კრესტორი 10მგ #7ტ

კრესტორი 10მგ #7ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: როზუვასტატინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 25457
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კრესტორი
(CRESTOR)


სავაჭრო დასახელება: კრესტორი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: როზუვასტატინი

წამლის ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას როზუვასტატინს, 10, 20 ან 40 მგ-ს, კალციუმის როზუვასტატინის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, გლიცერინის ტრიაცეტატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172), წყალი გასუფთავებული.
აღწერა:
10 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 10 ერთ მხარეს და ნაზოლი – მეორე მხარეს.
20 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 20 ერთ მხარეს.
40 მგ ტაბლეტები: ოვალური, ორმხრივ ამობურცული ვარდისფერი ტაბლეტები, დაფარულია გარსით და აქვს გრავირება ZD 4522 ერთ მხარეს და 40 – მეორე მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგKoA (ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ-A) რედუქტაზას ინჰიბიტორი.
კოდი ათქ: C10A A07

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი
როზუვასტატინი არის სელექტიური კონკურენტული ინჰიბიტორი ჰმგ-KoA რედუქტაზასთვის, ფერმენტისთვის, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილ2 გლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რომელიც ქოლესტერინის წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი სამიზნეა ღვიძლი, სადაც ხდება ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კატაბოლიზმი. როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ღვიძლის რეცეპტორების რიცხვს უჯრედების ზედაპირზე, ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების “ჩაჭერასა” და კატაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სინთეზის ინჰიბირებას და ახდენს დაბალი სიმკვრივისა და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საერთო რაოდენობის შემცირებას.
ფარმაკოდინამიკა:
კრესტორი ამცირებს ქოლესტერინ – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების ჭარბ შემცველობას, ზრდის ქოლესტერინ - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას და ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინ B-ს, ქოლესტერინ – არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ქოლესტერინ – ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდ - ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-I-ს დონეს (იხ. ცხრილი 1), ამცირებს ქოლესტერინ – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების / ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, საერთო ქოლესტერინ / ქოლესტერინ - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ქოლესტერინ / ქოლესტერინ – არა-მაღალი სიმკვრივის / ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების თანაფარდობას, აგრეთვე აპოლიპოპროტეინ B / აპოლიპოპროტეინ A-I-ის თანაფარდობას.
ცხრილი 1. დოზა-დამოკიდებული ეფექტი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ავადმყოფებში (ტიპები IIა და IIბ) (საშუალო კორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყის მნიშვნელობასთან შედარებით)

 დოზა პაციენ-
ტების რიცხვი
 ქოლესტერინ –
მცირე სიმკვრივის
ლიპო-
პროტეინები
 საერთო
ქოლეს-ტერინი
ქოლესტერინ –
მაღალი სიმკვრივის
ლიპო-
პროტეინები

ტრიგლი-ცერიდები
ქოლესტერინ – არამაღალი
სიმკვრივის
ლიპო-
პროტეინები
აპოლიპო-პროტეინ Bაპოლიპო-პროტეინ A-I
 პლაცებო 13
 -7 -5 3 -3 -7 -3 0
 10 მგ 17 -52 -36 14 -10 -48 -42 4
 20 მგ 17 -55 -40 8 -23 -51 -46 5
 40 მგ 18 -63 -46 10 -28 -60 -54
 0

თერაპიული ეფექტი ვლინდება კრესტორით მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და 2 კვირის მკურნალობის შემდეგ აღწევს მაქსიმალური შესაძლო ეფექტის 90%-ს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევა, ჩვეულებრივ, ხდება მკურნალობის მე-4 კვირისთვის და წამლის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ეს ეფექტი ნარჩუნდება. 
კლინიკური ეფექტურობა
კრესტორი ეფექტურია ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერქოლესტერინემია ჰიპერტრიგლიცერიდემიით, ან მის გარეშე, რასის, ასაკისა და სქესის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტისა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების ჩათვლით. IIა და IIბ ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების 80% (ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების საშუალო საწყისი დონე 4.8 მმოლი/ლ),  10 მგ დოზით პრეპარატის მიღების ფონზე, ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე აღწევს <3 მმოლი/ლ. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია და იღებენ კრესტორს 20–80 მგ დოზით, აღენიშნებათ ლიპიდური პროფილის დადებითი დინამიკა (გამოკვლევა 435 პაციენტის მონაწილეობით). 40 მგ სადღეღამისო ნორმამდე ტიტრირების შემდეგ (12 კვირიანი თერაპია), აღინიშნება ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის შემცირება 53%-ით. პაციენტების 33%-სთვის ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე <3 მმოლ/ლ-ს აღწევს. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია და იღებენ კრესტორს 20-40 მგ დოზით, ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის საშუალო შემცირება 22%-ს შეადგენს. ადიტიური ეფექტი აღინიშნება ფენოფიბრატთან კომბინაციაში, ტრიგლიცერიდების შემცველობის მიმართ და ნიკოტინის მჟავასთან კომბინაციაში ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების მიმართ (იხ. ასევე პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები"). როზუვასტატინის ზემოქმედების გამოკვლევები ლიპიდური დარღვევებით გამოწვეული გართულებების, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, რაოდენობის შემცირებაზე, ჯერ არ არის დასრულებული.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია და განაწილება
სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს. როზუვასტატინს ძირითადად შთანთქავს ღვიძლი, რომელიც ქოლესტერინის სინთეზის და ქოლესტერინ - მცირე სიმკვრივის ლიპოპროტინების მეტაბოლიზმის ძირითადი ადგილია. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. მეტაბოლიზმი:
როზუვასტატინი ექვემდებარება შეზღუდულ მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). როზუვასტატინი წარმოადგენს ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტებით მეტაბოლიზმისთვის არაპროფილურ სუბსტრატს. როზუვასტატინის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითადი იზოენზიმია CYP2C9  ფერმენტები CYP2C19, CYP3A4 და CYP2D6 მეტაბოლიზმში უფრო ნაკლებად არიან ჩართული. როზუვასტატინის ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დისმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დისმეთილი დახლოებით 50%-ით უფრო ნაკლებაქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. ცირკულირებადი ჰმგKoA რედუქტაზას ინჰიბირების ფარმაკოლოგიური აქტივობის 90%-ზე მეტი უზრუნველყოფილია როზუვასტატინით, ხოლო დანარჩენი – მისი მეტაბოლიტებით.
გამოყოფა:
როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად (აბსორბირებული და არა-აბსორბირებული ოზუვასტატინის ჩათვლით). დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პლაზმური პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 19 საათს და არ მატულობს პრეპარატის დოზის გაზრდისას. საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50 ლიტრს/საათში (ვარიაციის კოეფიციენტი 21.7%). ისევე, როგორც ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, ღვიძლის მიერ როზუვასტატინის “დაჭერის” პროცესში ჩართულია ქოლესტერინის მემბრანული გადამტანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როზუვასტატინის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში.
წრფივობა:
როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. ყოველდღიური მიღებისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. ავადმყოფების განსაკუთრებული პოპულაციები. ასაკი და სქესი როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე სქესი და ასაკი არ ახდენს
კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას.
ეთნიკური ჯგუფები:
აზიაში მცხოვრები იაპონელი და ჩინელი პაციენტებისთვის როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკის შედარებითმა გამოკვლევებმა უჩვენა AUC მედიანის (ფართობი მრუდის - "კონცენტრაცია – დრო" - ქვეშ) დაახლოებით ორმაგი ზრდა, ევროპასა და აზიაში მცხოვრებ ევროპელებთან შედარებით. გამოვლენილი არაა გენეტიკური ფაქტორებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედება ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს შორის მიღებულ განსხვავებებზე. პაციენტების სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ეთნიკურმა ანალიზმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ევროპელებს, ლათინო-ამერიკელებს, შავკანიანებსა თუ აფრო-ამერიკელებს შორის.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის და N-დისმეთილის პლაზმური კონცენტრაციის სიდიდე მნიშვნელოვნად არ იცვლება. თირკმლის გამოხატული უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი < 30მლ/წთ) მქონე პაციენტებში როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია 3-ჯერ, ხოლო N-დისმეთილის კონცენტრაცია 9-ჯერ მაღალია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 50%-ით მაღალი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა სტადიის მქონე პაციენტებს არ აღენიშნებათ როზუვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, პაციენტებისთვის, რომელთა ქულა 7 ან ნაკლებია, ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით. ორ პაციენტს, რომლებსაც 8 და 9 ქულა აქვთ ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით, აღენიშნათ როზუვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, სულ მცირე 2-ჯერ. ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 9-ზე მაღალი ქულის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ჩვენებები გამოყენებისთვის:

- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი. ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპი), დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგალითად ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის მასის შემცირება) საკმარისი არაა.
- ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტაზე და ქოლესტერინის შემამცირებელ სხვა თერაპიაზე (მაგალითად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი) დამატების სახით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თერაპია არაეფექტურია პაციენტისთვის.

უკუჩვენებები:

10 და 20 მგ ტაბლეტებისთვის:
- როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით)
- თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი)
- მიოპათია
- ციკლოსპორინის ერთდროულად მიღება
- ქალებისთვის: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდების არარსებობა
- პაციენტები, მიოტოქსიური გართულებებისადმი მიდრეკილებით.
40 მგ ტაბლეტებისთვის:
- როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ციკლოსპორინის ერთდროულად მიღება
- ქალებისთვის: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდების არარსებობა
- ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის ან სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი ზრდა (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 3-ჯერ და მეტად), პაციენტებისთვის, მიოპათია / რაბდომიოლიზის განვითარების რისკით, სახელდობრ:
- თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი)
- ჰიპოთირეოზი:
- კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
- მიოტოქსიურობა, ჰმგ KoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღების ფონზე ანამნეზში
- ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება
- მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა
- ფიბრატების ერთდროული მიღება
- აზიური რასის პაციენტებისთვის.
სიფრთხილით:
მიოპათია / რაბდომიოლიზის განვითარების რისკი – თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი და ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებისას კუნთების ტოქსიურობის წინამორბედი ანამნეზი, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება, 65 წელზე მეტი ასაკი, მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა, რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა), ფიბრატებთან ერთდროულად დანიშვნა (იხ. პუნქტი "ფარმაკოკინეტიკური თვისებები"); ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსია.
პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პედიატრიულ პრაქტიკაში შემოიფარგლება ოჯახური ჰომოზიგოტური ქოლესტერინემიის მქონე ბავშვების მცირე რაოდენობით (8 წლის ასაკის და ზემოთ). ამჟამად ბავშვებისთვის კრესტორის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კრესტორის გამოყენება უკუნაჩვენებია.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდები.
რამდენადაც ნაყოფის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები, ჰმგ.KoA რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აღემატება ორსული ქალებისთვის პრეპარატის გამოყენების სარგებელს.
თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როზუვასტატინი გამოიყოფა ვირთაგვების რძესთან ერთად.  ქალის რძეში როზუვასტატინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამდენად, ძუძუთი კვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები").

