ბიონალი-ოგუვიტი #40კაფს

ბიონალი-ოგუვიტი #40კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: საკვები დანამატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 23516
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ოგუვიტი
(Oguvit)


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი, ანტიოქსიდატური მოქმედებით.

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 60 მგ ჩვეულებრივი მოცვის (Vaccinium myrtillus) ექსტრაქტი; 20 მგ სამკურნალო კორდისკბილას (Euphrasia officinalis) ბალახის ექსტრაქტი; 10 მგ ბეტა-კაროტინი; 325 მკგ A ვიტამინი; 1,50 მგ B1 ვიტამინი; 1,70 მგ B2 ვიტამინი; 60მგ C ვიტამინი; 200 მგ რუტინი

ჩვენებები: ოგუვიტი ხელს უწყობს როდოსპინის გამომუშავებას და აუმჯობესებს თვალში მეტაბოლიზმის პროცესს, იცავს თვალს კომპიუტერის, ტელევიზორის, გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.
ინიშნება ცრემლდენის, წვის, თვალის სიმშრალის დროს. ეფექტურია, ასევე, ბაქტერიებით გამოწვეული თვალის დაავადებების დროს: კონიუნქტივიტი, კერატიტი, ჯიბლიბო.

დოზირება და მიღების წესი: ინიშნება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, წყალთან ერთად. სასურველი ეფექტის მიღწევის შემდგომ, რეკომენდებულია შემანარჩუნებელი დოზა-თითო კაფსულა ყოველდღე.

უსაფრთხოების ზომები: ორსულობის დროს მიიღეთ დღეში თითო კაფსულა (A ვიტამინის მაღალი  კონცენტრაციის გამო)

უკუჩვენება: ცნობილი არ არის.

გვერდითი მოვლენები: ოგუვიტი წარმოადგენს ბუნებრივ პროდუქტს, იშვითია ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: 40 კაფსულა ბლისტერით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: Bional International  B.V. (ნიდერლანდები)