ვანსეარი 10მგ #28ტ

ვანსეარი 10მგ #28ტ

28.52 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: აბდი იბრაჰიმი თურქეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მონტელუკასტ ნატრიუმი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 24556
გააზიარე:

პრეპარატის ზოგადი დახასიათება

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ვანსეარი

10 მგ შემოგარსული ტაბლეტი

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

მონტელუკასტი 10 მგ (10,4 მგ ნატრიუმის მონტელუკასტის სახით)

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის გრანულები 89,6 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პუქტი 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა.

შემოგარსული ტაბლეტი.

ღია ყვითელიო ფერის, კვადრატული ფორმის, ორმხრივამობურცული ტაბლეტები.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1. თერაპიული ჩვენებები

ვანსეარი ნაჩვენებია პერსისტული ასთმის მკურნალობისთვის (დღისა და ღამის სიმპტომების პრევენცია, ასპირინ-სენსიტიური ასთმის მქონე პაციენტების მკურნალობა და ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის პრევენცია) 15 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

ვანსეარი ნაჩვენებია ანტიჰისტამინების მიმართ რეზისტენტული ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კომბინირებული მკურნალობისას 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

4.2. დოზირება და მიღების წესი

დოზირება:

15 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში დოზა შეადგენს 10 მგ ტაბლეტს დღეში.

15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მუდმივი ასთმით

ვანსეარი უნდა იქნას მიღებული დღეში ერთხელ საღამოს.

ალერგიული რინიტი

15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში სეზონური ალერგიული რინიტით და სრული წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტით

ვანსეარი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ალერგიული რინიტის დროს. შეყვანის დრო შეიძლება ინდივიდუალურად შეირჩეს პაციენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ასთმა და ალერგიული რინიტი 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში

ასთმისა და თანმხლები ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ 10 მგ შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ საღამოს.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ ვანსეარი დღეში ერთხელ. მიღების დრო შეიძლება იყოს პერსონალიზირებული პაციენტის საჭიროებების მიხედვით.

გამოყენების მეთოდი:

ვანსეარის თერაპიული ეფექტი ბრონქული ასთმის პარამეტრებზე დგება ერთი დღის განმავლობაში. ვანსეარის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, გააგრძელონ ვანსეარის მიღება მაშინაც კი, თუ მათი ასთმა დაექვემდებარა კონტროლს, ასევე ასთმის გაუარესების პერიოდებში.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პუნქტი 5.2).

ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქი- ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (იხ. პუნქტი 5.2). არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია:

6-14 წლის ასაკის ასთმის მქონე პედიატრიულ პაციენტებში მონტელუკასტის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილია ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევებით. ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პროფილები მოზრდილების ანალოგიურია.

მონტელუკასტის ეფექტურობა 2–დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ და პერინეალური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ეფუძნება 2 წლის და უფროსი ასაკის ასთმის მქონე პაციენტებში დემონსტრირებული ეფექტურობის ექსტრაპოლაციას და აგრეთვე მოსაზრებას, რომ დაავადების მიმდინარეობა, პათოფიზიოლოგია და წამლის ეფექტი არსებითად ანალოგიურია ამ პოპულაციებში.

გერიატრიული პოპულაცია:

მონტელუკასტის კლინიკურ კვლევებში შემავალი სუბიექტების საერთო რაოდენობიდან 3.5% იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, ხოლო 0.4% - 75 წლის და უფროსი ასაკის. უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ზოგადი განსხვავებები არ დაფიქსირებულა ამ სუბიექტებსა და უფრო ახალგაზრდა სუბიექტებს შორის და სხვა კლინიკურ გამოცდილებაში არ გამოვლენილა განსხვავებები პასუხის მხრივ ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის, თუმცა ზოგიერთ ხანდაზმულში მომატერბული მგრძნობელობა გამორიცხული არ არის.

ვანსეარით მკურნალობა ასთმის სხვა მკურნალობებთან ერთად

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდები: ვანსეარით მკურნალობა შეიძლება გამოყენებული იქნას დამატებითი თერაპიის სახით პაციენტებში, როდესაც ადეკვატური კლინიკური კონტროლი ვერ მიიღწევა ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით და/ან ბეტა-2 აგონისტებით. ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება თანდათან შემცირდეს საჭიროების მიხედვით. თუმცა, ვანსეარით მკურნალობა არასდროს არ უნდა იქნას დაწყებული სტეროიდების მკვეთრი შეწყვეტის შემდეგ.