გამოყენების წესი და დოზები:
შიგნით მისაღებად. ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს და არ უნდა დაქუცმაცდეს, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლით. შეიძლება დაინიშნოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების დროისგან დამოუკიდებლად. 5 მგ დოზით მიღების შემთხვევაში საჭიროა კრესტორის 10 მგ ტაბლეტის ორად გაყოფა. კრესტორით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიწყოს სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და განაგრძოს დიეტის დაცვა მკურნალობის დროს. პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, თერაპიის მიზნების და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, ლიპიდების მიზნობრივ დონეებთან დაკავშირებით მიმდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებით.
პაციენტებისთვის, რომლებიც იწყებენ პრეპარატის მიღებას და რომლებიც გადადიან ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებიდან კრესტორით
მკურნალობაზე, რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა იყოს 5–10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქოლესტერინის შემცველობის ინდივიდუალური დონე და გულსისხლძარღვთა გართულებების შესაძლო რისკი და ასევე აუცილებელია გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლო რისკის გათვალისწინება. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 კვირის შემდეგ (იხ. პუნქტი "ფარმაკოდინამიკა"). გვერდითი ეფექტების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, 40 მგ დოზის მიღებისას, პრეპარატის სხვა, უფრო დაბალ დოზებთან შედარებით (იხ. პუნქტი "გვერდითი მოვლენები"), დოზის გაზრდა 40 მგ-მდე, რეკომენდებულზე მაღალი საწყისი დოზის მიღებისას, 4 კვირის თერაპიის შემდეგ, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებისთვის და გულსისხლძარღვთა დაავადებებით გართულების მაღალი რისკის შემთხვევაში (განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია აქვთ), რომლებშიც ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას და რომლებიც იქნებიან სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ (ლიპიდოლოგიურ, დიაბეტურ ან კარდიოლოგიურ კლინიკებში) (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები"). რეკომენდებულია განსაკუთრებული გულდასმით დაკვირვება იმ პაციენტებზე, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ. არ არის რეკომენდებული 40 მგ დოზის დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ სპეციალისტისთვის. 2-4 კვირის
თერაპიის შემდეგ და/ან კრესტორის გაზრდილი დოზის მიღებისას აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლის კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის კორექცია).
ხანდაზმული პაციენტები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები:
თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე
პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. უკუნაჩვენებია კრესტორის ყველა დოზირების მიღება თირკმელების გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი). უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 40 მგ დოზირებით, პაციენტებისთვის, რომლებსაც თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევები აქვთ (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) (იხ. პუნქტები "განსაკუთრებული მითითებები" და "ფარმაკოდინამიკა"). თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 9-ზე მაღალი ქულის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს (იხ. პუნქტები "ფარმაკოდინამიკა" და "განსაკუთრებული მითითებები"). კრესტორი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების (აქტიურ ფაზაში) მქონე პაციენტებისთვის (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები"). განსაკუთრებული პოპულაციები. ეთნიკური ჯგუფები:
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის პაციენტებისთვის როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შესწავლისას აღინიშნება როზუვასტატინის კონცენტრაციის სისტემური ზრდა იაპონელებსა და ჩინელებში (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები"). ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იქნას მოცემული ჯგუფების პაციენტებისთვის როზუვასტატინის დანიშვნისას. უკუნაჩვენებია აზიური რასის პაციენტებისთვის 40 მგ დოზის დანიშვნა. აზიური რასის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ. მიოპათიის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტები: უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის დანიშვნა მიოპათიის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებისთვის (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები"). მოცემული ჯგუფის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ.

