ტრიოვიტი #30კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
TRIOVIT®
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
ტრიოვიტი® (TRIOVIT®)
წამლის ფორმა
კაფულები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
β-კაროტინი (პროვიტამინი A) 10 მგ
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) 40 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 100 მგ
სელენი (კომპლექსი საფუარით) 50 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, დლ-ალფა-ტოკოფეროლი, ასკორბილპალმიტატი, ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ეთილცელულოზა, ჟელატინის კარბოჰიდრატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, საღებარი ქინოლონის ყვითელი (E 104), საღებარი აზორუბინი (E 122), საღებარი წითელი 4R (E 124), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
აღწერილობა
ალუბლისფერ-წითელი ფერის კაფსულები, კაფსულების შიგთავსი – მოწითალო-ყავისფერი, ყავისფერი და მოყვითალო-მოთეთრო ფერის ფხვნილების ნარევი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინი მიკროელემენტით. ათქ კოდი A11AA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C), β-კაროტინს (რომელიც ორგანიზმში ვიტამინ A გარდაიქმნება) და ტოკოფეროლს (ვიტამინი E)ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნაით, ე.ი. ორგანიზმს იცავენ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან.
ვიტამინები A, E და β-კაროტინი თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ, მათი ელექტრონის ბლოკირებით, და დაზიანებისაგან იცავენ უჯრედების მემბრანების ლიპიდებს.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მოქმედებს უჯრედის წყლიან გარემოში თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფის რეაქციებში.
ვიტამინები A, E და C ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის ანტიოქსიდანტურ მოაქმედებას.
ანტიოქსიდანტი ვიტამინების მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, გამოიყენებიან ისინი იზლირებულად თუ ერთად.
სელენი გლუტატიონპეროქსიდაზას ფერმენტის შემადგენელი ნაწილია. გლუტატიონპეროქსიდაზა უჯრედის ანტიოქსიდანტური დაცვის შემადგენელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოქსიდანტებით უკვე მიყენებული დაზიანების აღდგენაში და თავისუფალი რადიკალების წაქმნის ჯაჭვური რეაქციის შეწყვეტაში. გლუტატიონპეროქსიდაზა ანეიტრალებს თავისუფალრადიკალური ჟანგვის ყველაზე ტოქსიკურ პროდუქტებს – ლიპოპეროქსიდებს.
ვიტამინები C, E, β-კაროტინის და სელენის კომბინაცია რაციონალურია ანტიოქსიდანტური მქომედების გამოსავლენად.
ანტიოქსიდანტი ვიტამინების დამცავი თვისებები ვლინდება ორგანიზმის გამძლეობაში გარემოს არასასურველი ფაქტორების მიმართ, ორგანიზმის დამცავი თვისებების გაძლიერებაში, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში, ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელებას.
გამოყენების ჩვენებები
ტრიოვიტის კაფსულების გამოყენება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ანტიოქსიდანტი ვიტამინებისა და სელენის დეფიციტი;
• არასრულფასოვანი კვება და დაუბალანსებელი დიეტა;
• მავნე საწარმოო პირობებში მუშაობა;
• არასასურველი ეკოლოგიური მდგომარეობის რეგიონებში, კერძოდ დიდ ქალაქებში ცხოვრება;
• ნიკოტინური დამოკიდებულება;
• აქტიური მზის დასხივების (ზაფხულის გარუჯვა) ზემოქმედება;
• ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვები.
გამოყენების წესი და დოზები
ტრიოვიტის გამოყენება რეკომენდებულია მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 კაფსულა დღეში. 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ტრიოვიტის გამოყენება შეიძლება ექიმის რეკომენდაციით.
კაფსულები მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი 2 თვეა, განმეორებითი კურსები ტარდება ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებზე.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას კაფსულებში მოთავსებულმა β-კაროტინმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება და შარდის ფერის შეცვლა. ეს მოვლენები უსაფრთხოა, არ საჭიროებენ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
პრეპარატი ტრიოვიტი ჭამის შემდეგ მიიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სიმძიმის შეგრძნება კუჭში ან მეტეორიზმი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ჰიპერვიტამინოზი A და E.
ბავშვთა ასაკი 10 წლამდე.
ჭარბი დოზა
მაღალი დოზების (დღეში 15 კაფსულაზე მეტი) მიღება შეიძლება გახდეს ღებინების, გულისრევის, კანისა და ფრჩხილების ყვითლად შეღებვის მიზეზი. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
მკუნალობა სიმპტომატურია.
განსაკუთრებული მითითებები
β-კაროტინის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია კანის ყვითლად შეღებვა, რაც საშიში არ არის და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრიოვიტის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გამოვლენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა ვიტამინურ, ვიტამინურ-მინერალურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ჰიპერვიტამინოზის რისკის თაობაზე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, ნოვო მესტო, სლოვენია.