ომეპრაზოლი(ომეზი)20მგ #10კაფს
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ომეზი
OMEZEE
სავაჭრო დასახელება:
ომეზი (OMEZEE)
საერთაშორისო დასახელება:
ომეპრაზოლე
სამკურნალო ფორმა:
კაფსულები
შემადგენლობა:
1 მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ომეპრაზოლს B.P. _ 20 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა, მეთილენქლორიდი, დიეთილფთალატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი
ათქ კოდი: A02Bჩ01
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ომეპრაზოლი პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორია. ომეპრაზოლი არის სუსტი ტუტე. იგი ადვილად აღწევს კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტალურ უჯრედებში, გროვდება მათში და კუჭში მჟავიანობის მომატებისას აქტიურდება. იგი აინჰიბირებს H+-K+-ატფ-აზას _ პროტონული ტუმბოს. იგი ბლოკავს მარილმჟავას სეკრეციის ტერმინალურ სტადიას, დოზადამოკიდებულად ამცირებს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონეს. ომეპრაზოლი დღეში ერთხელ პერორალური მიღებისას თრგუნავს როგორც ღამის, ისე დღის სეკრეციას, ბაქტერიციდულად მოქმედებს Hელიცობაცტერ პყლორი-ზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ომეპრაზოლი სწრაფად შეიწოვება. იგი მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 1–2 სთ-ში აღწევს. ომეპრაზოლის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 40%. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას ბიოშეღწევადობა 60%-მდე იზრდება. მისი 97% პლაზმის ცილებს უკავშირდება. ომეპრაზოლი მეტაბოლიზდება ციტოქრომი P450 სისტემის (ჩYP) მეშვეობით. ომეპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.5 სთ-ზე ნაკლებს, როგორც ერთჯერადი, ისე განმორეობითი მიღებისას. პერორალური დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით მეტაბოლიტების სახით, დანარჩენი ნაწილი – განავლით.
ჩვენებები:
•კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
•Hელიცობაცტერ პყლორი- სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);
•ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება;
•რეფლუქს-ეზოფაგიტი;
•გასტროეზოფაგური რეფლუქსი
•პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები (მაგ., ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, პოლიენდოკრინული ადენომატოზი);
•ფუნქციური (არაწყლულოვანი) დისპეფსია.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ომეპრაზოლის, ბენზომიდაზოლის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატი არ ინიშნება ნელფინავირთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:
სასიგნალო სიმპტომების (სხეულის მასის გამოხატული დაქვეითება, გულისრევა, დისფაგია, ჰემატემეზისი, მელენა) არსებობისას, კუჭის დიაგნოსტირებული წყლულის ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა გამოირიცხოს დაავადების ავთვისებიანი ხასიათი, რადგან ომეპრაზოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმტომების შენიღბვა და ხელი შეუშალოს სწორი დიაგნოზის დასმას. პაციენტები, რომლებიც გამოიყენებენ პრეპარატს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტ ხანს), უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
Hელიცობაცტერ руლორი-ს ერადიკაციის მიზნით დანიშვნისას გასათვალისწინებელია სამმაგი თერაპიის ყველა კომპონენტის ურთიერთქმედების შესაძლებლობა.
კლარიტრომიცინი ჩYP3А4-ს ძლიერი ინჰიბიტორია, რის გამოც გასათვალისწინებელია მისი უკუჩვენებები და ურთიერთქმედება (სამმაგი თერაპიის დროს, როდესაც ომეპრაზოლთან ერთად დანიშნულია სხვა სამკურნალო საშუალებები, მაგ., ციზაპრიდი).
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობა ზრდის კუჭ-ნაწლავური ინფექციის განვითარების რისკს, მაგ., რომელიც გამოწვეულია შალმონელლა-ს ან ჩამპილობაცტერ-ის მიერ. ერთდროული დანიშვნა გარდაუვალია, კლინიკური მონიტორინგის პირობებში რეკომენდებულია შემდეგი კომბინაცია _ 400 მგ ატაზანავირი, 100 მგ რიტონავირი, ომეპრაზოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.
დოზირება და მიღების წესი:
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს გამწვავების ფაზაში ომეპრაზოლი ინიშნება დოზით 20 მგ ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში; იშვიათად მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს 6_8 კვირამდე. ზოგჯერ ინიშნება 20 მგ 2-ჯერ დღეში.
კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას ინიშნება 20–40 მგ ერთხელ დღეში 4–8 კვირის განმავლობაში; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე; რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ინიშნება 20–40 მგ ერთხელ დღეში 4–12 კვირის განმავლობაში;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. პრეპარატის საწყისი დოზაა 20–60 მგ ერთხელ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა იზრდება 120 მგ-მდე. თუ სადღეღამისო დოზა 80 მგ-ს აღემატება, საჭიროა მისი გაყოფა და 2-ჯერ დღეში მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–8 კვირაა.
Hელიცობაცტერ პყლორი-ს ერადიკაციის მიზნით ინიშნება 20 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების დროს ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში 4–8 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
ქვემოთ მოყვანილია ომეპრაზოლის კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირებული ან მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტების განვითარება არ არის დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე. ეს რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის შესაბამისად _ ხშირი (&გტ;1/100, 1/1000, 1/10 000,










