ორნისიდი 500მგ #3ტ ვაგინალური

ორნისიდი 500მგ #3ტ ვაგინალური

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Ornidazolum
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 23726
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ორნისიდი
ვაგინალური ტაბლეტები
ORNISID
VAGINAL TABLETS


საერთაშორისო დასახელება - ornidazole
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - P01AB03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები ადგილობრივი გამოყენებისათვის


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ვაგინალური ტაბ. 500 მგ: N 3ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორნიდაზოლის ლიპოფილური მოლეკულა პასიური დიფუზიის საშუალებით აღწევს მიკროორგანიზმების კედელში და დნმ-ის სინთეზის დათრგუნვის გზით იწვევს ბაქტერიებისა და პროტოზოების სიკვდილს. ორნიდაზოლი ეფექტურია ისეთ გამომწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა როგორიცაა Entamoeba histolytica, Giardia lamblia (Giardia intestinalis), ბაქტეროიდებისა და კლოსტრიდიების ზოგიერთი შტამი, ფუზობაქტერიები, ასევე აქტიურია პათოგენური ანაერობების მიმართ, როგორც in vivo, ისე in vitro.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; 1.5 გ პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაციის პიკი შეადგენს 30 მკგ/მლ. 24 საათის შემდეგ ეს კონცენტრაცია შეადგენს 9 მკგ/მლ, ხოლო 48 საათის შემდეგ მცირდება 2.5 მკგ/მლ-მდე. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ზურგის ტვინის სითხეში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. პირველი 5 დღის განმავლობაში მიღებული დოზის 85% ორგანიზმიდან გამოიყოფა კონიუგატებისა და მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის 63% გამოიყოფა შარდით, ხოლო 22% - განავალთან ერთად. ორნიდაზოლისა და მისი მეტაბოლიტების ნაღველთან ერთად გამოყოფას შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-14 საათს

ჩვენებები

გამოიყენება პროტოზოული და ანაერობული ინფექციების მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის. - ტრიქომონიაზი: Trichomonas vaginalis-ის მიერ გამოწვეული შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია ქალებსა და მამაკაცებში; - ამებიაზი: გასტროინტესტინური ინფექცია (ამებური დიზენტერიის ჩათვლით), ღვიძლის აბსცესი და ამებიაზის სხვა არანაწლავური ფორმები (გამომწვევი  Entamoeba histolitica); - გიარდიოზი (ლამბლიოზი). - ანაერობული ინფექციები: სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციები, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია და აბორტის შემდგომი სეფსისი და ენდომეტრიტი, გამოწვეული ანაერობული ფლორით. გამოიყენება პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების, გინეკოლოგიური და სხვა ტიპის ოპერაციების დროს.

მიღების წესები და დოზები

ერთჯერადი მკურნალობა: საღამოს 1500 მგ ან 100 მგ პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
5 დღიანი კურსი: 1000 მგ/დღეში პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ. რეინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროა პარტნიორმაც გაიაროს იდენტური მკურნალობის კურსი. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა: I მეთოდი: ექვსი 250 მგ ან სამი 500 მგ პერორალური ტაბლეტი; II მეთოდი: ოთხი 250 მგ ან ორი 500 მგ პერორალური ტაბლეტი და 1 ვაგინალური ტაბლეტი.
5-დღიანი მკურნალობის კურსი: I მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ; II მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს . ბავშვებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ წონაზე. ამებიაზის დროს:- ამებური დიზენტერიით დაავადებული პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის სამდღიანი კურსი; - ამებიაზის ყველა სხვა დანარჩენი ფორმების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 5-10 დღეს

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სენსორული და სენსორულ-მამოძრავებელი ნეიროპათიის ნიშნები; ტრემორი; კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა და კანისმხრივი რეაქციები. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობამდე აღენიშნებათ სისხლის ფორმულის დარღვევები, აუცილებელია ლეიკოციტების მონიტორინგი მკურნალობამდე და მის შემდეგ. ორნიდაზოლის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემების არსებული დაავადებების გამწვავება. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა ნეიროპათიის, ატაქსიის, ვერტიგოსა და ცნობიერების დარღვევის განვითარების შემთხვევაში. ჰემოდილიაზი ამცირებს ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ დამატებითი დოზის დანიშვნა შესაძლოა გახდეს საჭირო

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შედარებით გამოხატული სიმპტომებით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა ნიტრო-იმიდაზოლებისაგან განსხვავებით ორნიდაზოლი არ აბლოკირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, ამიტომ არ არის ალკოჰოლის აუტანლობის რისკი. ორნიდაზოლის 5-ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებთან თანადროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნევრიტები, დეპრესია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)