ლიზლი 15მგ/5მლ 100მლ ხსნარი
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
lizli
LIZLY
ზოგადი დახასიათება :
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : ამბროქსოლი;
ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :
უფერო, გამჭვირვალე ხსნარი დამახასიათებელი სუნით;
შემადგენლობა :
ხსნარის 5 მლ შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 15 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ბენზოის მჟავა, სუკრალოზა, პიტნის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა :
პერორალური ხსნარი, 15 მგ/5 მლ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.
ათქ-კოდი: R05CB06
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც ხასიათდება მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედებით. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ადენოციტების მიერ სეკრეტის გამოყოფას. იგი ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს და აძლიერებს ლიზოსომების გამოთავისუფლებას კლარის უჯრედებიდან, რაც იწვევს ბრონქულ სეკრეტში მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აძლიერებს სურფაქტანტის წარმოქმნის პროცესს ალვეოლებსა და ბრონქებში, აუმჯობესებს ბრონქული სეკრეტის რეოლოგიურ მაჩვენებლებს, ამცირებს მის სიბლანტესა და ადჰეზიურ თვისებებს. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ამცირებს ბრონქების სპასტიკურ ჰიპერრეაქტიულობას.
ფარმაკოკინეტიკა :
ამბროქსოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2.5 სთ-ში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 90%. ამბროქსოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, გადადის დედის რძეში. მოქმედი ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ფილტვებში. პრეპარატი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური კონიუგატების (დიბრომანტრანილის მჟავა, გლუკურონიდები) წარმოქმნით. CYP3А4 პასუხისმგებელია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე დიბრომანტრანილის მჟავამდე. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით: 90% – მეტაბოლიტების სახით, 10% – უცვლელი სახით. T1/2 შეადგენს დაახლოებით 10 სთ-ს.
ჩვენება :
სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ასთმური ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, პნევმონია, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; რინოფარინგეალური ტრაქტის ანთებითი დაავადებები: ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზირება :
მოზრდილებსადა12 წელზემეტიასაკისბავშვებში მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 10 მლ ხსნარი 3-ჯერ დღეში, შემდეგ - 10 მლ 2-ჯერ დღეში. მოზრდილებში შესაძლებელია 20 მლ-ის მიღება 2-ჯერ დღეში თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად.
6-დან 12 წლამდეასაკისბავშვებში რეკომენდებულია 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
2-დან 6 წლამდეასაკისბავშვებში რეკომენდებულია 2.5 მლ 3-ჯერ დღეში.
2 წლამდეასაკისბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რეკომენდებული დოზაა 2.5 მლ 2-ჯერ დღეში.
ხსნარი მიიღება ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, რაც ხელს უწყობს პრეპარატის მუკოლიზური მოქმედების გაძლიერებას. არ არის რეკომენდებული ხსნარის მიღება უშუალოდ ძილის წინ.
თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ და დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
გვერდითი მოვლენები :
გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000), უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება).
იმუნურისისტემისმხრივ: იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; უცნობი სიხშირის - ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება.
საჭმლისმომნელებელისისტემისმხრივ: ხშირი - გულისრევა; არახშირი - ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, დიარეა და სხვა დისპეფსიური მოვლენები, პირ-ხახის გარდამავალი ჰიპოსთეზია, ძალიან იშვიათად - ნერწყვდენა.
სასუნთქისისტემისმხრივ: სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სიმშრალე, დისპნოე (ალერგიული რეაქციის სიმპტომის სახით).
ნერვულისისტემისმხრივ: ხშირი - დისგევზია (გემოს შეგრძნების დარღვევა).
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: იშვიათი - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; უცნობი სიხშირის - რეაქციები კანის მხრივ (მათ შორის, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
სხვა: არახშირი - ციებ-ცხელება, რეაქციები ლორწოვანი გარსის მხრივ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება :
ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვან გარსსა და ბრონქულ სეკრეტში ანტიმიკრობული საშუალებების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი, სულფანილამიდები) შეღწევას.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, კოდეინთან) ერთად, რადგან ხველის შესუსტება აფერხებს ნახველის გამოყოფას.
ჭარბი დოზირება :
დოზის გადაჭარბების სპეციფიკური სიმპტომები არ არის ცნობილი. ჭარბი დოზის მიღების ან/და პრეპარატის შეცდომით გამოყენების დროს გამოვლენილი სიმპტომები შეესაბამება ცნობილ გვერდითი მოვლენებს და საჭიროებს სიმპტომური თერაპიის ჩატარებას.
ორსულობა და ლაქტაცია :
ამბროქსოლი გადის პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) არ არის რეკომენდებული. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ამბროქსოლის პირდაპირი ან არაპირდაპირი ნეგატიური გავლენა ფერტილობაზე.
განსაკუთრებული მითითებები:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს საჭიროა პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება.
ლიზლი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან/და ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში; ასევე მოტორული ბრონქოპათიის დროს, ვინაიდან მოსალოდნელია ნახველის ევაკუაციის შეფერხება.
პრეპარატის მიღება უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, თუმცა საჭიროა სისხლში შაქრის დონის სათანადო კონტროლი.
პრეპარატი შეიცავს ბენზოის მჟავას, რამაც შეიძლება გაზარდოს სიყვითლის გამოვლენის რისკი ახალშობილებში.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა :
100 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში საზომი ხუფით, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები :
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია ხსნარის გაყინვა.
ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი :
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.