4.3. უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პაციენტებს უნდა ურჩიონ არასოდეს გამოიყენონ პერორალური მონტელუკასტი ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ და ამ მიზნით მუდამ თან უნდა ჰქონდეთ მათი ჩვეულებრივი სათანადო დამხმარე პრეპარატი.

თუ მწვავე შეტევა განვითარდა, საჭიროა გამოყენებული იქნას ხანმოკლე მოქმედების ინჰალაციური ბეტა-აგონისტი. პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს რჩევისათვის რაც შეიძლება მალე, თუ მათ ესაჭიროებათ ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების ჩვეულებრივზე მეტი ინჰალაცია.

მონტელუკასტი უეცრად არ უნდა ჩანაცვლდეს ინჰალაციური ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით.

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პერორალური კორტიკოსტეროიდები შეიძლება შემცირდეს, როდესაც ერთდროულად მიიღება მონტელუკასტი.

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები დაფიქსირდა მოზრდილებში, მოზარდებში და პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს. პოსტ-მარკეტინგული მონაცემებით მონტელუკასტის გამოყენების დროს აღინიშნა ისეთი დარღვევები, როგორიცაა აგზნება, აგრესიული ქცევა ან მტრულად განწყობა, შფოთვა, დეპრესია, დეზორიენტაცია, სიზმრების დარღვევები, ჰალუცინაციები, უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა, სომნამბულიზმი, სუიციდური აზროვნება და ქცევა (სუიციდის ჩათვლით) და ტრემორი. მონტელუკასტის პოსტ-მარკეტინგული ანგარიშების კლინიკურ მონაცემებსა და გვერდით ეფექტებს შორის განისაზღვრა მნიშვნელოვანი კავშირი.

პაციენტები და ექიმები უნდა იყვნენ ფრთხილად ნეიროფსიქიატრული მოვლენების მხრივ. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ აცნობონ ექიმებს იმ შემთხვევაში, თუ განიცდიან ასეთ ცვლილებებს. ექიმებმა ფრთხილად უნდა შეაფასონ ვანსეარის რისკები და სარგებლიანობა, რომ გააგრძელონ მკურნალობა მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში (იხ. პუნქტი 4.8).

ეოზინოფილიის მდგომარეობები

იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ასთმის საწინააღმდეგო საშუალებებით, მონტელუკასტის ჩათვლით, შეიძლება აღენიშნოთ სისტემური ეოზინოფილია, ზოგჯერ წარმოდგენილი ჩარგ-სტრაუსის სინდრომის მსგავსი ვასკულიტის კლინიკური თვისებებით. აღნიშნული მდგომარეობის მკურნალობა ხშირად ხორციელდება სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიით. ეს შემთხვევები, ჩვეულებრივ, მაგრამ ყოველთვის არა, დაკავშირებულია პერორალური კორტიკოსტეროიდული თერაპიის შემცირებასთან ან მოხსნასთან. შესაძლებლობა, რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები დაკავშირებული იყოს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის წარმოქმნასთან, არც გამორიცხულია და არც დადგენილია.

ექიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავისი პაციენტების მიმართ ეოზინოფილიის, ვასკულიტის მსგავსი გამონაყარის, ფილტვების სიმპტომების გაუარესების, გულის მხრივ გართულებების და/ან ნეიროპათიის გამოვლინების შემთხვევაში. პაციენტები, რომლებსაც განუვითარდებათ ეს სიმპტომები, უნდა შეფასდნენ განმეორებით და მოხდეს მათი მკურნალობის რეჟიმის გადახედვა. მონტელუკასტით მკურნალობა არ ამცირებს ასპირინ-სენსიტიური ასთმის მქონე პაციენტებისათვის იმის საჭიროებას, რომ თავი აარიდონ ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა: პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტით არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მონტელუკასტი შეიძლება დაინიშნოს კომბინაციაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებენ ასთმის პროფილაქტიკისთვის და ხანგრძლივი მკურნალობისთვის. მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედების კვლევებში მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას არ მოუხდენია კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება შემდეგი სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი / ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

მონტელუკასტისთვის პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) სუბიექტებში ფენობარბიტალთან ერთდროული გამოყენებისას შემცირდა დაახლოებით 40%-ით. რადგანაც მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8, და 2C9-ით, საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მონტელუკასტი მიიღება ერთდროულად CYP 3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.


In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი CYP 2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორია. თუმცა, მონტელუკასტისა და როზიგლიტაზონის (სამკურნალო პროდუქტების მარკერული სუბსტრატების წარმომადგენელი, რომლებიც პირველ რიგში მეტაბოლიზდება CYP 2C8-ით) შორის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევის მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მონტელუკასტი არ აინჰიბირებს CYP 2C8-ს in vivo. აქედან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტმა გამოხატულად შეცვალოს ამ ფერმენტით მეტაბოლიზებული სამკურნალო პროდუქტების მეტაბოლიზმი (მაგ.: პაკლიტაქსელი, როზიგლიტაზონი და რეპაგლინიდი).


In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP2C8-ის და ნაკლები ხარისხით 2C9 და 3A4-ის სუბსტრატი. მონტელუკასტისა და გემფიბროზილის (ორივეს - CYP 2C8 და 2C9-ს ინჰიბიტორია) შორის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევაში გემფიბროზოლმა გაზარდა მონტელუკასტის სისტემური ზემოქმედება 4.4-ჯერ. იტრაკონაზოლის (ძლიერი CYP 3A4 ინჰიბიტორი) და გემფიბროზილის ერთდროულად გამოყენება მონტელუკასტთან შემდგომ აღარ ზრდის მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციას. მოზრდილებში 10 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენებისას (მაგ., 200 მგ/დღეში 22 კვირის განმავლობაში და 900 მგ/დღეში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში) კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა, რის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გემიფიბროზილის გავლენა მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციაზე კლინიკურად უმნიშვნელოა. შესაბამისად, გემფიბროზილთან ერთად გამოყენებისას მონტელუკასტის დოზის კორექცია საჭირო არ არის. In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, მედიკამენტებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება CYP 2C8-ის ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ტრიმეტოპრიმი) გამოყენებისას, მოსალოდნელი არ არის. მონტელუკასტის ერთდროულმა გამოყენებამ CYP 3A4 ძლიერ ინჰიბიტორ იტრაკონაზოლთან არ გამოიწვია მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი მომატება.

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია B.

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები / კონტრაცეფცია

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში მონტელუკასტის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ ადექვატური მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს მავნე ზეგავლენაზე ორსულობის ან ემბრიონის / ნაყოფის განვითარებაზე ეფექტების მხრივ.

ორსულების არსებული მონაცემთა ბაზებიდან მოპოვებული შეზღუდული მონაცემების მიხედვით სავარაუდოდ არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მონტელუკასტსა და მალფორმაციებს შორის (მაგ., კიდურების დეფექტები), რომლებიც მსოფლიოს პოსტ-მარკეტინგული გამოცდილების მიხედვით იშვიათად გვხვდება.

ვანსეარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მკაფიო აუცილებლობად ჩაითვლება.

ლაქტაცია

ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი გამოიყოფა რძეში (იხ. პუნქტი 5.3). არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი ადამიანის რძეში.

ვანსეარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მკაფიო აუცილებლობად ჩაითვლება.

ფერტილობა

ფერტილობის კვლევებში მდედრ ვირთაგვებზე მონტელუკასტმა 200 მგ /კგ პერორალური დოზით გამოყენებისას (გამოთვლილი ექსპოზიცია იყო მოზრდილების მაქსიმალური რეკომედებული სადღეღამისო დოზის AUC-ზე დაახლოებით 70-ჯერ მეტი) გამოიწვია ფერტილობის და ნაყოფიერების ინდექსების შემცირება. არავითარი გავლენა არ აღინიშნებოდა მდედრების ფერტილობასა და ნაყოფიერებაზე 100 მგ/კგ პერორალური დოზების გამოყენებისას (გამოთვლილი ექსპოზიცია იყო მოზრდილების მაქსიმალური რეკომედებული სადღეღამისო დოზის AUC-ზე დაახლოებით 20-ჯერ მეტი). მონტლუკასტს არ ჰქონდა გავლენა მამრი ვირთაგვების ფერტილობაზე 800 მგ/კგ-მდე პერორალური დოზების გამოყენებისას (გამოთვლილი ექსპოზიცია იყო მოზრდილების მაქსიმალური რეკომედებული სადღეღამისო დოზის AUC-ზე დაახლოებით 160-ჯერ მეტი).

ადამიანის ნაყოფიერებაზე ვანსეარის ზემოქმედების შესახებ ადექვატური მონაცემები არ არსებობს.

4.7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

მოსალოდნელი არ არის, რომ მონტელუკასტმა მოხდინოს ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავდა ძილიანობას ან თავბრუსხვევას.

