სინტეფორტი #20კაფს
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები, ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
მოცვის ექსტრაქტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 24937
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სინტეფორტი
საერთ. დასახელება: Bilberry extract
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მხედველობის გასაუმჯობესებელი საშუალება
შემადგენლობა
სინტეფორტის ერთი კაფსულა შეიცავს 177 მგ მოცვის მშრალ ექსტრაქტს (Bილბერრყ ეხტრაცტ 25%) - სტანდარტიზებულს 25% ანტოციანოზიდებზე.
მოქმედების მექანიზმი
სინტეფორტი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.
მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის - როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს; თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.
ჩვენება
სინტეფორტი გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალება შემდეგი დაავადებების დროს:
- საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია;
- შეძენილი ჰემერალოპია;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
- კუნთების ასტენოპათია;
- ბადურის დისტროფია;
- ბადურის მაკულარული დისტროფია;
- ბადურის კუნტ-იუნიუსის ტიპის ცენტრალური ათეროსკლეროზული დეგენერაცია;
- ბადურის ტაპეტორეტინული აბიოტროფია (ბადურის პიგმენტური დეგენერაცია);
- კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა.
უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- ორსულობა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი.
უსაფრთხოების ზომები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სინტეფორტის აქტიური ნივთიერების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
სინტეფორტი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქციის გამოვლინება.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კაფსულა 177 მგ; 20 კაფსულა ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით