ცეფამედი 1გ #10ფლ
გააზიარე:
პრეპარატის გამოყენების
ინსტრუქცია
ცეფამედი
ED
სავაჭრო დასახელება
ცეფამედი, Cefamed
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ცეფტრიაქსონი, Ceftriaxone
წამლის ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
აღწერილობა: თეთრი ან მოყვითალო ფერის კრისტალური ფხვნილი, ოდნავ ჰიგროსკოპიული.
შემადგენლობა:
ცეფამედი 0,5 გ
1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის სახით) 0,5 გ.
გამხსნელი (გამოშვების ფორმისათვის გამხსნელთან ერთად კომპლექტში):
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარი 2 მლ.
ცეფამედი 1,0 გ
1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის სახით) 1,0 გ.
გამხსნელი (გამოშვების ფორმისათვის გამხსნელთან ერთად კომპლექტში):
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარი 3,5 მლ.
პრეპარატის ათქ კოდი J01DD04
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ცეფტრიაქსონი თრგუნავს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემბოჭველ ცილებთან (РВР) შეკავშირების შემდეგ. ეს წყვეტს უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანი) ბიოსინთეზს, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის ლიზისს და მის სიკვდილს.
რეზისტენტობა
ცეფტრიაქსონისადმი ბაქტერიების მდგრადობა შეიძლება განვითარდეს ერთი ან რამდენიმე მექანიზმით:
• ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზების საშუალებით, გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (გსბლ), კარბაპენემაზების და Aმპ ჩ ფერმენტების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება ინდუცირდეს ან სტაბილურად დერეპრესირდეს აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების ზოგიერთ სახეობებში;
• პენიცილინშემბოჭველი ცილების ცეფტრიაქსონისადმი დაქვეითებული მსგავსება;
• გრამუარყოფითი ბაქტერიების გაუმტარი გარეგანი კედელი;
• ბაქტერიული `ტუმბო~.
ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობელობის ტესტებში
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციების (მმკ) შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები განისაზღვრა ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპის კომიტეტის მიერ (EUCAST):
მიკროორგანიზმი ტესტი განზავების მეთოდით
(მმკ, მგ/ლ)
მგრძნობიარე რეზისტენტული
Eნტერობაცტერიაცეაე ≤ 1 &გტ; 2
შტაპჰყლოცოცცუს სპპ. ა. ა.
შტრეპტოცოცცუს სპპ.
(ჯგუფები A, B, ჩ და G) ბ. ბ.
შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე ≤ 0,5ც. &გტ; 2
Vირიდანს ჯგუფის სტრეპტოკოკები ≤ 0,5 &გტ; 0,5
Hაემოპჰილუს ინფლუენზაე ≤ 0,12ც. &გტ; 0,12
Mორახელლა ცატარრჰალის ≤ 1 &გტ; 2
Nეისსერია გონორრჰოეაე ≤ 0,12 &გტ; 0,12
Nეისსერია მენინგიტიდის ≤ 0,12 ც. &გტ; 0,12
Aარ არიან დაკავშირებული სახეობასთან ≤ 1დ. &გტ; 2
ა. მგრძნობელობა განსაზღვრულია ცეფოქსიტინისადმი მგრძნობელობის შესაბამისად.
ბ. მგრძნობელობა განსაზღვრულია პენიცილინისადმი მგრძნობელობის შესაბამისად.
ც. იზოლატები, რომელთა შემთხვევაშიც მმკ ცეფტრიაქსონისთვის მგრძნობელობის ზღვრულ მნიშვნელობებს აღემატება, იშვიათად აღინიშნება; მათი აღმოჩენისას საჭიროა განმეორებითი ტესტის ჩატარება და შედეგის დადასტურების შემთხვევაში რეფერენტულ ლაბორატორიაშიDგაგზავნა.
დ. ზღვრული მნიშვნელობები ეხება ინტრავენურ დოზას 1 გ დღე-ღამეში და მაღალ დოზას, სულ მცირე 2 გ ერთხელ დღე-ღამეში.