გვერდითი ეფექტები:
კრესტორის მიღების დროს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად მიმდინარეობს. არასასურველი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:
ხშირი (>1/100, <1/10); საშუალო სიხშირის (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000,
<1/1000); ძალზე იშვიათი (<1/10000).
იმუნური სისტემა:
იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: ყაზბობა, გულისრევა, მუცლი ტკივილი.
კანი საფარველის მხრივ:
ზოგჯერ: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია).
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ:
ხშირად: მიალგია.
იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი.
სხვა:
ხშირად: ასთენიური სინდრომი.
ისევე, როგორც ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე.
საშარდე სისტემის მხრივ:
პაციენტებს, რომლებიც კრესტორს იღებენ, შეიძლება გამოუვლინდეთ პროტეინურია. შარდში ცილის შემცველობის ცვლილება (არარსებობიდან ან კვალური რაოდენობებიდან ++ ან მეტამდე) აღენიშნება პაციენტების 1%-ს, რომლებიც 10-20 მგ-ს იღებენ და პაციენტების დაახლოებით 3%-ს, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ. აღნიშნულია შარდში ცილის შემცველობის მცირე ცვლილებები 20 მგ დოზის მიღებისას. უმეტეს შემთხვევებში პროტეინურია მცირდება ან საერთოდ ქრება თერაპიის პროცესში და არ ნიშნავს თირკმელების მწვავე დაავადების განვითარების ან არსებული დაავადების პროგრესირებას. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კრესტორის მიღებისას (ყველა დოზირებით) და განსაკუთრებით 20 მგ-ზე დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აღნიშნულია შემდეგი ზემოქმედებები საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე: მიალგია, მიოპათია, იშვიათად – რაბდომიოლიზი. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება იმ პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად იყო უმნიშვნელო, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები").
ღვიძლის მხრივ:
როზუვასტატინის გამოყენებისას, პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას აღენიშნება "ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის დოზა-დამოკიდებული ზრდა. უმეტესად ეს უმნიშვნელოა, დროებითი და სიმპტომების გარეშე. პოსტმარკეტინგული გამოყენება:
პრეპარატ კრესტორის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღნიშნულია შემდეგი გვერდითი ფექტები:
ღვიძლის მხრივ:
ძალიან იშვიათად: სიყვითლე, ჰეპატიტი.
იშვიათად: "ღვიძლის" ტრანსამინაზების დონის ზრდა.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ:
იშვიათად: ართრალგია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია.
ჭარბი დოზით მიღება:
რამდენიმე სადღეღამისო დოზის ერთდროულად მიღების შემთხვევაში როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. როზუვასტატინის ჭარბი დოზით მიღებისას არ არსებობს სპეციფიური მკურნალობა. ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის და შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციისა და კრეატინფოსფოკინაზის დონის კონტროლი. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იყოს. უართიერთქმედება სხვა სამკურნლო საშუალებებთან და წამალთაშორისი ურთიერთქმედების სხვა სახეები ციკლოსპორინი: როზუვასტატინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას ფართობი როზუვასტატინის მრუდის "კონცენტრაცია – დრო" (AUC) ქვეშ, საშუალოდ 7-ჯერ უფრო დიდი იყო, იმ მნიშვნელობასთან შედარებით, რომელიც აღენიშნათ ჯანმრთელ მოხალისეებს (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები"). ერთობლივი გამოყენება განაპირობებს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის ზრდას 11-ჯერ. არ მოქმედებს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე. ვიტამინ K–ს ანტაგონისტები: როზუვასტატინით მკურნალობის დაწყება ან პრეპარატის დოზის ზრდამ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტამინ K–ს ანტაგონისტებს (მაგ. ვარფარინს) იღებენ, შეიძლება განაპირობოს პროთრომბინული დროის ზრდა (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა). როზუვასტატინის მიღების შეწყვეტამ ან მისი დოზის შემცირებამ შეიძლება შეამციროს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მონიტორინგი. გემფიბროზილი და სხვა ლიპიდშემამცირებელი საშუალებები: როზუვასტატინისა და გემფიბროზილის ერთობლივი გამოყენება განაპირობებს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაციის (CMAX) და როზუვასტატინის AUC-ს 2-ჯერ ზრდას (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები"). სპეციფიური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით მოსალოდნელი არაა ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით  მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატებთან, შესაძლებელია ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავის ლიპიდ-შემამცირებელი დოზები (ან 1გ/დღეში დოზის ექვივალენტური ან უფრო მაღალი დოზები) ზრდის მიოპათიის წარმოშობის რისკს, ჰმგKoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა იმის გამო, რომ მათ მიოპათიის გამოწვევა შეუძლიათ მონოთერაპიისთვის გამოყენების დროსაც (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები"). გემფიბროზილთან და სხვა ლიპიდ-შემამცირებელ საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას რეკომენდებულია პრეპარატის 5 მგ საწყისი დოზის გამოყენება.
ანტაციდები: როზუვასტატინისა და ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდროულად გამოყენება განაპირობებს როზუვასტატინის პლაზმური შემცველობის დაახლოებით 50%-ით შემცირებას. ეს ეფექტი უფრო ნაკლებადაა გამოხატული, თუ ანტაციდების მიღება ხდება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნლობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი: როზუვასტატინისა და ერითრომიცინის ერთდროულად მიღება განაპირობებს როზუვასტატინის AUC-ის (0-ტ) შემცირებას 20%-ით და როზუვასტატინის CMAX-ის შემცირებას 30%-ით. ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს ნაწლავების მოტორიკის გაძლიერებით, რასაც იწვევს ერითრომიცინი. პერორალური კონტრაცეპტივები / ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპია: როზუვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული მიღება ზრდის ეთინილესტრადიოლის AUC-ს და ნორგესტრილის AUC-ს, 26%-ით და 34%-ით, შესაბამისად. პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი ზრდა გათვალისწინებული უნდა იყოს პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. ფარმაკოლოგიური მონაცემები როზუვასტატინისა და ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის ერთდროულად გამოყენების შესახებ არ არსებობს, შესაბამისად, არ შეიძლება ანალოგიური ეფექტის გამორიცხვა, მოცემული კომბინაციის გამოყენებისას. თუმცა, ასეთი კომბინაცია ფართოდ გამოიყენებოდა კლინიკური კვლევების ჩატარებისას და პაციენტები მას კარგად იტანდნენ.
სხვა სამკურნალო პრეპარატები: არ არის მოსალოდნელი კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და  დიგოქსინს შორის. ციტოქრომის P450 ფერმენტები: ინ ვივო და ინ ვიტრო გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ არის ციტოქრომის P450 ფერმენტების ინჰიბიტორი ან ინდუქტორი. ამის გარდა, როზუვასტატინი ამ ფერმენტების სუსტი სუბსტრატია. კლინიკურად მნიშვნელვანი ურთიერთქმედება  როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (CYP2C9-ის და CYP3A4-ის ინჰიბიტორს) და კეტოკონაზოლს (CYP2A6-ის და CYP3A4-ის ინჰიბიტორს) შორის აღნიშნული არ ყოფილა. როზუვასტატინისა და იტრაკონაზოლის (CYP3A4-ის ინჰიბიტორის) ერთობლივად გამოყენება ზრდის როზუვასტატინის AUC-ს 28%- ით (კლინიკურად უმნიშვნელოა). ამგვარად, ციტოქრომ P450-ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ურთიერთქმედება მოსალოდნელი არაა.

