გარდასილი 120მკგ/0.5მლ 1დოზა

გარდასილი 120მკგ/0.5მლ 1დოზა

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაქცინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 26115
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გარდასილი



კვადრივალენტური ვაქცინა
ადამიანის 6, 11, 16 და 18 ტიპის პაპილომავირუსების წინააღმდეგ

რა არის ვაქცინა გარდასილი და რისთვის გამოიყენება?
გარდასილი – ეს არის ვაქცინა (ინექცია), რომელიც ეხმარება ორგანიზმს, დაიცვას თავი ადამიანის პაპილომავირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპით გამოწვეული შემდეგი პათოლოგიებისგან:
• საშვილოსნოს ყელის კიბო (საშვილოსნოს ქვედა ნაწილის კიბო);
• საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური და კიბოსწინარე მდგომარეობები (ანუ საშვილოსნოს ყელის უჯრედების ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიმსივნეში), გამოვლენილი პაპანიკოლაუს ტესტით;
• გენიტალური მეჭეჭები (კონდილომები);
• საშოს და ვულვის (გარეთა სასქესო ორგანოების) კიბო.

თქვენ და/ან თქვენს შვილს ეს დაავადებები გარდასილით ვაქცინირების გამო არავითარ შემთხვევაში არ განგივითარდებათ.

გარდასილსი თავიდან აგაცილებთ ზემოაღნიშნულ დაავადებებს, მაგრამ არ მკურნალობს მათ.

გარდასილი შეიცავს შემდეგ არააქტიურ ნივთიერებებს:

ალუმინი ამორფული ალუმინის ჰიდროქსისულფატის ადიუვანტის სახით – 225მკგ, ნატრიუმის ქლორიდი – 9.56მგ, L - ჰისტიდინი – 0.78მგ, L -ჰისტიდინი – 80-50მკგ, ნატრიუმის ბორატი – 35მკგ, წყალი ინექციისთვის. გარდასილი გამოშვებულია ფლაკონებში, ერთი ფლაკონი შეიცავს ერთ დოზას – ვაქცინის 0.5მლ-ს.

პრეპარატის მწარმოებელია:

MERCK, SHARP & DOHME IDEA, INC.
Schaffhauserstrasse 136
8152 Glattbrugg, Switzerland
Telex 829 319 msdi ch
Fax +41-1 828 7207

რატომ არის საჭირო გარდასილსით იმუნიზაცია?

შეფასების თანახმად, ვაქცინაციის გარეშე სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი ცხოვრების მანძილზე ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით. დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან ნებისმიერი ასაკის ქალები და მამაკაცები, რომლებიც მონაწილეობენ ნებისმიერი სახის სქესობრივ ცხოვრებაში, როდესაც ადგილი აქვს გენიტალურ კონტაქტს. ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა ამ სახის კონტაქტისგან თავის შეკავება.
აპვ-ით ინფიცირებულთა უმეტესობას კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვს, ამიტომ ისინი გაუცნობიერებლად გადასცემენ მას.

ვინ უნდა აიცრას ვაქცინით გარდასილი?
ვაქცინა გარდასილი ნაჩვენებია 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ან/და 18-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში. ვაქცინაცია ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ტარდება ადამიანის პაპილომავირუსთან კონტაქტამდე. ამიტომ თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და გაიგოთ შეიძლება თუ არა თქვენი ვაქცინაცია.

ვისთვის არ შეიძლება ვაქცინაცია გარდასილით?
ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც:
• აქვს ალერგია ვაქცინის ნებისმიერ შემადგენელ ელემენტზე, მათ შორის არააქტიურ ნივთიერებაზე;
• წარმოეშვა ალერგიული რეაქცია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზის შეყვანის შემდეგ.

რა უნდა აცნობოთ ექიმს აუცილებლად თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის ვაქცინა გარდასილით იმუნიზაციამდე?

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ჩატარდეს თუ არა ვაქცინაცია გარდასილით უნდა მიიღოს ექიმმა.
• თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ალერგია ვაქცინაზე;
• გაქვს სისხლის შედედების დარღვევა, ამიტომ თქვენთვის უკუნაჩვენებია ინექცია ხელში;
• გაქვთ ტემპერატურა 37.8°-ზე მაღალი;
• ხართ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას;
• თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ რაიმე წამალს, მათ შორის არა რეცეპტურულს;
• თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა, მაგალითად გენეტიკური დეფექტის ან აივ-ინფექციის გამო.


რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო, კიბოსწინარე მდგომარეობები და გენიტალური კონდილომები?

საშვილოსნოს ყელის კიბო მძიმე დაავადებაა, რომელიც რიგ შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიშია. იგი წარმოიშობა ქალის ადამიანის პაპილომავირუსის გარკვეული ტიპებით დაინფიცირებისას. ადამიანის პაპილომავირუსის ეს ტიპები ხელს უწყობენ საშვილოსნოს ყელის ზედაპირული შრის უჯრედების ტრანსფორმაციას ნორმალურიდან კიბოსწინარეში. თუ ამ მდგომარეობას არ ვუმკურნალეთ, ის როგორც წესი გადადის კიბოში. არც თქვენ და არც თქვენ შვილს კიბო არ წარმოგექმნებათ ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირების გარეშე. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბო არის სიხშირით მეორე სიმსივნურ დაავადებათა შორის ქალებში და ყოველწლიურად ამ მიზეზით იღუპება 288 000 ქალი. ყოველწლიურად მსოფლიოში დიაგნოსტირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს 490 000 ახალი შემთხვევა.
გენიტალური კონდილომები გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის გარკვეული ტიპებით. ისინი, როგორც წესი, გამოვლინდება არასწორი ფორმის სხეულის ფერი წანაზარდებით. მათი აღმოჩენა შეიძლება გარეთა სასქესო ორგანოების შიდა ან გარე ზედაპირზე – როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. გენიტალურ კონდილომებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტკივილი, ქავილი, სისხლდენა და დისკომფორტი. ზოგჯერ მოცილების შემდეგაც შეიძლება კვლავ გაჩნდენ.

