ლიპობინდი #60ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ლიპო ბინდი
(LIPO bind)
კლინიკურად დადასტურებული ცხიმების შემბოჭველი
ლიპო ბინდი® სერტიფიცირებული სამკურნალო საშუალებაა, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასებულია 93/42/ EEC სამკურნალო საშუალებების დირექტივების შესაბამისად
ლიპო ბინდი® შეიცავს ორგანული მცენარეული ბოჭკოების კომპლექსს. ლიპო ბინდი® მდიდარია წებოვანი ბოჭკოებით და გააჩნია ცხიმების შეკავშირების დიდი უნარი. კლინიკურმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ლიპო ბინდი® ორგანიზმში 27.4%-მდე უკავშირდება დიეტურ ცხიმებს.
ინტენსიურმა კლინიკურმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ დიეტური ცხიმების მიღების შემცირება იწვევს კალორიების მოხმარების შემცირებას, რისი შედეგიცაა წონაში კლება. წონაში ხანგრძლივი კლება 5-10% აუმჯობესებს სიმსუქნესა და შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებულ დარღვევებს. დიეტური ცხიმების მოხმარების შემცირებას ასევე დადებითი ზეგავლენა აქვს სისხლში ქოლესტერინის შემცველობაზე, ამცირებს რა საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა (LDL) და ტრიგლიცერიდების დონეს. ლიპო ბინდის გამოყენება კომბინაციაში დაბალკალორიულ დიეტასთან და შესაბამის ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ეფექტური საშუალებაა წონის რეგულირებისა და ჭარბი წონის შესამცირებლად. ლიპო ბინდი® ასევე ხელს უწყობს ჭამის ძლიერი სურვილის შემცირებას, თრგუნავს მადას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
ლიპო ბინდის ძირითადი დადებითი თვისებები
შიმშილი და ცხიმებთან შეკავშირება
ლიპო ბინდი® უკავშირდება ცხიმებს, როგორც კი კუჭში ცხიმებთან კონტაქტში შედის, და ქმნის ცხიმოვანი ბოჭკოების დიდ კომპლექსს. შემდეგ წარმოიქმნება თხევადი გელი, რომელიც სრულად გარს შემოარტყავს და ამაგრებს კომპლექსს. მნიშვნელოვანია, რომ გელის წარმოქმნისას, კომპლექსზე ზეგავლენას არ ახდენს pH-ის დონის ცვლილება, რაც კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის ხდება. ცხიმოვანი ბოჭკოების კომპლექსი მოუნელებელ ცხიმებთან ერთად დაცულია წვრილ ნაწლავში შეწოვისაგან და ბუნებრივად გამოიყოფა განავალთან ერთად.
სხვა დადებითი თვისებები
• ხელს უწყობს ჭამის სურვილის დაქვეითებას
ლიპო ბინდი® ხელს უწყობს ჭამის სურვილის დაქვეითებას გლუკოზის ეფექტური რეგულაციის გზით.
• ხელს უწყობს მადის დაქვეითებას
ლიპო ბინდი® ზრდის მოცულობას და კუჭის შიგთავსის წებოვნებას, რაც ანელებს კუჭის დაცლას.
• ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
ლიპო ბინდის ახალმა კლინიკურმა კვლევებმა უჩვენეს, L LDL ქოლესტერინის 10%-ით შემცირება, პლაცებოს ჯგუფის 3%-იან შემცირებასთან შედარებით.
შემადგენლობა :
ყოველი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ინგრედიენტი: ორგანული მცენარეული წარმოშობის ბოჭკოვანი კომპლექსი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროგენის ფოსფატის დიჰიდრატი, კაჟბადი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი (ევრ. ფარმ.)
გამოყენების მეთოდი
• მიიღეთ ჭამის შემდეგ სითხესთან ერთად (იხ. დოზირების რეკომენდაციები ფურცლის მეორე გვერდზე).
• ნუ მიიღებთ 9 ტაბლეტზე მეტს დღეში.
ლიპო ბინდი® მიღებულია 100%-იანი ბუნებრივი ორგანული მცენარის ექსტრაქტისაგან და ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ვეგეტარიანელებისათვის. ის არ შეიცავს ალერგენებს, ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს, მარილს, გლუტენსა და კონსერვანტებს.
განსაკუთრებული მითითებანი
ლიპო ბინდი® უსაფრთხო და მოსახერხებელია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. ლიპო ბინდის გამოყენებისას დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:
• არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
• ლიპო ბინდს ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ან თუ სხეულის წონის ინდექსი BMI 18.5-ზე დაბალია.
• მიუხედავად იმისა, რომ ლიპო ბინდი® ზეგავლენას არ ახდენს ცხიმში ხსნადი A და E ვიტამინების შეწოვაზე, რეკომენდებულია ყოველდღიურად მულტივიტამინური კომპლექსის მიღება. ლიპო ბინდი® ს ნუ მიიღებთ ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომპლექსის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში;
• ლიპო ბინდი® შეიცავს ოქსალატის მცირე რაოდენობას, რომელიც ბევრ სხვა მწვანე ბოსტნეულში გვხვდება. თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადება და კენჭოვანი დაავადება, ერიდეთ რეგულარულად ამ პროდუქტის მიღებას. რაიმე ეჭვის არსებობისას, ან ნებისმიერი ჩივილის არსებობისას, წამლის მიღებამდე მიმართ ექიმს რჩევისათვის;
• ლიპო ბინდი® ხელს უწყობს ჭამის სურვილის შემცირებას სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციით. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში აუცილებელია დღიური ანტი-დიაბეტური წამლების დოზირების კორექცია, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპოგლიკემიური შეტევები. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა ამ წამლის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს რჩევისათვის.
• თუ ხმარობთ ქოლესტერინის დამაქვეითებელ პრეპარატებს, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს რჩევისათვის.
შენახვის პირობები
- შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.
- შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ლიპო ბაინდის გამოყენებისას წონის რეგულირება მნიშვნელოვანი საფეხურია. წონის ეფექტური მართვა მოითხოვს ხანგრძლივ მონდომებას და შერწყმული უნდა იყოს დიეტასთან, ფიზიკურ ვარჯიშებთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან.
წონაში კლების საჭიროების შეფასება
US NHLBI გაიდლაინების მიხედვით, სხეულის წონის შეფასება მოიცავს სამ ძირითად ფაქტორს: სხეულის წონის ინდექსი (BMI), წელის გარშემოწერილობა და სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებებისა და მდგომარეობების რისკ ფაქტორები.
სხეულის წონის ინდექსი (BMI)
BMI ორგანიზმის საერთო ცხიმების (დაავადებებისა და სიკვდილის რიკსთან დაკავშირებულ) სანდო ინდიკატორია.
მწარმოებელი: ინქფარმ ევროპა შპს.
ვოლდსწიგი 6, 13467 ბერლინი, გერმანია
დიდ ბრიტანეთში დისტრიბუციას ახდენს: შპს “გოლდშილდ ფარმაცეუტიკალსი”
ნომ. 1 კროიდონი, 12-16 ადისკომბეს შოსე, კროიდონი
CR0 0XT ინგლისი.