ნიდოლი 100მგ #30ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ნიმესულიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 25965
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნიდოლი ტაბლეტი
NIDOL
NIDOL
საერთაშორისო დასახელება - nimesulide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პირაზოლინის წარმოებულები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 100 მგ: 30 ც.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნიმესულიდი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური ჰიდრირებული სილიციუმი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიდოლი არის სელექტიური COX-2 ინჰიბიტორი, არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო მედიკამენტი, ანთების და ტკივილ გამაყუჩებელი თვისებებით. ნიდოლს ნორმამდე დაყავს ანთების ბიოქიმიური შემადგენლები, როგორც ადგილობრივად, ისე ორგანიზმის მასშტაბით, რაც განაპირობებს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
ნიმისულიდს გაჩნია კარგი ადსორბციის უნარი; პლაზმის შიგნით შემცველობა პიკს აღწევს 1-2 საათში; ნახევარ დაშლის პერიოდია 2-3 საათი, მოქმედების ხანგრძლივობა 6-8 საათი. იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა საშარდე გზების მეშვეობით. იგი არ აკუმულირდება, განმეორებითი მიღების დროსაც კი და კარგად აითვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და მთელი ორგანიზმის მიერ.
ჩვენებები
- მწვავე ტკივილის მკურნალობა.
- ოსტეათრიტით გამოწვეული ტკივილის სიმპტომური მკურნალობა.
- პირველადი დისმენორეა.
მიღების წესები და დოზები
ნიმესულიდის მიღება რეკომენდებულია შესაძლო მცირე ხანგრძლივობით კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
მოზრდილებისათვის:
100მგ ორჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მაგ: დიარეა, გულისრევა და ღებინება.
ალერგიული რეაქციები შედარებით იშვიათია: გამონაყარი და ქავილი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ძილიანობა.
სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენებია: ოლიგურია; შეშუპება; მელენა (სავარაუდოდ, კუჭნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების და სისხლდენის შედეგად); ქვედა კიდურებზე გამონაყარი და მცირე სისხლჩაქცევები, იშვიათად დაკავშირებული თრომბოციტოპენიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ნიმესულიდზე სერიოზული ალერგიული რეაქციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვა ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალებების მსგავსად, მან შეიძლება გამოიწვიოს სტივენ-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი ან სტომატიტი.
უკუჩვენება
თუ პაციენტს აღენიშნება ინდივიდუალური ადგილობრივი ჰიპერმგძნობელიბა ნიმესულიდზე, აცეტილსაცილატზე ან სხვა არა სტეროიდულ ანთების საწინაღმდეგო მედიკამენტზე.
წარსულში არსებული ჰეპატოტოქსიური რეაქცია ნიმესულიდზე.
თორმეტგოჯა ნაწლავისა ან კუჭის მწვავე წყლულოვანი დაავადება, კუჭნაწლავის ტრაქტიდან განმეორებითი სისხლდენების ანამნეზური ისტორია და აქტიური სისხლდენის სხვა შემთხვევები.
მწვავე კოაგულაციური დარღვევები.
თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წუთში).
ღვიძლის უკმარისობა.
ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვემოთ.
ორსულობის მესამე ტრიმესტრი და ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ნიმესულიდის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლაკტაციის პერიოდში. სხვა ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალებების მსგავსად, ნიმესულიდის მიღება არ არის რეკომენდირებული ქალებისასთვის, რომლებიც აპირებენ ჩასახვას.
განსაკუთრებული მითითებები
ნიმესულიდი ყურადღებით ინიშნება პაციენტებში რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლდენები, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, უტარდებოდათ მკურნალობა შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
გამორიცხულ უნდა იქნას ალკოჰოლისა და ჰეპატოტოქსიური საშუალებების მიღება, რადგანაც ეს ზრდის ღვიძლისმიერი გართულებების რისკს. ნიმესულიდმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება. ამიტომ, ყურადღება უნდა მიექციოს გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიული სნეულების მქონე პაციენტებს.
მათ, ვისი პროფესია მოითხოვს კონცენტრაციას, ყურადღებით უნდა მოეპყრონ ძილიანობის და თავბრუსხვევის პოტენციურ საფრთხეს.
რადგანაც სხვა ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალებების გამოყენებისას მხედველობითი პრობლემები იყო დაფიქსირებული, მხედველობის ნებისმიერი დაქვეითებისას ნიმესულიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ოფტალმოლოგიური გამოკვლევა.
ნიმესულიდი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ბავშვებში.
ჭარბი დოზირება
ნიმესულიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინიშნება სიმპტომატიური მკურნალობა (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნიმესულიდის დანიშნვისას საჭირო ყურადღება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ნიმესულიდი აქვეითებს ფუროსემიდის პერორალურ შეწოვას. ფენოფიბრატი, სალიცილის მჟავა, ვალპროის მჟავა და ტოლბუტამიდი აძევებენ ნიმესულიდს მისი რეცეპტორებიდან.
ნიმესულიდი აინჰიბირებს CYP2C9 ენზიმს. ნიმესულიდის ხანგრძლივი გამოყენებისას, იზრდება ამ ენზიმის სუბსტრატების დონე სისხლის პლაზმაში. ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალებების გამოყენებისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა, იზრდება სისხლში მისი დონე და ტოქსიურობა. ამიტომ, პაციენტებში, ნიმესულიდის და ლითიუმის ერთად მიღებისას, საჭიროა სისხლში ლითიუმის დონის შემოწმება. სიფრთხილე გვმართბეს თუ ნიმესულიდი მიღებულია მეტოტრექსატის დანიშვნამდე 24 საათით ადრე ან შემდეგ, რადგან, ამ დროს იზრდება სისხლში მეტოტრექსატის დონე და, შესაბამისად, ორგანიზმში მისი ტოქსიურობა.
თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების გამო, ნიმესულიდს, როგორც პროსტაგლანდინ სინტეთაზის ინგიბიტორს, შეუძლია გაზარდოს ციკლოსპორინების ნეფროტოქსიურობა.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას (არაუმეტეს 25ºC)
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა: 3 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Extractum Pharma RT
ნიდერლანდები

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით