ენფექცია 250მგ #10ტ

ენფექცია 250მგ #10ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: II გენერაციის ცეფალოსპორინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცეფუროქსიმი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 25082
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ენფექსია 250 მგ
ENFEXIA 250 mg
 
 
საერთაშორისო დასახელება - cefuroxime axetil

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); მეორე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
250 მგ. 10 ც ტაბლეტი

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ცეფუროქსიმ აქსეტილი 250 მგ ცეფუროქსიმის ექვივალენტური
იგი ასევე შეიცავს: მეთილ პარაბენს, პროპილ პარაბენს, ნატრიუმის ბენზოატს კონსერვანტის სახით და ტიტანის დიოქსიდს (E171) საღებავი ნივთიერების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:
ცეფუროქსიმ აქსეტილი - ცეფუროქსიმის პრო-წამალი, ბაქტერიციდული ანტიბიოტიკია, რომელიც აქტიურია ფართო სპექტრის პათოგენების წინააღმდეგ, უმეტესობა ბეტა-ლაქტამაზების მიმართ რეზისტენტული გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ჩათვლით. იგი გამოიყენება პერორალურად, ცეფუროქსიმ აქსეტილის მთავარი კომპონენტი, ცეფუროქსიმი in vivo ბაქტრიციდულ აქტივობას ამჟღავნებს. ცეფუროქსიმი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ეფექტურია ფართო სპექტრის ბაქტერიების წინააღმდეგ ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით. ცეფუროქსიმი სტაბილურია ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზების წინააღმდეგ. ცეფუროქსიმის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ცეფუროქსიმის შეკავშირებით მთავარ სამიზნე ცილებთან.
ცეფუროქსიმი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების უმრავლესობა შტამის მიმართ:
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები: Haemophilus influenza (ამპიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი და არა-წარმომქნელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Klebsiella pneumonia.
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:
Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis (პენიცილინაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumonia.
სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi.
შემდეგი მიკროორგანიზმები რეზისტენტულია ცეფუროქსიმის მიმართ: Clostridium difficile, Pseudomonas სახეობები, Campylobacter სახეობები, Acinetobacter colcoaceticus, Listeria monocytogenes, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis მეთიცილინ რეზისტენტული შტამები, Legionella სახეობები. შემდეგი მიკროორგანიზმის ზოგიერთი შტამი რეზისტენტულია ცეფუროქსიმის მიმართ: Enterococcus (Streptococcus) faecalis. Morganella morganii, Proteus vulgaris, Enterobacter სახეობები, Citrobacter სახეობები, Serratia სახეობები, Bacteroides fragilis
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ, ცეფუროქსიმი აქსეტილი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვანსა და სისხლში ცეფუროქსიმამდე. შეწოვა უფრო დიდია საკვების შემდეგ მიღებისას. ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს უზმოზე და 52%-ს სავეს კუჭზე. განაწილება: პრეპარატის ინტრავენური გამოყენებისაგან განსხვავებით, როდესაც მაქსიმალური კონცენტრაციები სწრაფად მიიღწევა, ის მაქსიმალურ კონცენატრაციას 2-3 საათში აღწევს საკვების შემდეგ გამოყენებისას. 125 მგ, 250 მგ, 500 მგ და 1 გრ-იანი დოზებისას მაქსიმალური კონცენტრაციებია შესაბამისად 2-3 მგ/ლ, 4-6 მგ/ლ, 5-8 მგ/ლ და 9-14 მგ/ლ. ცეფუროქსიმის შეწოვის გამო, სუსპენზიის დაყოვნებისას, იგი დაბალ პლაზმურ კონცენტრაციებს აღწევს და მისი სისტემური ბიოშეღწევადობა კლებულობს (4-17%). ცეფუროქსიმის პლაზმური ნახევრად დაშლის პერიოდია 1-1,5 საათი. პლაზმურ ცილებთან შეკავშირების თანაფარდობა მერყეობს 50-33%-ს შორის და დამოკიდებულია გაზომვის გამოყენებულ მეთოდზე. იგი კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და თერაპიულ კონცენტრაციებს აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
მეტაბოლიზმი: ცეფუროქსიმი არ მეტაბოლიზდება.
გამოყოფა: გამოიყოფა გლომერული ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით. პრობენეციდთან ერთობლივი გამოყენებისას, AUC – დროის მრუდი იზრდება დაახლოებით 50%-ით. ცეფუროქსიმი განიცდის დიალიზს.