4.8. არასასურველი ეფექტები

კლინიკურ კვლევებში ასთმის მქონე პაციენტებში, მონტელუკასტი გამოკვლეული იყო პოპულაციაში შემდეგნაირად:

  • 10 მგ აპკიანი გარსუით დაფარული ტაბლეტები 15 წლისა და უფროსი ასაკის დაახლოებით 4000 პაციენტში,
  • 10 მგ შემოგარსული ტაბლეტი 15 წლის და უფროსი ასაკის 400 სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტში
  • 5 მგ საღეჭი ტაბლეტები 1750 პედიატრიულ პაციენტში 6-დან 14 წლამდე.

15 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები ასთმით, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით (ორი 12– კვირიანი კვლევა, n=795) : მედიკამენტებთან დაკავშირებული ხშირი გვერდითი რეაქციები (≥1/100, <1/10) დაფიქსირდა პლაცებოზე უფრო მაღალი სიხშირით, შემდეგნაირად:

ნერვული სისტემის დაავადებები

ხშირი: თავის ტკივილი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: მუცლის ტკივილი

6-14 წლის ასაკის ასთმის მქონე პედიატრიული პაციენტების კლინიკურ კვლევებში (8–კვირიანი კვლევა, n=201), (ორი 56–კვირიანი კვლევა; n=615), მედიკამენტებთან დაკავშირებული ხშირი გვერდითი რეაქციები (≥1/100, <1/10) დაფიქსირდა პლაცებოზე უფრო მაღალი სიხშირით, შემდეგნაირად:

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი

პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ასთმის ხანგრძლივი მკურნალობისას, 2 წლამდე პერიოდში მოზრდილებში და 12 თვემდე პერიოდში 6-14 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა.

პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება

პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ ორგანოთა სისტემების კლასის და გვერდითი მოვლენების სპეციფიკური ტერმინოლოგიის მიხედვით. სიხშირის კეტეგორირება ეფუძნება შესაბამის კლინიკურ კვლევებს. სიხშირე განისაზღვრება კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზებში რეპორტირებული შემთხვევების და გვერდითი მოვლენების ტერმინოლოგიის მიხედვით.

ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100 -დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/ 1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1.000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10000).

ინფექციები და ინვაზიები:

ძალიან ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები+

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი: სისხლდენისადმი ტენდენციის მომატება

ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია

ფსიქიატრიული დარღვევები

იშვიათი: სიზმრის დარღვევები კოშმარების ჩათვლით, უძილობა, გაღიზიანება, შფოთვა, დისკომფორტი, აჟიტირება აგრესიული ქცევის ან მტრულობის ჩათვლით, დეპრესია, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა (მათ შორის გაღიზიანება, დისკომფორტი, ტრემორი§)

იშვიათი: ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების დაქვეითება, ტიკები.

ძალიან იშვიათი: ჰალუცინაციები, სუიციდური ფიქრები და ქცევა (სუიციდი), ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა, მეტყველების დარღვევა.

ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი: თავბრუსხვევა, გაბრუება, პარესთეზია/ ჰიპოესთეზია, კრუნჩხვა

გულის დარღვევები

იშვიათი: პალპიტაცია

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები:

არახშირი: ეპისტაქსისი

ძალიან იშვიათი: ჩარგ-სტრაუსის სინდრომი (CSS) (იხ. პუნქტი 4.4.), ფილტვის ეოზინოფილია

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

ხშირი: დიარეა++, გულისრევა++, ღებინება++

არახშირი: პირის სიმშრალე, დისპეფსია

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი: შრატის ტრანსამინაზას (ალტ, ასტ) დონეების მომატება

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, მათ შორის, ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და ღვიძლის შერეული ტიპის დაზიანებით

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ხშირი: გამონაყარი++

არახშირი: სისხლჩაქცევები, ურტიკარია, ქავილი

იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათი: კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა

ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები და შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლების დარღვევები

არახშირი: ართალგია, მიალგია კუნთების კრუნჩხვების ჩათვლით

თირკმელების და საშარდე ტრაქტის დარღვევები

არახშირი: ენურეზი ბავშვებში

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის დარღვევები

ხშირი: პირექსია++

არახშირი: ასთენია / დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, შეშუპება.