კლინიკური ეფექტურობა კონკრეტულ მიკროორგანიზმებთან მიმართებაში
გარკვეული სახეობების შეძენილი რეზისტენტობის სიხშირე შესაძლოა იცვლებოდეს გეოგრაფიული მდებარეობის და დროის მიხედვით, ამის გამო სასარგებლო შეიძლება იყოს ინფორმაცია ადგილობრივი რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. Aაუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც არის ადგილობრივი ინფორმაცია მდგრადი შტამების გავრცელების შესახებ და ცეფტრიაქსონის გამოყენების სარგებელი საეჭვოა, ზოგიერთ ინფექციასთან მიმართებაში, უკიდურეს შემთხვევაში საჭიროა ექსპერტთან კონსულტაცია.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები:
- გრამდადებითი აერობები: შტაპჰყლოცოცცუს აურეუს (მეტიცილინმგრძნობიარე) £, კოაგულაზანეგატიური სტაფილოკოკები (მეტიცილინმგრძნობიარე) £, შტრეპტოცოცცუს პყოგენეს (A ჯგუფი), შტრეპტოცოცცუს აგალაცტიაე (B ჯგუფი), შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე, Vირიდანს ჯგუფის სტრეპტოკოკები;
- გრამუარყოფითი აერობები: Bორრელია ბურგდორფერი, Hაემოპჰილუს ინფლუენზა, Hაემოპჰილუს პარაინფლუენზაე, Mორახელლა ცატარრჰალის, Nეისსერია გონორრჰეა, Nეისსერია მენინგიტიდის, Pროტეუს მირაბილის, Pროვიდენცია სპპ., თრეპონემა პალლიდუმ
სახეობები, რომლებმაც შესაძლოა შეიძინონ რეზისტენტობა:
- გრამდადებითი აერობები: შტაპჰყლოცოცცუს ეპიდერმიდის+, შტაპჰყლოცოცცუს ჰაემოლყტიცუს+, შტაპჰყლოცოცცუს ჰომინის+;
- გრამუარყოფითი აერობები: ჩიტრობაცტერ ფრეუნდიი, Eნტერობაცტერ აეროგენეს, Eნტერობაცტერ ცლოაცაე, Eსცჰერიცჰია ცოლი%, Kლებსიელლა პნეუმონიაე%, Kლებსიელლა ოხყტოცა%, Mორგანელლა მორგანიი, Pროტეუს ვულგარის, შერრატია მარცესცენს;
- ანაერობები: Bაცტეროიდეს სპპ., Fუსობაცტერიუმ სპპ., Pეპტოსტრეპტოცოცცუს სპპ., ჩლოსტრიდიუმ პერფრინგენს.
მიკროორგანიზმები შინაგანი მდგრადობით:
- გრამდადებითი აერობები: Eნტეროცოცცუს სპპ., Lისტერია მონოცყტოგენეს;
- გრამუარყოფითი აერობები: Aცინეტობაცტერ ბაუმანნიი, Pსეუდომონას აერუგინოსა, შტენოტროპჰომონას მალტოპჰილია;
- ანაერობები: ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე;
- სხვა: ჩჰლამყდია სპპ., ჩჰლამყდოპჰილა სპპ., Mყცოპლასმა სპპ., Lეგიონელლა სპპ., Uრეაპლასმა ურეალყტიცუმ.
£ ყველა მეტიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკი მდგრადია ცეფტრიაქსონის მიმართ.
+ რეზისტენტობის დონე &გტ;50%, უკიდურეს შემთხვევაში ერთ რეგიონში.
% გსბლ-ების მაპროდუცირებული შტამები ყოველთვის რეზისტენტულია.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ინტრამუსკულარული შეყვანა
ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო დონე პლაზმაში დაახლოებით ორჯერ დაბალია, ვიდრე ექვივალენტური დოზის ინტრავენურად შეყვანისას. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 1 გ ერთჯერადი დოზის ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ, შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ და მიიღწევა შეყვანიდან 2-3 საათში.
ფართობი `პლაზმური კონცენტრაცია _ დრო~ მრუდის ქვეშ ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ ექვივალენტურია იგივე დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ არსებული მრუდის ფართობისა.
ინტრავენური შეყვანა
500 მგ და 1 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენურად ბოლუსურად შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის საშუალო დონემ პლაზმაში შეადგინა დაახლოებით 120 მგ/ლ და 200 მგ/ლ შესაბამისად. 500 მგ, 1 გ და 2 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, პლაზმაში ცეფტრიაქსონის დონემ შეადგინა დაახლოებით 80 მგ/ლ, 150 მგ/ლ და 250 მგ/ლ შესაბამისად.
განაწილება
ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლ-ს. კონცენტრაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება შესაბამისი პათოგენების უმრავლესობის მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებს, ვლინდება ქსოვილებში, ფილტვების, გულის, სანაღვლე გზები/ღვიძლის, ნუშისებრი ჯირკვლის, შუა ყურის და ცხვირის ლორწოვანი გარსის, ძვლების ჩათვლით, ასევე თავ-ზურგ-ტვინის, პლევრალურ, პროსტატის და სინოვიურ სითხეებში. განმეორებითი შეყვანისას პლაზმაში აღინიშნება საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის მომატება (ჩმახ) 8-15%-ით, სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა უმრავლეს შემთხვევაში 48-72 საათის განმავლობაში, შეყვანის გზიდან გამომდინარე.
