კარსილი 22.5მგ #80ტ
გააზიარე:
კარსილი
(CARSIL)
წამლის ფორმა: დრაჟე
შემადგენლობა: ერთი დრაჟეს შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: სილიმარინი - 35 მგ
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, სორბიტი, გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის ბიკარბონატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტული საშუალება
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, დისტროფია, ციროზი; ლიპიდური დისტროფია გადატანილი ჰეპატიტის შედეგად; ღვიძლის დაზიანება ფუნქციონალური დარღვევებით რაიმე მოწამვლის შედეგად; დიდი რაოდენობით ნივთიერებებისა და მედიკამენტების მიღება, რომლებიც აზიანებს ღვიძლის ფუნქციას, როგორც პროფილაქტიკური საშუალება.
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
მოხმარების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე. დაავადების სირთულის მიხედვით დოზირება მოზრდილთათვის შემდეგია: მსუბუქი და საშუალო სირთულის შემთხვევებში 1-2 დრაჟე 3-ჯერ დღე-ღამეში; პაციენტებისათვის დაავადების რთული ფორმებით შეიძლება დოზის 2-ჯერ გაზრდა. მკურნალობის კურსი გრძელდება არა ნაკლებ 3 თვე. როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას ნიშნავენ 2-3 დრაჟეს დღე-ღამეში. დღე-ღამის დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 5 მგ/კგ, დაყოფილი 2-3 მიღებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველთა რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იმ პირობით, რომ დედის მკურნალობის სარგებელი აღემატება ბავშვისათვის რისკს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ ავადმყოფში აღინიშნება მსუბუქი ფაღარათი და დიურეზის გაძლიერება. პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით იშვიათად აღინიშნება ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება; ალოპეცია და დისპეფსიური ჩივილები. ეს სიმპტომები პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.
ავტომობილის მართვასა და სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული და ფიზიკური მოქმედებების მაღალ სისწრაფეს, კარსილის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზით გამოწვეული მდგომარეობები აღწერილი არ არის. კარსილის დიდი რაოდენობით მიღებისას იწვევენ ღებინებას, ტარდება კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის გამოყენებით, ასევე ატარებენ სიმპტომატურ მკურნალობას.
გამოშვების ფორმა:
დრაჟე 35 მგ 80 ცალი შეფუთვაში.
შენახვის პირობები:
საწყის შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი გამოშვების მომენტიდან.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმთან კონსულტაციით.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
სს სოფარმა, ბულგარეთი, 1220 სოფია, ილიენსკოე შოსეს ქ. #16.