ინდომეტაცინი 10% 40გ მალ(ბელორ

ინდომეტაცინი 10% 40გ მალ(ბელორ

3.25 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ინდომეტაცინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 23609
გააზიარე:

სამკურნალო საშუალების

ინდომეტაცინი

Indometacin

სამედიცინო გამოყენების ფურცელ-ჩანართი

სავაჭრო დასახელება: ინდომეტაცინი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ინდომეტაცინი / Indometacin.

გამოშვების ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო 100 მგ/გ.

აღწერილობა: ღია-ყვითელიდან მუქ-ყვითელამდე ფერის მალამო მენთოლის სპეციფიკური სუნით, ერთგვაროვანი კონსისტენციის.

შემადგენლობა: თითოეული ტუბი (40 გ) შეიცავს - აქტიურ ნივთიერებას - ინდომეტაცინს - 4,0 გ; დამხმარე ნივთიერებები: დიმეთილსულფოქსიდი, შარდოვანა, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 1500, პროპილენგლიკოლი, ლევომენთოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გარეგანი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ინდომეტაცინი. ათქ კოდი - M02AA23.

გამოყენების ჩვენებები

- დამატებითი საშუალება მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ფსორიაზული პოლიართრიტის, პოდაგრული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში;

- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სახსარგარე რევმატიზმის ლოკალიზებული ფორმები: ტენდინიტი, სინოვიტები, ტენდოვაგინიტები, ფასციისა და სახსრის იოგების ანთებები, ბურსიტი,

- ანთების, ტკივილისა და შეშუპების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პოსტტრავმული დაზიანებების - დაჭიმვების, ნაღრძობების, დაჟეჟილობების დროს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მიმართ ასთმური შეტევის, ჭინჭრის ციების ან ალერგიული რინიტის კლინიკური გამოვლინებით. კოაგულოპათიები, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების სტადიაში. ბავშვთა ასაკი 14 წლამდე.

სიფრთხილით

ბავშვთა ასაკი (14 წლამდე), ბრონქული ასთმის, ცხვირისა და ცხვირის წიაღების მორეციდივე პოლიპოზისა და აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა ასაპ აუტანლობის სრული ან არასრული შეთავსება (მ.შ. ანამნეზში), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების სტადიაში), სისხლის შედედების დარღვევები (მ.შ. ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, სისხლდენებისკენ მიდრეკილება), ორსულობა (I და II ტრიმესტრები), ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზები

გამოყენების წესი: ადგილობრივად, კანზე.

მალამო დაიტანება დაზიანებულ მონაკვეთზე 3-4-ჯერ დღეში, კანში ფრთხილად შეზელვით სრულ რეზორბციამდე. მალამოს ერთი დატანისთვის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანების ფართობზე და დაახლოებით 4-5 სმ შეადგენს. გამოიყენება არა ნაკლებ 6-საათიანი ინტერვალით.

მკურნალობის ხანგრძლივობა - 7-10 დღე. თუ ამ დროის განმავლობაში სიმპტომატიკა არ გაუმჯობესდა, მკურნალობა გადახედვას საჭიროებს.

ბავშვები.

14 წლამდე ასაკში გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედება

გამოყენების წესთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები: ინდომეტაცინის ადგილობრივად გამოყენებისას სისტემური გვერდითი მოქმედებების გამოვლინების ალბათობა უმნიშვნელოა პერორალურად მიღებისას გვერდითი რეაქციების სიხშირესთან შედარებით.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად ვითარდება ადგილობრივი შეშუპება და ვეზიკულური გამონაყარი, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - ანგიონევროზული შეშუპება და ხუთვა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კანის დიდ ზედაპირზე გამოყენებისას შეიძლება წარმოიქმნას რეზორბციული გვერდითი რეაქციები, მაგალითად, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (უმადობა, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი, სისხლჩაქცევები და წყლულები), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ზოგჯერ ადგილობრივი გამოყენებისას მიდრეკილ პაციენტებში გამოყენების ადგილას შეიძლება გამოვლინდეს წვა, სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, კანის აქერცვლა, სიმშრალე.

ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

სიფრთხილის ზომები

ზოგჯერ ასაპ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება; გულის ფუნქციის გაუარესება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებით.