+ეს გვერდითი მოვლენა მოხსენებული, როგორც ძალიან ხშირი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე მოხსენებული იყო როგორც

++ძალიან ხშირი პაციენტებში, რომლებიც იღებენ პლაცებოს კლინიკურ კვლევებში.

§: დაფიქსირდა როგორც იშვიათი.

4.9 ჭარბი დოზირება

არ არსებობს სპეციფიკური ინფორმაცია მონტელუკასტით დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ქრონიკული ასთმის კვლევებში მონტელუკასტი გამოყენებული იქნა დოზით 200 მგ-მდე დღეში მოზრდილ პაციენტებში 22 კვირის განმავლობაში და მოკლევადიან კვლევებში პაციენტებში 900 მგ-მდე დღეში, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი გამოცდილების გარეშე.

იყო შეტყობინებები მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ პოსტმარკეტინგულ გამოცდილებასა და კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტის გამოყენებისას. ეს მოიცავს შეტყობინებებს მოზრდილებში და ბავშვებში 1000 მგ-ზე მაღალი დოზით. კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნები შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში. ჭარბი დოზირების შესახებ შეტყობინებების უმეტესობაში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, მიდრიაზის, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ რა მონტელუკასტი პერიტონეალური ან ჰემოდიალიზით. მონტელუკასტის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები

ათქ კოდი: R03D C03

ცისტეინილური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) არის არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის პროდუქტები და გამოიყოფიან სხვადასხვა უჯრედიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან ხდება. ეს ეიკოზანოიდები უკავშირდებიან ცისტეინილურ ლეიკოტრიენულს (CysLT) რეცეპტორებს. CysLT ტიპის 1 (CysLT1) რეცეპტორი გვხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში (სასუნთქი გზების გლუვკუნთოვანი უჯრედების და სასუნთქი გზების მაკროფაგების ჩათვლით) და სხვა პრო-ანთებით უჯრედებზე (ეოზინოფილების და ზოგიერთი მიელოიდური ღეროვანი უჯრედების ჩათვლით).

ცისტეინილური ლეიკოტრიენები დაკავშირებულია ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიასთან. ასთმის დროს ლეიკოტრიენის შუამავლობით გამოწვეული ეფექტები მოიცავს სასუნთქი გზების შეშუპებას, გლუვი კუნთების შეკუმშვას და ანთებით პროცესთან დაკავშირებული უჯრედული აქტივობის ცვლილებას. ალერგიული რინიტის დროს ცისტეინილ ლეიკოტრიენები გამოიყოფა ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ალერგენის ზემოქმედების შემდეგ როგორც ადრეული, ისე გვიან ფაზის რეაქციების დროს და ასოცირდება ალერგიული რინიტის სიმპტომებთან.

ნაჩვენებია, რომ ცისტეინილ ლეიკოტრიენებით ინტრანაზალური გამოწვევა ზრდის ცხვირის სასუნთქი გზების წინააღმდეგობას და ცხვირის ობსტრუქციის სიმპტომებს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მონტელუკასტი არის პერორალურად აქტიური ნივთიერება, რომელიც უკავშირდება CysLT1 რეცეპტორს მაღალი აფინურობით და სელექციურობით. კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტი 5 მგ-მდე დაბალ დოზებში თრგუნავს ბრონქოკონსტრიქციას LTD4-ის ინჰალაციის გამო. პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში აღინიშნა ბრონქოდილაცია. β-აგონისტის მიერ გამოწვეული ბრონქოდილაციური ეფექტი არის მონტელუკასტის მიერ გამოწვეული ეფექტის დამამატებელი. მონტელუკასტის მკურნალობა აფერხებდა როგორც ადრეულ, ისე გვიან სტადიაზე ბრონქოკონსტრიქციას, რომელიც გამოწვეული იყო ანტიგენის გამოწვევით. მონტელუკასტმა შეამცირა პერიფერიული სისხლის ეოზინოფილები მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით. ცალკეულ კვლევაში, მონტელუკასტით მკურნალობამ გაზარდა ასთმის კლინიკური კონტროლი სასუნთქ გზებში (ნახველში გაზომილი) და პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილების შემცირებისას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მოზრდილთა მონაწილეობით მიმდინარე კვლევებში მონტელუკასტი დღეში 10 მგ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, ახდენდა დილის FEV1-ის (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა) (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 10.4%, 2.7%-თან შედარებით) მაჩვენებლის, დილის ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობითი სიჩქარის (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 24.5 ლ/წთ, 3.3 ლ/წთ-სთან შედარებით) გაუმჯობესებას და β-აგონისტების გამოყენების საერთო მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებას (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება: -26.1%, -4.6%-თან შედარებით). ასთმის დღისა და ღამის სიმპტომების შემსუბუქება, პაციენტების შეფასებით, პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო.

მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით მიმდინარე კვლევებმა გამოავლინა მონტელუკასტის უნარი, შეავსოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების კლინიკური ეფექტი (საინჰალაციო ბეკლომეტაზონი + მონტელუკასტის საწყისი მაჩვენებელის %-ული ცვლილება მხოლოდ ბეკლომეტაზონთან შედარებით FEV1-ისათვის: 5.43% 1.04%-თან შედარებით; β-აგონისტების მიღება: -8.70% 2,64%-თან შედარებით). საინჰალაციო ბეკლომეტაზონთან შედარებით (200 მკგ ორჯერ დღეში, ინჰალატორის მოწყობილობა), მონტელუკასტმა გამოავლინა უფრო სწრაფი საწყისი პასუხი, თუმცა 12-კვირიანი კვლევის მიმდინარეობისას ბეკლომეტაზონი უფრო გამოხატულ საშუალო თერაპიულ ეფექტს ავლენდა (მონტელუკასტისათვის საწყისი მაჩვენებლის %-ული ცვლილება ბეკლომეტაზონთან შედარებით FEV1-ისათვის, შესაბამისად: 7.49% 13.3%-თან შედარებით; β-აგონისტთან შედარებით: -28.28% -43.89%-ის წინააღმდეგ). მაგრამ ბეკლომეტაზონთან შედარებით, პაციენტთა დიდი ნაწილისათვის, რომელთაც მკურნალობა მონტელუკასტით უტარდებოდა, მიღწეულ იქნა მსგავსი კლინიკური ეფექტი (მაგალითად, პაციენტთა 50%-ში, რომლებსაც ბეკლომეტაზონით მკურნალობდნენ, მიაღწიეს FEV1-ის გაუმჯობესებას დაახლოებით 11%-ითა და მეტით საწყის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ, როდესაც პაციენტთა 42%-ში, რომელთაც მკურნალობა მონტელუკასტით უტარდებოდა, იგივე პასუხი იქნა მიღწეული).

ჩატარდა კლინიკური კვლევა მონტელუკასტის სეზონური სიმპტომური მკურნალობის შესაფასებლად მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, ასთმით, თანმხლები სეზონური ალერგიული რინიტით. ამ კვლევაში, მონტელუკასტის 10 მგ ტაბლეტებმა დღეში ერთხელ მიღებულმა, აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რინიტის სიმპტომების ყოველდღიური სკალის მიხედვით პლაცებოსთან შედარებით. რინიტის დღის სიმპტომების შეფასება არის დღის ცხვირის სიმპტომების შეფასება (ნაზალური შეშუპება, ცხვირის გამონადენი, ცემინება, ცხვირის ქავილი) და ღამის სიმპტომების შეფასება (ნაზალური შეშუპება გაღვიძებისას, დაძინების გაძნელება და ღამის გაღვიძების შეფასება). პაციენტებისა და ექიმების მიერ ალერგიული რინიტის გლობალური შეფასებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პლაცებოსთან შედარებით. ასთმის ეფექტურობის შეფასება არ იყო ამ კვლევის პირველადი მიზანი.

6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით მიმდინარე 8-კვირიან კვლევაში მონტელუკასტი 5 მგ დღეში ერთხელ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რესპირაციულ ფუნქციას (FEV1 8.71% - საწყისი მაჩვენებლის ცვლილების 4.16%-თან შედარებით) და აქვეითებდა β-აგონისტების აუცილებლობით გამოწვეული გამოყენების სიხშირეს (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 11.7% - +8.2%-თან შედარებით).

მოზრდილებში 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის (EIB) მნიშვნელოვანი შემცირება (22.33% FEV1-ის მაქსიმალური შემცირება მონტელუკასტისთვის 32.40% პლაცებოსთვის; აღდგენის დრო საწყისი FEV1-ის 5%-მდე 44.22 წთ 60.64 წთ-ის წინააღმდეგ). ). ხანმოკლე კვლევამ 6-დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ასევე აჩვენა EIB-ის შემცირება (FEV1-ის მაქსიმალური შემცირება 18,27% მონტელუკასტის 26,11% წინააღმდეგ; აღდგენის დრო საწყისი FEV1-ის 5%-მდე 17,76 წთ 27,98 წთ-ის წინააღმდეგ). ეფექტურობა ორივე კვლევაში გამოვლინდა დღეში ერთხელ დოზირების ინტერვალის ბოლოს.

