარღვების ხანგრძლივ გაფართოვებასთან, რაც გამოიხატება არტერიული ჰიპოტენზიით და ტაქიკარდიით. თეორიულად ლაციპინს შეუძლია გამოიწვიოს ბრადიკარდია და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შენელება.
მკურნალობა:
ლაციპილის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ლაციპილის და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების კომბინირებისას, მაგალითად დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან აგფ ინჰიბიტორებთან, შესაძლებელია ადიტიური ჰიპოტენზიური ეფექტის განვითარება.
ციმეტიდინის და ლაციპილის კომბინირებისას შესაძლებელია ლაციპილის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი