კალციუმის გლუკ.0.5გ #10ტ (დარნ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია
კალციუმის გლუკონატი-დარნიცა
(CALCIUM GLUCONATE-DARNITSA)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: calcium gluconate;
1 ტაბლეტი შეიცავს კალციუმის გლუკონატს 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, კალციუმის სტეარატი.
სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო ფერის ტაბლეტები, გლუვცილინდრული ფორმის, ნაზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მინერალური დანამატები. კალციუმის პრეპარატები.
კალციუმის გლუკონატი.
ათქ კოდი:
A12AA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კალციუმის გლუკონატი - გლუკონის მჟავას კალციუმის მარილი, 9% კალციუმის შემცველობით. კალციუმის იონები მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, გლუვი და ჩონჩხის კუნთების შეკუმშვაში, მიოკარდიუმის ფუნქციონირებაში, სისხლის შედედების პროცესებში, ისინი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის, სხვა სისტემების და ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სისხლში კალციუმის იონების კონცენტრაცია მცირდება მრავალი პათოლოგიური პროცესებისას; გამოხატული ჰიპოკალციემია ხელს უწყობს ტეტანიის განვითარებას. კალციუმის გლუკონატი, ჰიპოკალციემიის აღმოფხვრის გარდა, ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, ახდენს ანტიალერგიულ, ანთების საწინააღმდეგო ჰემოსტაზურ მოქმედებას, აგრეთვე ამცირებს ექსუდაციას. კალციუმის იონები წარმოადგენს პლასტიკურ მასალას ჩონჩხისა და კბილებისთვის, მონაწილეობს სხვადასხვა ფერმენტაციულ პროცესებში, არეგულირებს ნერვული იმპულსების გამტარობის სიჩქარეს და უჯრედოვანი მემბრანების გამტარობას. კალციუმის იონები აუცილებელია ნერვ-კუნთოვანი გადაცემის პროცესისთვის, მიოკარდიუმის შეკუმშვის ფუნქციების შესანარჩუნებლად. კალციუმის ქლორიდისაგან განსხვავებით, კალციუმის გლიკონატს გააჩნია მსუბუქი ადგილობრივად გამაღიზიანებელი ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას კალციუმის გლუკონატი ნაწილობრივ შეიწოვება, ძირითადად, წვრილ ნაწლავში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,2-1,3 საათის შემდეგ. იონიზირებული კალციუმის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან შეადგენს 6,8-7,2 საათი. აღწევს პლაცენტის ბარიერში და დედის რძეში. გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდით და განავლით.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
დაავადებები ჰიპოკალციემიის, უჯრედოვანი მემბრანების მომატებული გამტარობის, კუნთოვან ქსოვილებში ნერვული იმპულსების გამტარობის დარღვევების თანხლებით.
ჰიპოპარათირეოზი (ლატენტური ტეტანია, ოსტეოპოროზი), D ვიტამინის ცვლის დარღვევა (რაქიტი, სპაზმოფილია, ოსტეომალიაცია), ჰიპერფოსფატემია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.
კალციუმის მომატებული საჭიროება (ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი; ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი), საკვებში კალციუმის არასაკმარისი შემცველობა, მისი ცვლის დარღვევა პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ძვლების მოტეხილობა.
კალციუმის გაძლიერებული გამოდევნა (ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ქრონიკული დიარეა, ჰიპოკალციემია დიურეზულების, ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებების, გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას).
კომპლექსურ თერაპიაში: სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლდენები; ალერგიული დაავადებები (შრატისმიერი დაავადება, ჭინჭრის გამონაყარი, ცხელების სინდრომი, ქავილიანი დერმატოზები, ანგიონევროტული შეშუპება); ბრონქული ასთმა, დისტროფიული ალიმენტარული შეშუპებები, ფილტვის ტუბერკულოზი, ეკლამფსია, პარენქიმატოზური ჰეპატიტი, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, ნეფრიტი.
ანტიდოტის სახით მაგნიუმის მარილებით, მჟაუნმჟავათი, ფტორის მჟავას ხსნადი მარილებით მოწამვლისას (კალციუმის გლუკონატთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება არახსნადი და არატოქსიკური კალციუმის ოქსალატი და კალციუმის ფტორიდი).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ, ჰიპერკალციემია, მომატებული ჰიპერკალციურია, ჰიპერკოაგულაცია, მიდრეკილება თრომბების წარმოქმნის მიმართ, გამოხატული ათეროსკლეროზი, სისხლის შედედების გაზრდა, ნეფროუროლითიაზი (კალციუმისმიერი), თირკმლის მძიმე უკმარისობა, სარკოიდოზი, კრაზანას პრეპარატების მიღება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალო საშუალება აფერხებს ესტრამუსტინის, ეტიდრონატის და სხვა ბიფოსფონატების, ქინოლონების, ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკების, რკინის პერორალური პრეპარატების და ფტორის პრეპარატების აბსორბციას (მათ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 საათი). კალციუმის გლუკონატი ამცირებს ფენიტოინის ბიოშეღწევადობას. D ვიტამინთან ან მის წარმოებულებთან ერთად მიღებისას მატულობს კალციუმის შეწოვა. ქოლესტირამინი ამცირებს კალციუმის აბსორბციას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. სამკურნალო საშუალების გულის გლიკოზიდებთან ერთად მიღებისას ძლიერდება ამ უკანასკნელთა ეფექტები. თიაზიდურ დიურეზულებთან ერთად მიღებისას შეიძლება გაძლიერდეს ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი. კალციუმის გლუკონატმა შეიძლება შეამციროს კალციტონინის ეფექტი ჰიპერკალციემიის დროს, ფენიტოინის ბიოშეღწევადობა, კალციუმის არხის ბლოკატორების ეფექტი. ქინიდინთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შენელდეს შიდაპარკუჭოვანი გამტარობა და გაიზარდოს ქინიდინის ტოქსიკურობა. წარმოქმნის არახსნად ან მცირედ ხსნად კალციუმის მარილებს კარბონატებთან, სალიცილატებთან, სულფატებთან.
