ესკუს გელი 25გ ტუბი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ესკუს-გელი
ESCUS - GELI
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
- აბუსალათინის ზეთი 25 გ.
- ზეითუნის ზეთი 20 გ
- ქაფურის ზეთი 15 გ
- პიტნის ზეთი 25 გ.
დამხმარე ნივთიერებები: თაფლის სანთელი,თეთრი ან ყვითელი 15. გ.
სამკურნალო ფორმა: მალამო, გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება: აუმჯობესებს ადგილობრივად რეოლოგიურ და მეტაბოლიტურ პროცესს.
ჩვენებები:
ვენების ქრონიკული უკმარისობის სიმპტომები: შეშუპება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტკივილი ქვედა კიდურებში, სიმძიმის შეგრძნება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული, ლიმფოადენიტი, რბილი ქსოვილების დახურული დაზიანება, კანქვეშა ჰემატომა, ბუასილი
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უსაფრთხოების ზომები: პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
განსაკუთრებული მითითებანი : დაუშვებელია მალამოს მოხვედრა თვალებში.
ორსულობა და ლაქტაცია : პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა : პრეპარატი არ მოქმედებს ამ სახის სამუშაოების შესრულებაზე.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან უერთიერთქმედება : არ არის დადგენილი.
გამოყენების მეთოდები და დოზები:
მტკივნეული უბნის არეში 2-4 გ მალამო შეიზილეთ დღეში 2-ჯერ და შეიხვიეთ თხელი საფენით
გვერდითი მოვლენები: დღეისათვის რაიმე გვერდითი მოვლენა არ არის აღნიშნული
ჭარბი დოზირება : არ აღინიშნება.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა .
ვარგისიანობა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 25 გ პოლიეთილენის ტუბი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელის დასახელება და მისამართი
სამკურნალო სამედიცინო ფირმა "ესკულაპი"
ჭიაურელი ქ. # 2, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 54 04 54