
პატანოლი 0.1% 5მლ თვ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პატანოლი
საერთაშორისო დასახელება:
OLOPATADINE
მწარმოებელი: ALCON, ბელგია
მოქმედი ნივთიერება: ოლოპატადინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიალერგიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები: ფლაკონში საწვეთურით 5 მლ
1 მლ
ოლოპატადინის ჰიდროქლორიდი..........................1.11 მგ
(ექვივალენტურია 1 მგ ოლოპატადინისა)
კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი ......... 0.001%.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, კონცენტრირებული მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულირებისათვის), გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოლოპატადინი წარმოადგენს H1 - ჰისტამინური რეცეპტორების სელექტიურ ინჰიბიტორს. ის აგრეთვე ახდენს პოხიერი უჯრედებიდან გამონთავისუფლებული ანთების მედიატორების ინჰიბირებას, აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიანთებითი მოქმედება.
ოლოპატადინი არ მოქმედებს ალფა ადრენერგულ დოპამინურ, I და II ტიპის მუსკარინულ და სეროტონინულ რეცეპტორებზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება დაბალი სისტემური შეწოვა. ოლოპატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა ადგილობრივი გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ და შეადგენს 0.5 მგ/მლ-1.3 მგ/მლ პლაზმაში ნახევარდაშლის პერიოდია 3 საათი. გამოიყოფა თირკმელების გზით 60-70% უცვლელი ფორმით.
ჩვენებები:
- ალერგიული კონიუნქტივიტები.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის გამოყენების საკმაო გამოცდილება 3 წლამდე ბავშვებში არ აღინიშნება.
პატანოლი შეიძლება გამოვიყენოთ პედიატრიაში 3 წლის ასაკის ზევით იგივე დოზებით, რაც მოწოდებულია მოზრდილებისათვის.
ადგილობრივად გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ. ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 1-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
5% ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ჰიპერმგრძნობელობა, ქუთუთოების შეშუპება.
ორსულობა და ლაქტაცია:
სრულყოფილი და კონტროლირებადი კვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ პატანოლი შეიცავს კონსერვანტ ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება აბსორბირებული იქნას კონტაქტური ლინზების მიერ, ამის გამო პატანოლის ჩაწვეთებამდე ლინზები უნდა მოიხსნათ და კვლავ ჩაიყენოთ ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.
♦ არ შეახოთ საწვეთურის თავი რაიმე ზედაპირს, რათა თავიდან ავიცილოთ ხსნარის დაბინძურება.
♦ თუ პაციენტს პრეპარატის გამოყენების შემდეგ აღენიშნება მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა.
ჭარბი დოზირება:
თვალში ხსნარის ჭარბი რაოდენობით მოხვედრისას რეკომენდებულია გამოვირეცხოთ თვალი წყლით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
საჭიროებისას შეიძლება გამოყენებული იქნას კომბინაციაში სხვა ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან, ამ შემთხვევაში ჩაწვეთებათა შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 4-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ 4 კვირის მანძილზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.