მულტი-ტაბსი B კომპ #60ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ვიტბ-1+ბ-2+ბ-6+ბ-12+ბ-5+ბ-9
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 23705
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მულტი-ტაბსი B-კომპლექსი
Multi-tabs B-complex
Multi-tabs B-complex
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი #60
შემოგარსული ტაბლეტი #100
გარსით დაფარული თითო ტაბლეტი შეიცავს:
ბირთვი:
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის მონონიტრატი თიამინის ჰიდროქლორიდზე გადათვლით (ვიტამინი B1) 15 mg
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 15 mg
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 15 mg
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 5 mkg
ნიკოთინამიდი 60 მგ
პანთოთენის მჟავა (კალციუმის პანთოტენატის სახით) 30 მგ
ფოლის მჟავა 200 მკგ
არააქტიური ინგრედიენტები რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი.
შემავსებლები:
კალციუმის სულფატ დიჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ჟელატინი, გლიცეროლი 85%, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სილიციუმის ორჟანგი, ქლორწყალბადის კონცენტრირებული მჟავა, გამოხდილი წყალი. გარსი: ჰიპრომელოზა 3, ჰიპრომელოზა 15, ტალკი, რკინის ყვით
ელი ოქსიდი (E172); რკინის წითელი ოქსიდი (E172).
აღწერა: მრგვალი, ორმაგად ამობურცული მოწითალო-მოყავისფრო შემოგარსული ტაბლეტები. სხვადასხვა ინტენსიურობის ყვითელი ჭრილითა და თეთრი წერტილებით.
ვიტამინი B1 (თიამინი)
წარმოადგენს ნახშირის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.
ვიტამინი B2 (რიბოფლაბინი)
დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)
პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციისათვის
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)
აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათვის. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვს ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.
ნიკოთინამიდი
ნიკოტინამიდი წარმოადგენს კომპონენტს რომელიც მონაწილეობს წყალბადური იონის გადატანაში ცხიმური მჟავების სინთეზისას, გლიკოზისა და ქსოვილების სუნთქვის დროს ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს უჯრედული მეტაბოლიზმისას. ნიკოტინამიდი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზაციას; მისი გამოყენება სასურველია ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევისას, რომლებიც დაკავშირებულია ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.
პანტოთენის მჟავა (პანთოთენის სახით)
დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.
ფოლის მჟავა
მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმული ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პოლივიტამინური კომპლექსი. პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.
ჩვენებები
B ჯგუფის ვიტამინების ჰიპერვიტამინოზების პროფილაქტიკა. მკურნალობა იმ მდგომარეობებისა, რომლებსაც თან სდევს B ჯგუფის ვიტამინების გაძლიერებული მოთხოვნილება:
- კომპლექსურ თერაპიაში მძიმე სომატიკური და ინფექციური ავადმყოფობის შემდგომი აღდგენითი პერიოდი;
- “ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი”;
- ასტენო-ნევროტიკული სინდრომი, სტრესი;
- სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტები კომპლექსური თერაპიისას;
- სხვადასხვა ეთიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები
მიღების წესები და დოზები
თუ არ არის დანიშნული დოზირების სხვა სქემა, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ზრდასრულთათვის და ბავშვებისთვის 12 წლის ზემოთ 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.
სხვა და სხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტების კომპლექსური თერაპიისას 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მინიმალური კურსი შეადგენს 2-3 თვეს.
მიიღება საჭმელთან ერთად, ან მაშინვე ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობიარობა.
ასაკი 12 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას და ლაქტაციისას გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის და ბავშვისთვის შესაძლებელი ზიანის რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება.
ჭარბი დოზირება
არ არის აღნიშნული პრეპარატის მიღებისას რეკომენდირებული დოზებით. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია – თავბრუსხვევა, არითმია. დოზის გადაჭარბების სიმპტომების წარმოქმნისას რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური მკურნალობის დანიშვნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
B- კომპლექსის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური კომპლექსების მიღება (დოზის გადაჭარბების თავიდან არიდების მიზნით). ჯგუფი B ვიტამინების კომპლექსი ამცირებს ლევოდოპას ანტიპარკინსონურ ეფექტურობას. ალკოჰოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვადობას.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ ადგილზე, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25ºC
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
3 წელი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ფეროსან ა/ს
დანია
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით