უნივერტანი 18გ მალ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
უნივერტანი
(UNIVERTAN)
სამკურნალო ნივთიერებები:
სულფათიაზოლი, ქლორამფენიკოლი, ნისტატინი, გოგირდი, ბორაქსი (ბურა).
სამკურნალო ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უნივერტანი, გარეგანი გამოყენების მალამოს სახით, კომბინირებულ დერმატოლოგიურ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს.
ჩვენებები
კანის სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ინფექციების დროს: წითელი ქარი, პანარიციუმები, აბსცესები, ინფიცირებული ჭრილობები, დამწვრობები. მეორადად ინფიცირებული დერმატოზების დროს: ეგზემები, დერმატიტები, ნეიროდერმატიტი.
კანდიდომიკოზების დროს (კანის სოკოვანი ინფექციები).
უკუჩვენებები
არ გამოიყენება პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
უსაფრთხოების ზომები
არ შეიძლება პრეპარატის დადება კანის ფართო უბანზე და დახურული სახვევის ქვეშ, კანიდან შეწოვის საშიშროების გამო. სამკურნალო პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სახის კანზე არა ხანგრძლივად და არ წავისვათ ლორწოვან გარსებზე.
პრეპარატით მკურნალობის დროს არ შეიძლება მზის აბაზანების მიღება, დიდი ხანი მზეზე დგომა, და დასხივება პაციენტის კვარცის ლამპით ან რენტგენის სხივებით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
არსებული მომენტისათვის პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა წამლებთან არ აღინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება გარეგანი გამოყენების სხვა წამლებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატის გარეგანი გამოყენების დროს ორსულებში, ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების და ძუძუს რძეში მისი ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მისი დანიშვნა შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის მავნე ზემოქმედების შესახებ, ავტროსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
გამოყენების მეთოდები და დოზები
წამალი იდება 1-2-ჯერ დღეში კანის დაზიანებულ უბნებზე 3-5 დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება რამდენიმე დღით გაგრძელდეს.
პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ არახანგრძლივად, ფართო უბნებზე არ უნდა დაიდოს. არ შეიძლება მისი დანიშვნა ბავშვებისათვის.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა და ფოტომგრძნობელობა. სულფანილამიდებით კანის ფართო უბნების ადგილობრივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის განვითარება ალერგიული რეაქციებით,
მითითებების შეუსრულებლობისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა.
ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ, ამ ფურცელში, რომ არ არის აღწერილი მათი ჩათვლით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
ჭარბი დოზირება
არსებული დროისათვის, გარეგანი გამოყენების დროს პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
შენახვის პირობები
ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობა
ორი წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
შემადგენლობა
შემადგენლობა 1 გრ მალამოში მგ-ში:
სამკურნალო ნივთიერებები
სულფათიაზოლი 130,0
ქლორამფენიკოლი 16,0
ნისტატინი 2,6
გოგირდი 13,0
ბორაქსი (ბურა) 13,0
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, თეთრი ვაზელინი
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ალუმინის ტუბებში პრეპარატის 18 გრ. ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
საწარმოო-მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ს/ს სოფარმა, ბულგარეთი, 1220 სოფია, ილიენსკოე შოსეს ქ. 16