
ვალიდოლი (მედილოლი)#10ტ(დარნ)
გააზიარე:
ვალიდოლი (მედილოლი)#10ტ(დარნ)
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს:
მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას მენთოლურ ეთერში 60 მგ.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი
რეფლექსური მოქმედების კორონაროდილატატორი.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
ახდენს სედაციურ მოქმედებას, ხასიათდება სისხლძარღვთა გამაფართოებელი ზომიერი რეფლექსური მოქმედებით - განპირობებული მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით. ასტიმულირებს ენკეფალინების, ენდორფინებისას და რიგი სხვა პეპტიდების – ჰისტამინის, კინინების (ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანების გზით) გამომუშვებას და გამოთავისუფლებას, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სისხლძარღვების გამტარობის რეგულაციაში, ტკივილის შეგრძნების ფორმირებაში. სუბლინგვალური მიღებისას თერაპიული ეფექტი საშუალოდ 5 წუთის შემდეგ დგება, ამ დროს პრეპარატის 70% გამოთავისუფლდება 3 წთ–ის განმავლობაში.
ჩვენებები
კარდიალგია, სტენოკარდია, რყევით გამოწვეული გულისრევა, ღებინება, ნევროზი, ნიტრატების მიღების ფონზე განვითარებული თავის ტკივილი.
მიღებისწესიდადოზირება
მიიღება სუბლინგვალურად 1 ტაბლეტი 2–3–ჯერ დღეში.
მიღების ჯერადობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობით.
მიღებიდან უახლოესი 5–10 წთ–ის მანძილზე თერაპიული ეფექტის არ არსებობის ან არასაკმარისობის დროს აუცილებელია სხვა საშუალებების გამოყენება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითიმოქმედება
ღებინება, ცრემლდენა, თავბრუსხვევა.
განსაკუთრებულიმითითებები
სიფრთხილით უნდა დაენიშნოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.