დექსოლი 250მლ ხს/საინფუზიო
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დექსოლი
DEKSOL
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდი 0,9 გ.
დექსტროზის მონოჰიდრატი 5,5 გ (ექვივალენტურია 5 გ უწყლო დექსტროზის).
დამატებითი ნივთიერება: საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოზისა და ელექტროლიტების პარენტერალური ხსნარი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი. შეიცავს გლუკოზისა და ელექტროლიტების ნარევს რეჰიდრატაციისთვის. აღადგენს ორგანიზმში გაუწყლოებისას დარღვეულ წყალ-მარილოვან ბალანსს.
ჩვენება:
-ტოქსიური დისპეფსია;
-ხშირი ღებინება;
-ფაღარათის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაცია;
-საკვებისმიერი ტოქსიკონიფექცია;
-სხვადასხვა ნივთიერებებით (ნარკოტიკები, ნახშირორჟანგი, ციანწყალბადმჟავა
და მისი მარილები, ანილინი, დარიშხანი, ფოსგენი...) მოწამვლა;
-მწვავე სისხლდენა;
-შოკი და კოლაფსი;
-პოსტოპერაციული პერიოდი;
-ჰემორაგიული დიათეზი;
-დამწვრობა;
-ქოლერა.
წინააღმდეგჩვენება:
დიაბეტური კომა, წყლის შეკავება ორგანიზმში, ჰიპეროსმოლარული კომა.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერჰიდრატაცია, ფილტვების შეშუპებით, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატის ჭარბი მოხმარებით, ჰიპერგლიკმია.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყნება იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი შეიცავს პრეციპიტატებს. მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ჩატრდეს პაციენტის წყალ-მარილოვანი ცვლისა და კლინიკურ-ბიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი.
სიფრთხილით ინიშნება: თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, შეშუპებისა და ასციტის დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან დექსოლის (0,9+5) % ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენური გზით წვეთოვნად, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან, წონიდან, კვებიდან და იმ პრეპრატებიდან გამომდინარე, რომელასაც ის ღებულობს.
ჭარბი დოზირება:
ჰიპერგლიკემია და ჰიპერჰიდრატაცია.
შეფუთვა და გამოშვების ფორმა:
დექსოლი (0,9+5) % გამჭირვალე საინფუზიო ხსნარი, პოლიეთილენის ფლაკონში 100 მლ, 250 მლ, 500 მლ და 1000 მლ.
შენახვის წესი და პირობები:
ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ْºC-ზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ხსნარი არ ინახება გახსნილ მდგომარეობაში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
Demo S.A
21St.Km National Road Athens-Lamia
14568 ათენი, საბერძნეთი
ტელ: + 30 210 8161802