განსაკუთრებული მითითებები
თირკმელებთან დაკავშირებული ეფექტები პაციენტებს, რომლებმაც კრესტორის დიდი დოზები (ძირითადად 40 მგ) მიიღეს, აღენიშნათ მილაკოვანი პროტეინურია, რაც უმეტეს შემთხვევებში პერიოდული ან ხანმოკლე იყო. ამგვარი პროტეინურია არ ნიშნავს თირკმლების მწვავე დაავადებას ან არსებული დაავადების პროგრესირებას. იმ პაციენტებისთვის, რომლებიც პრეპატარს 40 მგ დოზით იღებენ, რეკომენდებულია მკურნალობის დროს თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კრესტორის ნებისმიერი დოზირებით და განსაკუთრებით 20 მგ-ზე მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში აღნიშნული იყო საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე შემდეგი ზემოქმედება: მიალგია, მიოპათია, იშვიათ შემთხვევებში – რაბდომიოლიზი. კრეატინფოსფაკინაზის განსაზღვრა: კრეატინფოსფაკინაზის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ან კრეატინფოსფაკინაზის დონის ზრდის სხვა შესაძლო მიზეზების შემთხვევაში, რის გამოც შეიძლება მიღებული შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ კრეატინფოსფაკინაზის საწყისი დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), 5-7 დღის შემდეგ საჭიროა ხელმეორე ანალიზის ჩატარება. არ შეიძლება თერაპიის დაწყება, თუ ხელმეორე ტესტი კრეატინფოსფაკინაზის არსებულ დონეს დაადასტურებს (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი).  თერაპიის დაწყებამდე: კრესტორის დანიშვნისას, ასევე ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების დანიშვნისას სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა, რომლებსაც მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკის ფაქტორები აქვთ (პუნქტი "სიფრთხილის დაცვით"). აუცილებელია რისკისა და თერაპიის სარგებლობის შედარება და კლინიკური დაკვირვებების ჩატარება. თერაპიის დროს: აუცილებელია პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების შესახებ, განსაკუთრებით თუ იგი თავს შეუძლოდ გრძნობს და ამცივნებს. ასეთი პაციენტებისთვის უნდა განისაზღვროს კრეატინფოსფაკინაზას დონე. თერაპია უნდა შეწყდეს, თუ კრეატინფოსფაკინაზას დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) ან სიმპტომები, კუნთების მხრიდან მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფოსფაკინაზას დონე ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ ნაკლებია). თუ სიმპტომები გაქრება და კრეატინფოსფაკინაზას დონე ნორმას დაუბრუნდება, შეიძლება კრესტორის ან ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ხელმეორედ დანიშვნის საკითხის განხილვა, უფრო მცირე დოზებით და პაციენტზე გულდასმით დაკვირვებით. სიმპტომების არარსებობისას კრეატინფოსფაკინაზას რუტინული კონტროლი მიზანშეწონილი არაა. კრესტორის მიღებისა და თანმხლები თერაპიის დროს ჩონჩხის მუსკულატურაზე ზემოქმედების ზრდის ნიშნები არ აღინიშნება. თუმცა, აღნიშნულია მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევების ზრდა იმ  პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს, ფიბრინმჟავას წარმოებულ პრეპარატებთან ერთად, გემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, პროტეაზები ინჰიბიტორების და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის რისკს, ჰმგKoA რედუქტაზას ზოგიერთი ინჰიბიტორების დანიშვნისას. ამგვარად, კრესტორისა და გემფიბროლიზის ერთდროულად დანიშვნა რეკომენდებული არაა. კრესტორის და ფიბრატების ან ნიაცინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა რისკის და შესაძლო სარგებლობის გულდასმით აწონ-დაწონა. პრეპარატ კრესტორის 40 მგ დოზის და ფიბრატების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და მედიკამენტოზური ურთიერთქმედების სხვა ფორმები"). კრესტორით მკურნალობის დაწყებიდან და/ან დოზის გაზრდიდან 2-4 კვირის შემდეგ აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დოზის კორექცია). ღვიძლი: რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა თერაპიის დაწყებამდე და თერაპის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. კრესტორის მიღება უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა, თუ ტრანსამინაზების აქტივობის დონე სისხლის შრატში 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
ჰიპოთირეოზის ან ნეფროტული სინდრომის შედეგად წარმოშობილი ჰიპოქოლესტერინემიის მქონე პაციენტებს ძირითადი დაავადებების მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ კრესტორით მკურნალობის დაწყებამდე. განსაკუთრებული პოპულაციები. ეთნიკური ჯგუფები: ჩინელ და იაპონელ პაციენტებს შორის ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარებისას აღნიშნულია როზუვასტატინის სისტემური კონცენტრაციის ზრდა, ევროპელ პაციენტებთან მიღებულ მაჩვენებლებთან შედარებით (იხ. პუნქტები "გამოყენების წესი და დოზები" და "ფარმაკოკინეტიკური
თვისებები").