ცალკეულ ქსოვილებში შეღწევა
ცეფტრიაქსონი აღწევს ტვინის გარსებში. შეღწევა მაქსიმალურ ხარისხს აღწევს ტვინის გარსების ანთებისას. არის ცნობები, რომ თავ-ზურგ-ტვინის სითხეში ცეფტრიაქსონის საშუალო პიკური კონცენტრაციები პაციენტებში ბაქტერიული მენინგიტით არის პლაზმის დონის 25%-მდე, პლაზმური კონცენტრაციის 2%-თან შედარებით იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ აქვთ დაზიანებული ტვინის გარსები. ცეფტრიაქსონის პიკური კონცენტრაციები თავ-ზურ-ტვინის სითხეში მიიღწევა ინტრავენური შეყვანიდან დაახლოებით 4-6 საათში. ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტარულ ბარიერს და მცირე კონცენტრაციით გამოიყოფა დედის რძით.
ცილებთან შეკავშირება
ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს პლაზმაში 100 მგ/ლ დაბალი კონცენტრაციისას. შეკავშირებას აქვს გაჯერების ხარისხი და შეკავშირებული ცეფტრიაქსონის წილი მცირდება კონცენტრაციის მატებისას (85%-მდე პლაზმაში 300 მგ/ლ კონცენტრაციისას).
ბიოტრანსფორმაცია
ცეფტრიაქსონი არ მეტაბოლიზდება სისტემურად, მაგრამ ის გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიკროფლორის დახმარებით.
გამოყოფა
საერთო ცეფტრიაქსონის (შეკავშირებული და არაშეკავშირებული) პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ. თირკმლის კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა შეუცვლელი სახით, შარდით, პირველ რიგში გორგლოვანი ფილტრაციით, მაშინ როდესაც 40-50% გამოიყოფა ნაღველით, შეუცვლელი სახით. საერთო ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს.
პაციენტები ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის დისფუნქციით ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა მხოლოდ მინიმალურად იცვლება ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირედი მატებით (მმკ).
გამოყენების ჩვენებები
ცეფამედი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებსა და უფროსებში, დღენაკლული ბავშვების ჩათვლით (დაბადებიდან):
- ბაქტერიული მენინგიტი;
- არაჰოსპიტალური პნევმონია;
- ჰოსპიტალური პნევმონია;
- მწვავე შუა ოტიტი;
- ინტრააბდომინალური ინფექციები;
- შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
- გონორეა;
- ათაშანგი;
- ბაქტერიული ენდოკარდიტი.
ცეფამედი გამოიყენება:
- მოზრდილებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების სამკურნალოდ;
- მოზრდილებსა და ბავშვებში, ახალშობილების ჩათვლით 15 დღის ასაკიდან, დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზის (ადრეულის (II სტადია) და მოგვიანებითის (III სტადია)) სამკურნალოდ;
- ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისათვის;
- ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის არსებობისას;
- ზემოთ აღნიშნული ინფექციებით გამოწვეული ან სავარაუდოდ გამოწვეული ბაქტერიემიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
ცეფამედის მიღება შეიძლება პარალელურად სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან, თუ ვარაუდობენ, რომ პათოგენების შესაძლო სპექტრი არ შედის პრეპარატის მოქმედების სპექტრში.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
დოზა დამოკიდებულია სიმძიმეზე, მგრძნობელობაზე, ინფექციის ადგილსა და ტიპზე, ასევე პაციენტის ასაკზე და თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე.
ქვემოთ მოცემულ ცხრილებში არსებული მონაცემები არის ზოგადი სარეკომენდაციო დოზები მოცემული ჩვენებებისათვის. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ)
ცეფტრიაქსონის დოზა* მიღების სიხშირე ** ჩვენებები
1-2 გ ერთხელ დღე-ღამეში არაჰოსპიტალური პნევმონია
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებები
ინტრააბდომინალური ინფექცია
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
2 გ ერთხელ დღე-ღამეში ჰოსპიტალური პნევმონია
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
2-4 გ ერთხელ დღე-ღამეში ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის არსებობისას
ბაქტერიული ენდოკარდიტი
ბაქტერიული მენინგიტი
* დადგენილი ბაქტერიემიის დროს განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
* * 2 გრამზე მეტი დოზების გამოყენებისას განიხილება პრეპარატის დღე-ღამეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) გამოყენების შესაძლებლობა.
ჩვენებები მოზრდილთათვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (≥ 50 კგ), რომლებიც საჭიროებენ მკურნალობის განსაკუთრებულ სქემას:
- მწვავე შუა ოტიტი
შესაძლებელია პრეპარატ ცეფამედის ერთჯერადი ინტრამუსკულარული დოზის, 1-2 გ, გამოყენება. შეზღუდული მონაცემებით ვლინდება, რომ მძიმე დაავადების ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში ცეფამედი შეიძლება ეფექტური იყოს ინტრამუსკულარული გამოყენებისას დოზით 1-2 გ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.
- ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა
ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 2 გ.