კალციუმის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიძლება შეამციროს საკვების ზოგიერთმა სახეობამ (ისპანახი, რევანდი, ქატო, მარცვლეული).
გამოყენების თავისებურებანი
იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს და/ან დიურეზულებს, აგრეთვე ხანგრძლივი გამოყენებისას უნდა გაკონტროლდეს სისხლში კალციუმის და კრეატინინის კონცენტრაციები. მათი კონცენტრაციების მომატების შემთხვევაში უნდა შემცირდეს სამკურნალო საშუალების დოზა ან დროებით უნდა შეწყდეს მისი გამოყენება. იმის გამო, რომ D3 ვიტამინი ზრდის კალციუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კალციუმით ზედოზირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია D3 ვიტამინის და კალციუმის სხვა წყაროებიდან მოხვედრის გათვალისწინება.
პრეპარატი სიფრთხილით და შარდში კალციუმის ექსკრეციის დონის რეგულარული კონტროლით ინიშნება ზომიერი, არაუმეტეს 300 მგ/დღე-ღამეში (7,5 მმოლ/დღე-ღამეში), ჰიპერკალციურიის მქონე პაციენტებში, ანამნეზში არამკაფიოდ გამოხატული თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, შარდ-კენჭოვანი დაავადებით. აუცილებლობისას სამკურნალო საშუალების დოზა უნდა შემცირდეს ან ის მოიხსნას. შარდგამომყოფ გზებში კონკრემენტების წარმოქმნის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში მკურნალობის დროს რეკომენდებულია მოხმარებული სითხის მოცულობის გაზრდა.
სამკურნალო საშუალებით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული D ვიტამინის ან მისი წარმოებულების მაღალი დოზების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს განსაკუთრებული ჩვენებები.
აუცილებელია მინიმუმ 3-საათიანი ინტერვალების დაცვა კალციუმის გლუკონატისა და შემდეგი პერორალურად მისაღები პრეპარატების მიღებას შორის: ესტრამუსტინი, ეტიდრონატი და სხვა ბიფოსფონატები, ფენიტოინი, ქინოლონები, ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკები, რკინის პერორალური პრეპარატები და ფტორის პრეპარატები.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
სამკურნალო საშუალების გამოყენება დასაშვებია ექიმის მიერ განსაზღვრული ქალისათვის სარგებლის/ნაყოფისათვის (ბავშვისთვის) რისკის შეფარდების გათვალისწინებით.
ძუძუთი კვების პერიოდში კალციუმის პრეპარატების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს მისი შეღწევა დედის რძეში.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი
სამკურნალო საშუალება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე.
გამოყენების წესი და დოზები
ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს .
კალციუმის გლუკონატი მიიღება შიგნით, ჭამის წინ.
ერთჯერადი დოზები: მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ასაკიდან - 1-3 გ (2-6 ტაბლეტი), 3-დან 4 წლამდე - 1 გ (2 ტაბლეტი), 5-დან 6 წლამდე - 1-1,5 გ (2-3 ტაბლეტი), 7-დან 9 წლამდე - 1,5-2 (3-4 ტაბლეტი), 10-დან 14 წლამდე - 2-3 გ (4-6 ტაბლეტი). მიიღება დღე-ღამეში 2-3-ჯერ.
სადღეღამისო დოზა ხანდაზმული პაციენტებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს (4 ტაბლეტი).
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ბავშვები
სამკურნალო საშუალება გამოიყენება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან.
ჭარბი დოზირება
მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალციემია ორგანიზმში კალციუმის მარილების დალექვით. ჰიპერკალციემიის განვითარების ალბათობა მატულობს იმავდროულად D ვიტამინის ან მისი წარმოებულების მაღალი დოზებით მკურნალობისას.
ჰიპერკალციემიის სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, ანორექსია, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, პოლიდიპსია, პოლიურია, მომატებული დაღლილობა, გაღიზიანება, შეუძლოდ ყოფნა, დეპრესია, დეჰიდრატაცია, შესაძლებელია გულის რითმის დარღვევა, მიალგია, ართრალგია, არეტრიული ჰიპერტენზია.
მკურნალობა: სამკურნალო საშუალების მოხსნა; მძიმე შემთხვევებში - პარენტერალურად კალციტონინი დოზით 5-10 სე/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში (500 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში გაზავებით), ვენებში წვეთებით 6 საათის განმავლობაში. შეიძლება ვენებში წვეთებით ნელა შეყვანა დღე-ღამეში 2-4-ჯერ).
გვერდითი რეაქციები
სამკურნალო საშუალება, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს დარღვევები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - ნაწლავებში კალციუმის კონკრემენტების წარმოქმნა.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:
თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ხშირი შარდვა, ქვედა კიდურების შეშუპება);
ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
ბრადიკარდია.
იმუნური სისტემის მხრივ:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ალერგიული რეაქციები.
მითითებული მოვლენები სწრაფად გადის დოზის შემცირების ან სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში; 3 ან 10 კონტურულ დანაყოფებიანი შეფუთვა კოლოფში; 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფენიან შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“
მწარმოებლის ადგილსამყოფელი და საქმიანობის განხორციელების ადგილი
უკრაინა, 0293, ქ. კიევი, ბორისპოლსკის ქ. 13.
ბოლო გადახედვის თარიღი
14.07.2017