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედება:

კრესტორის სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედების გამოკვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, კრესტორი ასეთ ზემოქმედებას არ უნდა ახდენდეს. ავტომანქანის მართვისას ან მექანიზმების გამოყენების დროს საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ თერაპიის დროს შესაძლებელია თავბრუსხვევა.

გამოშვების ფორმა:

10, 20 და 40 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები. 7 ან 28 ტაბლეტიანი ბლისტერები (10 და 20 მგ ტაბლეტიანი ბლისტერები 1X7 და 2X14; 40 მგ ბლისტერები 1X7 და 4X7), მუყაოს ყუთში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა:

ასტრაზენეკა იუ კეი ლიმიტედ (დიდი ბრიტანეთი), აი პი ერ ფარმასიუტიკალს ინკ., პუერტო რიკო (აშშ), საბანა გარდენს, 1967 მაინ სტრიტ, კაროლინა, სან ხუანი, პუერტო რიკო 00983.
შემდგომი ინფორმაცია მოთხოვნით:
ასტრაზენეკა იუ კეი ლიმიტედ, 119021 მოსკოვი, ტიმურ ფრუნზეს ქ. # 11,
კორპ. 2-5.
კრესტორი სავაჭრო ნიშანი – კომპანია ასტრაზენეკას საკუთრება.