დერმობაქტერი 125მლ ხს.ფლ

დერმობაქტერი 125მლ ხს.ფლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბენზალკონიუმის ქლორიდი+ქლორჰექსიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 25419
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დერმობაქტერი
Dermobacter
 
 
საერთაშორისო დასახელება - benzalkonium chloride, chlorhexidine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი 125მლ ფლაკონი # 1
ხსნარი 300მლ ფლაკონი # 1

ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი 0,985 გ (შეესაბამება ბენზალკონიუმის ქლორიდის 0,500 გ), ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის ხსნარი 1,065 გ (შეესაბამება ქლორჰექსიდინის დიგლუკონატს 0,20 გ). დამხმარე ნივთიერებები: ალკილდიმეთილბეტაინის 30% ხსნარი, ეთილენის ოქსიდის და პროპილენის ოქსიდის კოპოლიმერი q.s.p. 100 მლ.

ჩვენებები
გამოიყენება ინფიცირებული კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობისას და მათი დაინფიცირებისაგან პროფილაქტიკის მიზნით.

გვერდითი მოვლენები
სიმშრალის შეგრძნება კანსა და ლორწოვანზე, რომელიც ქრება ხსნარის ჩამობანვის შემდეგ. შესაძლებელია მსუბუქი გაღიზიანება გამოყენების დასაწყისში. შესაძლებელია კონტაქტური ეკზემის განვითარება. გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, განსაკუთრებით ქლორჰექსიდინის (ან მისი მსგავი) ან ბენზალკონიუმის ქლორიდის (მეოთხეული ამონიუმის ნაერთების) მიმართ. უფრთხილდით თვალსა და ყურში მოხვედრას. არ გამოიყენება სამედიცინო და ქირურგიული ხელსაწყოების სადეზინფექციოდ. ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია

არ გამოიყენოთ ხსნარი მკერდზე ძუძუთი კვების დროს. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზირების რეჟიმი და გამიყენების წესი: გამოიყენება განზავებული ან განუზავებელი ხსნარი 1 - 2 ჯერ დღეში. ლორწოვანი გარსების ადგილობრიბად დამუშავებისას გამოიყენება 1:10 განზავებული ხსნარი. ხსნარი განაზავეთ უშუალოდ გამოიყენების წინ, ვინაიდან განზავებული ხსნარი არ ინახება. გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხსნარის ჩამობანვა. დაიცავით ექიმის ან ფარმაცევთის მითითებები. გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. არ გადაყლაპოთ.
მკურნალობის ხანგრძლვიობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი.

განსაკუთრებული მითითებები

გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. პრეპარატის კანიდან შეწოვა არ არის მაღალი, მაგრამ არ არის გამორიცხული სისტემური მოქმედების რისკი. სისტემური მოქმედება შესაძლებელია დაზიანებული კანის (მაგალითად დამწვრობა) და ლორწოვანის ფართო უბანზე ხმარებისას და აგრეთვე დღენაკლი ან დროული ახალშობილის კანზე გამოყენებისას. დაიცავით ბოთლი დაბინძურებისაგან, არ დატოვოთ ხანგრძლივად გახსნილ მდგომარეობაში, ვინაიდან შესაძლებელია მისი მიკრობული დაბინძურება, კერძოთ დიდი მოცულობის ფლაკონები (250 მლ და მეტი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის გამოიყენება სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან და ჩვეულებრივ საპონთან ერთად (შეუთავსებლობის და ეფექტურობის დაქვეითების რისკი) არ არის რეკომენდებული. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
INNOTHERA CHOUZY
საფრანგეთი