ჩვენებები

ენფექსია ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი სისტემური ინფექციების სამკურნალოდ:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: Streptococcus pyogenes- თი გამოწვეული ფარინგიტი და ტონზილიტი; Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae-თი (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) გამოწვეული შუა ყურის ანთება, Branhamella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) ან Streptococci; Streptococcus pneumonia ან Haemophilus influenzae-თი გამოწვეული სინუსიტი (მხოლოდ ბეტა-ლაქტამაზა უარყოფითი შტამები).
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა უარყოფითი შტამები), Haemophilus parainfluenzae- თი (ბეტა-ლაქტამაზა უარყოფითი შტამები) გამოწვეული ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და მწვავე ბრონქიტის მეორადი ბაქტერიული ინფექციები.
საშარდე გზების ინფექციები: Escherichia coli ან Klebsiella pneumonia– თი გამოწვეული საშარდე გზების გაურთულებული ინფექციები.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით) ან Streptococcus pyogenes- ით გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების არაგართულებული ინფექციები.
გონორეა: Neisseria gonorrhoeae-s პენიცილინაზა დადებითი და უარყოფითი შტამებით გამოწვეული ენდოცერვიკალური და ურეთრალური არაგართულებული გონორეა და Neisseria gonorrhoeae- ს პენიცილინაზა უარყოფითი შტამებით გამოწვეული არაგართულებული რექტალური გონორეა.
მოზარდებსა და 12 წელს ზემოთ ბავშვებში, ენფექსია ნაჩვენებია Borrelia burgdorferi-თ გამოწვეული ადრეული ლაიმის დაავადების სამკურნალოდ და მოგვიანებითი ლაიმის დაავადების პრევენციისათვის.

მიღების წესები და დოზები

(თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება)
ზოგადად მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღეა (5-10 დღე). ცეფუროქსიმ აქსეტილი მიიღება ჭამის შემდეგ ოპტიმალური შეწოვისათვის.
მოზრდილები:
ხშირი ინფექციები: 250 მგ ორჯერ დღეში.
საშარდე გზების ინფექციები: 125 მგ ან 250 მგ დღეში ორჯერ.
ქვედა სასუნთქი გზების მსუბუქი ან ზომიერი ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი): 250 მგ ორჯერ დღეში.
ქვედა სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები ან პნევმონიაზე ეჭვის დროს: 500 მგ დღეში ორჯერ.
პიელონეფრიტი: 250 მგ დღეში ორჯერ.
არაგართულებული გონორეა: 1 გ ერთჯერადი დოზა.
ლაიმის დაავადება (მკურნალობა): 500 მგ დღეში ორჯერ 20 დღის განმავლობაში. ბავშვები:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები: 250 მგ დღეში ორჯერ.
A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციების დროს, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, მწვავე რევმატიული შეტევების ან მწვავე გლომერულონეფრიტის თავიდან აცილების მიზნით.

გვერდითი მოვლენები

ცეფუროქსიმ აქსეტილი გვერდითი მოვლენები ხშირად მსუბუქი და გარდამავალია. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმუი ნეკროლიზი და კანი ერითემა, ჭინჭრის ციება, ცხელება, ქავილი, შრატისმიერ დაავადება და ძალიან იშვიათად ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით. ცეფუროქსიმ აქსეტილმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა ფაღარათი, გულისრევა და ღებინება. სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, იშვიათად აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი. ასევე აღინიშნება თავის ტკივილი.
ცეფუროქსიმ აქსეტილის მკურნალობის დროს შეინიშნება ეოზინოფილია და ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მომატება (ალტ, ასტ და LDH). იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოპენია და ლიკოპენია. ისევე როგორც სხვა ცეფალოსპორინების დროს, ძალიან იშვიათად აღინიშნება სიყვითლე. ცეფალოსპორინების კლასის ანტიბიოტიკებს აქვთ მიდრეკილება შეწოვ
ილ იქნენ ერითროციტების მემბრანიდან, სადაც მოქმედებენ წამლის საწინააღმდეგო ანტისხეულებთან. ამის შედეგად შეინიშნება კუმბსის დადებითი ტესტი, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ჯვარედინ რეზისტენტობაზე. ძალიან იშვიათად აღინიშნება ჰემოლიზური ანემია.
არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

იგი უკუნაჩვენებია პაციენტებში ალერგიით (ჰიპერმგრძნობელობით) ანტიბიოტიკების ცეფალოსპორინების ჯგუფის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

