ვიტ B12 200მკგ 1მლ #10ა(ბიოფ)

ვიტ B12 200მკგ 1მლ #10ა(ბიოფ)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ციანკობალამინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 2614
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 200მკგ ან 500მკგ საინექციო
(CYANOCOBALAMINUM PRO INJECTIONIBUS)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Cianocobalaminum (Vitamin B12).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი. ათქ კოდი: B03BA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ერთი ამპულა შეიცავს 200მკგ ან 500მკგ ციანოკობალამინს და 8,8 მგ ნატრიუმის ქლორიდს, საინექციო ხსნარის ფორმით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ციანოკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერიტროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმაბლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევების ნორმალიზაციას. იგი მონაწილეობს მრავალი მეტაბოლიტის სინტეზში და არეგულირებს სულფჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზს ორგანიზმში.
ფარმაკოკინეტიკა: სისხლში ციანოკობალამინი უერთდება ტრანსკობალამინ I და II-ს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირება ძირითადად ხდება ღვიძლში და ნაწლავის კედლებში, გამოიყოფა ძირითადად თირკმლიდან.
ჩვენებები: ვიტამინი В12 წარმოადგენს ჰიპერქრონული ანემიის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო პრეპარატს. იგი აგრეთვე გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, პოლინევრიტების, რადიკულიტების, სამწვერა ნერვის ნევრალოგიების, ბავშთა ცერებრალური დამბლის, პერიფერიული ნერვების ტრავმების და რიგი კანის დაავადებების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური, ინტრამუსკულარული და ინტრალუმბალური ინექციები.
ერთჯერადი დოზები მოზრდილებისათვის: 100-500 მკგ, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის: 30მკგ. მიღება დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ჰიპერკოაგულაცია, ერითრემია, ერითროციტოზი.
ჭარბი დოზირება: მონაცემები არ არის.
გვერდითი მოქმედება: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, აღგზნება, ტკივილები გულის არეში, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილე: პრეპარატის მიღების პერიოდში აუცილებელია სისხლის სურათის და შედედების უნარის კონტროლი. განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატს ნიშნავენ სტენოკარდიისა და კეთილ ან ავთვისებიანი ახლადწარმონაქმნების ფონზე.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის შერევა ვიტამინ B1 და ვიტამინ B6-თან ერთ შპრიცში.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრეპარატი ამაღლებს ვიტამინ B1-ით გამოწვეული ალერგიული რეაქციების ალბათობას.
პრეპარატი არ მოქმედებს მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვაზე.
შეფუთვა: 1მლ პრეპარატი (200მკგ ან 500მკგ) ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია “ბიოფარმი”, 0160, გოთუას ქ. 3, თბილისი, საქართველო. ტელ./ფაქსი: 225-29-56