ასპირინისადმი მგრძნობიარე პაციენტებისათვის, რომლებიც იმავდროულად საინჰალაციო და/ან პერორალურ კორტიკოსტეროიდებს იღებდნენ, მონტელუკასტით მკურნალობა, პლაცებოსთან შედარებით, ასთმის კონტროლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევდა (FEV1 საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 8,55% -1,74%-თან შედარებით და β-აგონისტების გამოყენების საწყისი მაჩვენებლის ცვლილება -27,78% 2.09%-თან შედარებით).

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები:

შეწოვა

მონტელუკასტი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება. აპკოვანი გარსით დაფარული 10 მგ-იანი ტაბლეტებისათვის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3–4 საათის შემდეგ (Tmax) მოზრდილებში პრეპარატის უზმოდ მიღებისას. პერორალური მიღების დროს ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 64%-ს. ჩვეულებრივი საკვების მიღება პრეპარატის პერორალური გამოყენების დროს ბიოშეღწევადობასა და Cmax-ზე არ მოქმედებს. უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული იყო კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 10 მგ-იან აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად იღებდნენ.

5 მგ საღეჭი ტაბლეტებისათვის Cmax მიღწევა მოზრდილებში აღინიშნებოდა უზმოდ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების დროს, საშუალოდ, შეადგენდა 73%-ს და სტანდარტულ საკვებთან ერთდროული მიღებისას 63%-მდე ქვეითდებოდა.

განაწილება

მონტელუკასტის 99%-ზე მეტი სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 8-11 ლიტრს შეადგენს. ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევები, რომლებშიც რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტი გამოიყენებოდა, ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემდეგ მინიმალურ განაწილებას აჩვენებს. ამას გარდა, რადიოაქტიურად ნიშანდებული ნივთიერების კონცენტრაციები დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ყველა სხვა ქსოვილში მინიმალური იყო.

ბიოტრანსფორმაცია

მონტელუკასტი აქტიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების გამოყენებით მიმდინარე კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ზრდასრულებსა და ბავშვებში წონასწორული მდგომარეობისას აღმოჩენის საზღვრის ქვემოთაა.

ციტოქრომ P450 2C8 არის მთავარი ფერმენტი მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. in vitro კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ CYP3A4 და 2C9 მონტელუკასტის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების in vitro კვლევის დამატებითი შედეგებიდან გამომდინარე, სისხლის პლაზმაში მონტელუკასტის თერაპიული კონცენტრაციების ინჰიბირება P450 ციტოქრომების 3A4, 2C9, 1A2, 2A6. 2C19 და 2D6-ის მიერ არ ხდება. მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მეტაბოლიტების როლი მინიმალურია.

გამოყოფა

ჯანმრთელ ზრდასრულებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი, საშუალოდ, 45 მლ/წთ-ს შეადგენს. რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტის პერორალურად მიღების შემდეგ5 დღის განმავლობაში რადიოაქტიურობის 86% განავალთან ერთად გამოიყოფა, <0,2%-ზე ნაკლები კი - შარდთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები, პრაქტიკულად სრულად, ნაღველთან ერთად გამოიყოფა.

წრფივობა/არა-წრფივობა

50 მგ-მდე პერორალური დოზებისთვის მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ხაზოვანია. დღე-ღამეში 10 მგ-იანი დოზირების მონტელუკასტის ერთჯერადი მიღების დროს აღინიშნება პლაზმაში საწყისი პრეპარატის მცირე დაგროვება (დაახლოებით 14%).

თავისებურებები პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტთა მონაწილეობით კვლევები არ ჩატარებულა. რადგან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები ნაღველთან ერთად გამოიყოფა, სავარაუდოდ, თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მონტელუკასტის დოზის კორექცია აუცილებელი არ უნდა იყოს. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მძიმე ფორმის (>9 ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) მქონე პაციენტებში მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.

მონტელუკასტის მაღალი დოზების (ზრდასრულებისათვის რეკომენდებულ დოზასთან შედარებით 20-ჯერ და 60-ჯერ უფრო მაღალი დოზები) მიღებისას სისხლის პლაზმაში აღინიშნებოდა თეოფილინის კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა პრეპარატის რეკომენდებული დოზის – 10 მგ დღეში ერთხელ მიღებისას.