B კატეგორიის პრეპარატი:
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა დარღვეული ფერტილობა ან მავნე ზემოქმედება ნაყოფზე ვერ გამოავლინეს, ისევე როგორც სხვა წამლების გამოყენების დროს, ცეფუროქსიმ აქსეტილი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ცეფუროქსიმ აქსეტილი გამოიყოფა დედის რძეში, რის გამოც იგი სიფრთხილით გამოიყენება მეძუძურ დედებში.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატ ინფექსიით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გავიგოთ არსებობდა თუ არა ადრე პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს შორის ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა ნათლად დასაბუთებულია და შეიძლება განვითარდეს პაციენტის 10%-ში პენიცილინების მიმართ ალერგიის ჰისტორიით. ენფექსია დიდი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში პენიცილინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას. თუ პრეპარატის მიმართ კლინიკურად მნიშვნელოვანი რეაქცია განვითარდა, შეწყვიტეთ მისი მიღება და დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები საჭიროებენ მკურნალობას ეპინეფრინითა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებებით, ჟანგბადის, ინტრავენური სითხეების, ინტრავენური ანტიჰისტამინების, კორტიკოსტეროიდების, პრესორული ამინებისა და საჰაერო გზების კონტროლის ჩათვლით. თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას, ცეფუროქსიმის ჩათვლით, აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქი ან სიცოცხლისათვის სახიფათოც. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება. ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა ცვლის ნაწლავების ნორმალურ ფლორას და შეიძლება დაუშვას კლოსტრიდიების ჭარბი ზრდა. კვლევები აღნიშნავენ, რომ Clostridium difficile-თი წარმოქმნილი ტოქსინი ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტის ძირითადი გამომწვევია. ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზის დადგენისას, უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპიული ღონისძიებების გატარება. ფსევდომემბრანული კოლიტის მსუბუქი შემთხვევები მოიხსნება მხოლოდ პრეპარატის შეწყვეტით. ზომიერ და მძიმე შემთხვევებში, აუცილებელია მკურნალობა სითხეებითა და ელექტროლიტებით, ცილების დამატებით, Clostridium difficile- ს საწინააღმდეგო ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა.
ფართო სპექტრის სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფუროქსიმ აქსეტილის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა (კანდიდას სახეობები, ენტეროკოკები და Clostridium difficile). მკურნალობის დროს სუპერინფექციის განვითარებისას აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ცეფუროქსიმ აქსეტილით მკურნალობის შემდეგ აღინიშნება იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია. ეს არის ცეფუროქსიმის ბაქტერიციდული მოქმედების შედეგი სპიროქეტაზე სახელად Borrelia burgdorferi, რომელიც ლაიმის დაავადების გამომწვევი პათოგენია. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ამ რეაქციის შესახებ, რომელიც ლაიმის დაავადების ანტიბიოტიკოთერაპიის მსვლელობისას ხშირად არსებული თვითშეზღუდული რეაქციაა.
ცეფალოსპორინები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც თანმხლებად მკურნალობენ ძლიერი შარდმდენებით, ვინაიდან მოსალოდნელია, ამ შარდმდენებმა უარყოფითად იმოქმედონ თირკმლის ფუნქციაზე.
ცეფუროქსიმ აქსეტილი, სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში კოლიტის ისტორიით. პაციენტებში გასტროინტესტინალური მალაბსორბციით ცეფუროქსიმ აქსეტილის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. პაციენტები გასტროინტესტინალური მალაბსორბციით გამოირიცხნენ ცეფუროქსიმი აქსეტილის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობიდან.
ცეფალოსპორინები შეიძლება დაკავშირებული იყოს პროთრომბინის აქტივობის დაქვეითებასთან. რისკი ქვეშ არიან პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ან ცუდი კვებითი მდგომარეობით, ისევე როგორც პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ხანგრძლივ ანტიმიკრობულ თერაპიას ან პაციენტები, რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე. რისკი ქვეშ მყოფ პაციენტებში აუცილებელია პროთრომბინის დროის მონიტორინგი და ჩვენების მიხედვით გამოყენებულ იქნეს ეგზოგენური K ვიტამინი.

ჭარბი დოზირება

ცეფალოსპორინებით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული გაღიზიანება, კრუნჩვების განვითარებით. შრატში ცეფუროქსიმის დონე შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზითა და პერიტონეალური დიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ცეფუროქსიმ აქსეტილი გვერდითი მოვლენები ხშირად მსუბუქი და გარდამავალია. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმუი ნეკროლიზი და კანი ერითემა, ჭინჭრის ციება, ცხელება, ქავილი, შრატისმიერ დაავადება და ძალიან იშვიათად ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით. ცეფუროქსიმ აქსეტილმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა ფაღარათი, გულისრევა და ღებინება. სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, იშვიათად აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი. ასევე აღინიშნება თავის ტკივილი.
ცეფუროქსიმ აქსეტილის მკურნალობის დროს შეინიშნება ეოზინოფილია და ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მომატება (ალტ, ასტ და LDH). იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოპენია და ლიკოპენია. ისევე როგორც სხვა ცეფალოსპორინების დროს, ძალიან იშვიათად აღინიშნება სიყვითლე. ცეფალოსპორინების კლასის ანტიბიოტიკებს აქვთ მიდრეკილება შეწოვ
ილ იქნენ ერითროციტების მემბრანიდან, სადაც მოქმედებენ წამლის საწინააღმდეგო ანტისხეულებთან. ამის შედეგად შეინიშნება კუმბსის დადებითი ტესტი, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ჯვარედინ რეზისტენტობაზე. ძალიან იშვიათად აღინიშნება ჰემოლიზური ანემია.
არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები

შეინახეთ არა უმეტეს 30ºC ოთახის ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავის ორიგინალურ შეფუთვაში.
შენახვის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

ნუ გამოიყენებთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ფარმავიჟნ ფარმასიუტიკალსი
თურქეთი