ნეოქოლდის ჩაი #20კაფს (ნეოფ)

ნეოქოლდის ჩაი #20კაფს (ნეოფ)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პარაცეტამოლი+ვიტ.ც+კოფეინი+ალთე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 25049
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნეოქოლდი კაფსულებში
NEOCOLD in Capsulis
 
 
 
შემადგენლობა: პარაცეტამოლი - 0,25გ, ასკორბინის მჟავა, კოფეინი,  მუკალტინი; ალოეს მშრალი ექსტრაქტი;.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნეოქოლდი კაფსულებში წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია სიცხის დამწევი, ოფლის მომგვრელი, ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხსნის სისუსტის და დაღლილობის შეგრძნებას.

ჩვენება:
• გრიპი
• გაციება.

გვერდითი მოვლენები:
• რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ზოგჯერ მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით.
• იშვიათად - ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები.
• პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, რისთვისაც აუცილებელია სისხლის სურათის შემოწმება.

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
• არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად პრეპარატის ერთდროული გამოყენება.
• პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.                        

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4საათი. ბავშვებში დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით ინდივიდუალურად.

შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:    გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

შენახვის პირობები: მშრალ, გრილ ადგილზე.