- გონორეა
ერთჯერადი ინტრამუსკულურული შეყვანა დოზით 500 მგ.
- ათაშანგი
ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 500 მგ-1 გ-ს ერთხელ დღე-ღამეში, მომატების შესაძლებლობით 2 გრამამდე ერთხელ დღე-ღამეში ნეიროსიფილისის დროს; მკურნალობის ხანგრძლივობა – 10-14 დღე. დოზის რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები.
- დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზი (ადრეული (სტადია II) და მოგვიანებითი (სტადია III))
2 გ ერთხელ დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა ვარირებს; გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები.
ბავშვები
ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის (&ლტ; 50 კგ)
ბავშვებში ≥ 50 კგ წონით გამოიყენება მოზრდილთათვის გათვალისწინებული ჩვეული დოზები.
ცეფტრიაქსონის დოზა* მიღების სიხშირე ** ჩვენებები
50-80 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში ინტრააბდომინალური ინფექციები
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
არაჰოსპიტალური პნევმონია
ჰოსპიტალური პნევმონია
50-100 მგ/კგ (მაქს. 4 გ) ერთხელ დღე-ღამეში კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის არსებობისას
80-100 მგ/კგ (მაქს. 4 გ) ერთხელ დღე-ღამეში ბაქტერიული მენინგიტი
100 მგ/კგ (მაქს. 4 გ) ერთხელ დღე-ღამეში ბაქტერიული ენდოკარდიტი
* დადგენილი ბაქტერიემიის დროს განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
* * 2 გრამზე მეტი დოზების გამოყენებისას განიხილება პრეპარატის დღე-ღამეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) გამოყენების შესაძლებლობა.
ჩვენებები ახალშობილების, ჩვილების და ბავშვებისათვის 15 დღიდან 12 წლამდე (&ლტ; 50 კგ), რომლებიც საჭიროებენ მკურნალობის განსაკუთრებულ სქემას:
- მწვავე შუა ოტიტი
მწვავე შუა ოტიტის საწყისი მკურნალობისათვის შესაძლებელია პრეპარატ ცეფამედის ერთჯერადი გამოყენება დოზით 50 მგ/კგ. შეზღუდული მონაცემებით ვლინდება, რომ მძიმე დაავადების ან საწყისი მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში ცეფამედი შეიძლება ეფექტური იყოს ინტრამუსკულარული გამოყენებისას დოზით 50 მგ/კგ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.
- ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა
ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 50-80 მგ/კგ.
- ათაშანგი
ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 75-100 მგ/კგ (მაქს. 4 გრ) ერთხელ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში. დოზის რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები.
- დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზი (ადრეული (სტადია II) და მოგვიანებითი (სტადია III))
50-80 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ვარირებს; გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები.
0-14 დღის ასაკის ახალშობილები
ცეფამედი უკუნაჩვენებია დღენაკლულ ბავშვებში პოსტმენსტრუალურ ასაკამდე 41 კვირა (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).
ცეფტრიაქსონის დოზა* მიღების სიხშირე ** ჩვენებები
20-50 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში ინტრააბდომინალური ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)
არაჰოსპიტალური პნევმონია
ჰოსპიტალური პნევმონია
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის არსებობისას
50 მგ/კგ
ერთხელ დღე-ღამეში ბაქტერიული მენინგიტი
ბაქტერიული ენდოკარდიტი
* დადგენილი ბაქტერიემიის დროს განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს.
ჩვენებები 0-14 დღემდე ასაკის ახალშობილებისათვის, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობის განსაკუთრებულ სქემას:
- მწვავე შუა ოტიტი
მწვავე შუა ოტიტის საწყისი მკურნალობისათვის შესაძლებელია პრეპარატ ცეფამედის ერთჯერადი ინტრამუსკულარული გამოყენება დოზით 50 მგ/კგ.
- ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა
ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 20-50 მგ/კგ.
- ათაშანგი
ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ/კგ-ს ერთხელ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში. დოზის რეკომენდაციები ათაშანგის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა გაგრძელდეს პაციენტის სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციიდან ან გამომწვევის ერადიკაციის დადასტურებიდან 48-72 საათის განმავლობაში.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში
თირკმელების და ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის დარღვეული ფუნქციით
არსებული მონაცემები არ მიუთითებენ ცეფტრიაქსონის დოზის კორექციის აუცილებლობაზე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის დროს თირკმლის ნორმალური ფუნქციის პირობებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენება პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით
არსებული მონაცემები არ მიუთითებენ ცეფტრიაქსონის დოზის კორექციის აუცილებლობაზე თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს ღვიძლის ნორმალური ფუნქციის პირობებში. თირკმლის პრეტერმინალური უკმარისობის შემთხვევებში (კრეატინინის კლირენსი