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?
ადამიანის პაპილომავირუსი ფართოდ გავრცელებულ ვირუსებს მიეკუთვნება. არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის უამრავი ტიპი, ზოგი მათგანი უსაფრთხოა, ხოლო ზოგი იწვევს სასქესო  ორგანოების დაავადებებს. ადამიანთა უმეტესობა თვითგანიკურნება ინფექციისგან, ხოლო თუ ეს არ მოხდა, ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო, კიბოსწინარე მდგომარეობები ან გენიტალური კონდილომები.

შეუძლია თუ არა პაციენტს მიიღოს სარგებელი ვაქცინა გარდასილით იმუნიზაციით, თუ იგი უკვე ინფიცირებულია ადამიანის პაპილომავირუსით?
პაციენტს შეუძლია მიიღოს სარგებელი გარდასილით იმუნიზაციით, თუნდაც იყოს ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირებული. კლინიკური კვლევების მონაწილეთა შორის იყვნენ უკვე ინფიცირებული პაციენტები. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად.

როგორ შეყავთ ვაქცინა გარდასილი?

ვაქცინა გარდასილი შეჰყავთ ინექციის გზით. თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ვაქცინის სამ დოზას. იდეალურია შემდეგი სქემა:
• პირველი დოზა: დღე, რომელიც თქვენ აირჩიეთ თქვენს ექიმთან ერთად;
• მეორე დოზა: პირველი დოზის მიღებიდან 2 თვის შემდეგ;
• მესამე დოზა: პირველი დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

ვაქცინაციის დაწყების შემთხვევაში თქვენ ან თქვენმა შვილმა უნდა მიიღოთ სამივე დოზა. ეს უზრუნველყოფს გარდასილით იმუნიზაციის სრულ ეფექტს.

თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა გამოტოვეთ ვაქცინის რომელიმე დოზა, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს როდის შეიყვანოს შემდეგი დოზა. ძალზედ მნიშვნელოვანია, დაიცვათ ექიმის ინსტრუქცია ვიზიტების გრაფიკის შესახებ.

რა დამატებითი ინფორმაცია უნდა იცოდეთ ვაქცინა გარდასილზე?
არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის 100 ტიპზე მეტი. ვაქცინა გარდასილი იცავს 6, 11, 16 და 18 ტიპებისგან, ვინაიდან სწორედ ისინი იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% და გენიტალური კონდილომების 90%.
ისევე როგორც ყველა სხვა ვაქცინა, გარდასილი ყველა ვაქცინირებულს ვერ იცავს და არ გამორიცხავს პაპილომავირუსის სკრინინგის აუცილებლობას.

ვაქცინა გარდასილი არ იცავს დაავადებებისგან, რომლებიც არ არიან გამოწვეული ადამიანის პაპილომავირუსით.

გამოყენება ბავშვებში

ვაქცინა გარდასილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში 9 წლის ასაკიდან.

გამოყენება ორსულობის შემთხვევაში

უცნობია შეუძლია თუ არა ვაქცინას ნაყოფისთვის ვნების მოტანა ორსული ქალის იმუნიზაციის შემთხვევაში. ორსულობის შემთხვევაში ექიმი წყვეტს აუცილებელია თუ არა იმუნიზაცია.

ქალებმა, რომლებიც დაორსულდნენ 3-დოზიანი ვაქცინაციის კურსის დასრულებამდე, უნდა დაასრულონ ვაქცინაცია ბავშვის დაბადების შემდეგ.

გამოყენება მეძუძურ დედებში

ვაქცინა გარდასილით იმუნიზაცია შეიძლება მეძუძურ დედებში და ქალებში, რომლებიც აპირებენ ბავშვის ძუძუთი კვებას.

შეიძლება თუ არა მანქანის ტარება და მექანიზმებთან მუშაობა ვაქცინა გარდასილის შეყვანის შემდეგ?
არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს გარდასილის ზეგავლენას მანქანის ტარებაზე ან მექნიზმებთან მუშაობაზე.

შეიძლება თუ არა სხვა ვაქცინების და წამლების გამოყენება გარდასილთან ერთად?
გარდასილის შეყვანა შეიძლება B ჰეპატიტის რეკომბინანტურ ვაქცინასთან ერთად; თუმცა არ შეიძლება გარდასილის შერევა ერთ შპრიცში სხვა ვაქცინასთან ან წამალთან.
თქვენ წინასწარ უნდა აცნობოთ ექიმს იმის შესახებ, თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ თუ არა რაიმე წამალს, მათ შორის არა რეცეპტურულს.

როგორია გარდასილის სავარაუდო გვერდითი ეფექტები?
ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენა – ე.წ. გვერდითი ეფექტი. დადგენილია, რომ ვაქცინა გარდასილი ზოგადად კარგად გადაიტანება. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები იყო: ინექციის ადგილას მტკივნეულობა, შეშუპება, ქავილი და სიწითლე, ასევე ზოგადი რეაქცია ტემპერატურის მომატების სახით.
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღენიშნება რაიმე სახის რეაქცია ვაქცინა გარდასილზე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა ინგრედიენტებისაგან შედგება ვაქცინა გარდასილი?
ვაქცინა გარდასილის ძირითადი ინგრედიენტებია ადამიანის პაპილომავირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპის მაღალგაწმენდილი, ინაქტივირებული ცილები.