მიუხედავად იმისა, რომ კანზე ადგილობრივად წასმის შემდეგ ინდომეტაცინის სისტემური რეზორბცია მინიმალურია, პაციენტებმა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულით, თირკმელების დაავადებების შესახებ ანამნეზური მონაცემებით და გულის უკმარისობით, მალამოთი მკურნალობა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა ჩაიტარონ.

პრეპარატით მკურნალობა განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ პაციენტებს ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებებით საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების მიმართ ან ალერგიული დაავადებებით - თივის ცხელება, ბრონქული ასთმა, ნაზალური პოლიპოზი.

არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობა სხვა ასაპ მიმართ, ამიტომ პაციენტებს ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებებით ამ ჯგუფის ნებისმიერი პრეპარატის მიმართ, შესაძლოა ჰქონდეთ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებები ინდომეტაცინის მიმართაც.

ხანგრძლივი (10 დღეზე მეტი) გამოყენებისას რეკომენდებულია ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის ლაბორატორიული კონტროლი.

ანტიბიოტიკებთან, ანტიკოაგულანტებთან და ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი.

დატანა უნდა მოხდეს მხოლოდ ჯანმრთელ, დაუზიანებელ კანზე (ღია ჭრილობებისა და დაზიანებების არქონისას). ადგილობრივად გამოყენების შემდეგ გამონაყარის წარმოქმნისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ლორწოვან გარსებზე და თვალებზე წასმა არ შეიძლება.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის დიმეთილსულფოქსიდი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, რასაც შეუძლია კანის გაღიზიანების გამოწვევა.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა

ორსულებში კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ ინდომეტაცინის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია

მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში, რის შედეგადაც ლაქტაციის პერიოდში გამოყენება ქალებისთვის რეკომენდებული არ არის.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიემბის მართვისას რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზეზეგავლენას არ ახდენს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ინდომეტაცინის ადგილობრივად გამოყენებისას, მინიმალურ რეზორბციასთან დაკავშირებით, სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა.

არ უნდა მოხდეს ინდომეტაცინის ადგილობრივად გამოყენება ასაპ ჯგუფის სხვა სამკურნალო პრეპარატთან ერთად, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორის ჩათვლით, გვერდითი რეაქციების რისკის გაზრდის გამო.

ინდომეტაცინისა და ასპირინის ან კორტიკოსტეროიდების ერთად გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის მხრივ გართულებების რისკს.

ანთების საწინააღმდეგო არასეტროიდულ პრეპარატებს შეუძლიათ ურთიერთიმოქმედონ არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო პრეპარატებთან, თუმცა ასეთი შესაძლებლობა ადგილობრივი გამოყენებისას ძალიან მცირეა.

ჭარბი დოზა

ადგილობივად გამოყენებისას ჭარბი დოზა ნაკლებსავარაუდოა სუსტი სისტემური რეზორბციის გამო. ჭარბი დოზის მოვლენები (ძირითადად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, ჰეპატოტოქსიკურობა) ძალიან იშვიათია, მხოლოდ კანის დიდ ზედაპირებზე ხანგრძლივად დატანისას. საჭიროა სისხლში ლეიკოციტური ფორმულისა და თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგის ჩატარება.

სიმპტომები შემთხვევით შიგნით მიღებისას: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა, ნერწყვდენა, ღებინება, გულისრევა.

მკურნალობა: პირის ღრუსა და კუჭის ამორეცხვა, საჭიროებისას - სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სიმპტომები თვალებში, ლორწოვან გარსებზე ან ღია ჭრილობებზე მოხვედრისას: აღინიშნება ადგილობრივი გაღიზიანება - ცრემლდენა, სიწითლე, წვა, ტკივილი.

მკურნალობა: დაზიანებული მონაკვეთის კარგად ამორეცხვა დისტილირებული წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით ჩივილების შემცირებამდე და ალაგებამდე.

შეფუთვა

40 გ ალუმინის ტუბებში. თითოეული ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღია სააქციო საზოგადოება „ბორისოვის სამედიცნო პრეპარატების ქარხანა“, ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ.ბორისოვი, ჩაპაევის ქ., 64, ტელ/ფაქსი +375(177)744280.