5.3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

ცხოველებზე ტოქსიკურობის კვლევებში დაფიქსირდა შრატის ბიოქიმიის უმნიშვნელო, გარდამავალი ცვლილებები ალტ, გლუკოზის, ფოსფორის და ტრიგლიცერიდის დონეების მხრივ. ცხოველებში ტოქსიკურობის ნიშნებმა მოიმატა - ნერწყვის გამოყოფა, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, თხიერი განავალი და იონური დისბალანსი. ეს მოხდა იმ დოზირებების დროს, რომლებმაც გამოიწვია სისტემური ექსპოზიციის კლინიკურ დოზირებაზე აღნიშნულთან შედარებით > 17-ჯერ მომატება. მაიმუნებში არასასურველი ეფექტები გამოჩნდა 150 მგ/კგ /დღეზე მეტ დოზებზე (სისტემური ექსპოზიციის კლინიკურ დოზირებაზე აღნიშნულთან შედარებით >232-ჯერ მეტი). ცხოველებზე კვლევებში მონტელუკასტმა არ მოახდინა გავლენა ფერტილობაზე ან რეპროდუქციულ ფუნქციაზე კლინიკურ სისტემურ ექსპოზიციაზე 24-ჯერ მეტი სისტემური ექსპოზიციის დროს. ახალგაზრდა ცხოველების სხეულის წონის უმნიშვნელო შემცირება აღინიშნა მდედრი ვირთაგვების ფერტილობის კვლევაში 200 მგ/კგ/დღეში დოზაზე (კლინიკურ სისტემურ ექსპოზიციაზე >69 ჯერ მეტი). კურდღლებში ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა არასრული ოსიფიკაციის უფრო მაღალი ინციდენტურობა ერთდროულად შესწავლილ ცხოველებთან შედარებით, კლინიკურ დოზირებაზე აღნიშნულთან შედარებით >24-ჯერ მეტი სისტემური ექსპოზიციის დროს. ვირთაგვებში პათოლოგიები არ აღინიშნა. აღინიშნა, რომ მონტელუკასტი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა ცხოველების რძეში.

სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა თაგვებში და ვირთაგვებში მონტელუკასტის ნატრიუმის ერთჯერადი პერორალური დოზების მიღების შემდეგ (თაგვებში 15.000 მგ/მ2, და ვირთაგვებში 30.000 მგ/მ2), 5000 მგ / კგ-მდე (მაქსიმალური ტესტირებული დოზა). ეს დოზა არის მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებულ სადღეღამისო დოზაზე 25.000 ჯერ მეტის ექვივალენტი (50 კგ-იანი პაციენტის საფუძველზე).

დადგინდა, რომ მონტელუკასტის დოზა 500 მგ-მდე/კგ დღეში თაგვებში არ იყო ფოტოტოქსიკური ულტრაიისფერი, B სპექტრის ულტრაიისფერი ან სინათლის ხილული სპექტრისთვის (დაახლოებით >200 ჯერ მეტი სისტემური ექსპოზიცია).

მონტელუკასტი არ იყო არც მუტაგენური და არც ტუმორიგენური in vitro ან in vivo ტესტებში მღრღნელების სახეობებში.

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზის გრანულები (ძროხის რძე)

მიკროკრისტალური ცელულოზა

ნატრიუმის კროსკარმელოზა

ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (E463)

მაგნიუმის სტეარატი

Opadry 03B23378 Orange*

*

ჰპმც

მაკროგოლი

რკინის ყვითელი ოქსიდი

რკინის წითელი ოქსიდი

რკინის შავი ოქსიდი

ტიტანის დიოქსიდი

6.2 შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

6.3 ვარგისობის ვადა

48 თვე.

6.4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.

6.5 კონტეინერის ტიპი და შემცველობა

28 ან 84 ტაბლეტი ალ/ალ ბლისტერის შეფუთვაში.

6.6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციის“ და „შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციის“ შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mahallesi Eski Büyükdere Caddesi No. 4

34467 Maslak /Sarıyer/İSTANBUL /TURKEY

ტელეფონი: 0212 366 84 00

ფაქსი: 0212 276 20 20

8. სარეგისტრაციო ნომერი

9. პირველი რეგისტრაციის / ხელახალი რეგისტრაციის თარიღი

პირველი რეგისტრაციის თარიღი:

ხელახალი რეგისტრაციის თარიღი:

10. პრეპარატის ზოგადი დახასიათების ტექსტის გადახედვის თარიღი