ჰედრინი 4% 50მლ

ჰედრინი 4% 50მლ

24.08 ლარი
ქვეყანა: ინგლისი
მწარმოებელი: თორნტონ და როსი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიმეთიკონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 23103
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

ინფორმაცია პაციენტისათვის

ჰედრინი®
4% ლოსიონი
დიმეთიკონი

ადგილობრივი გამოყენების ლოსიონი თავის ტილების გასანადგურებლად

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მოზრდილებსა და 6 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუმცა გამოყენებულ უნდა იქნას სიფრთხილით საუკეთესო შედეგის მისაღებად.

მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
- საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა რჩევისათვის, თუ ცოცხალი ტილები აღმოჩნდა ჰედრინის® მეორეჯერ გამოყენების შემდეგ ან თავის ტილები პერსისტენტული ან რეციდიული პრობლემა ხდება.
- დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ჰედრინი® ლოსიონი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰედრინი® ლოსიონის გამოყენებამდე;
3. ჰედრინი® ლოსიონის გამოყენების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ჰედრინი® ლოსიონის შენახვის წესი;
6. სხვა ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს ჰედრინი® ლოსიონი და მისი გამოყენება

მედიკამენტის სახელწოდება არის ჰედრინი® 4% ლოსიონი. ის კანზე გამოსაყენებელი ლოსიონია, რომელიც მაღალეფექტურია თავის ტილების წინააღმდეგ.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰედრინი® ლოსიონის გამოყენებამდე

დაუშვებელია ჰედრინი® ლოსიონის გამოყენება:
• თუ პაციენტი ალერგიულია რომელიმე ჩამოთვლილი ინგრედიენტის მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო ჰედრინი® ლოსიონის გამოყენებისას:
• განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის;
• თავიდან უნდა იქნას აცილებული ლოსიონის თვალებში მოხვედრა. თვალებში შემთხვევით მოხვედრისას, საჭიროა წყლით გამობანა.

გაფრთხილება:
თმა მოცილებული უნდა იყოს აალების წყაროდან, განსაკუთრებით, ღია ალიდან და ანთებული სიგარეტიდან ჰედრინის® გამოყენების განმავლობაში. დამუშავებული თმა სწრაფად იწვება აალების შემთხვევაში.

შემთხვევით პრეპარატის გადაყლაპვისას
• შემთხვევით ხსნარის გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია რაც შეიძლება სწრაფად. მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, რომელი პრეპარატია გადაყლაპული.

ალერგიული რეაქციის განვითარებისას
როგორიცაა გამონაყარი, შეშუპება ან კანზე ბუშტუკები, ან სუნთქვის გაძნელება (იხ. პარაგრაფი 4), პროდუქტი უნდა ჩამოიბანოს შამპუნით მაშინვე და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:
ჰედრინი® ლოსიონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენება:
6 თვემდე ასაკის ბავშვების მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ჰედრინი® ლოსიონი არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

3. ჰედრინი® ლოსიონის გამოყენების წესი

ჰედრინი® ლოსიონი გამოიყენება მოზრდილებსა და 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში.

შენიშვნა:
თუ ოჯახის წევრს აქვს თავის ტილები, უნდა შემოწმდეს ოჯახის სხვა წევრები და მათი მკურნალობა უნდა მოხდეს ერთდროულად.
ჰედრინი® ლოსიონი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

ინსტრუქცია
• საკმარისი რაოდენობით ლოსიონი თანაბრად უნდა განაწილდეს მშრალ თმაზე, ისე რომ თავის თმიანი ნაწილი მთლიანად დაიფაროს.
• სითხე თანაბრად უნდა განაწილდეს თმის ღერზე: ძირიდან წვერომდე. თმა ბუნებრივად უნდა გაშრეს.
• თმაზე უნდა გაჩერდეს არაუმცირეს 8 საათის ან მთელი ღამის განმავლობაში.
• თმის დაბანა უნდა მოხდეს ჩვეულებრივი შამპუნით, კარგად უნდა ჩამოირეცხოს წყლით და გაშრეს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
• მნიშვნელოვანია, რომ ჰედრინი® ლოსიონი ხელმეორედ იქნას გამოყენებული შვიდი დღის შემდეგ, რათა განადგურდეს ტილები, რომლებიც შეიძლება გამოიჩეკა ამ ხნის განმავლობაში. თუ არ გამეორდა მკურნალობა, შეიძლება ისევ მოხდეს დასნებოვნება.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები
თუ აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ჰედრინი® ლოსიონის გამოყენება (უნდა ჩამოიბანოს შამპუნით) და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
• ალერგიული რეაქციები, როოგორიცაა გამონაყარი, შეშუპება ან კანზე ბუშტუკები;
• სუნთქვის გაძნელება.

სხვა გვერდითი მოვლენები
ჰედრინი® ლოსიონის გამოყენებისას დაზიანებულ კანზე, შეიძლება განვითარდეს სუსტი გაღიზიანება. ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სკალპის აქერცვლა, ქავილი, თვალების ირგვლივ გაღიზიანება და თმის ცვენა.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი მოვლენის განვითარებისას, უნდა შეწყდეს პროდუქტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვრდზე: წწწ.მჰრა.გოვ.უკ/ყელლოწცარდ
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. ჰედრინი® ლოსიონის შენახვის წესი

• მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
• პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.
• დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.
• სიფრთხილეა საჭირო ჰედრინი® ლოსიონის დაღვრისას, რადგან შეიძლება საზიანო იყოს.

6. სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰედრინი® ლოსიონი
აქტიური ნივთიერებაა დიმეთიკონი 4% წ/მ.
დიმეთიკონი არ არის ქიმიური შხამი. ის მოქმედებს ფიზიკური პროცესის შედეგად, რომელიც ეფექტიანად ფარავს და აშრობს ტილებს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ციკლომეთიკონი 5.
ციკლომეთიკონი 5 არის გადამტანი ინგრედიენტი, რომელიც ორთქლდება წასმის შემდეგ და ტოვებს აქტიურ ნივთიერებას ტილების გასანადგურებლად.

ჰედრინი® ლოსიონის ფორმა და შეფუთვა
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ჰედრინი® ხელმისაწვდომია 50 მლ შეფუთვით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
თჰორნტონ &ამპ; ღოსს Lტდ, Hუდდერსფიელდ, HD7 5QH, UK
თორნტონ ენდ როს ლტდ, ჰადერსფილდი, HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო

გამოყენების ინსტრუქციის მომზადების თარიღი
გამოყენების ინსტრუქცია მომზადდა 2019 წლის აგვისტოში.

ჰედრინი® თორნტონ ენდ როს ლტდ-ის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანია.

თავის ტილების შესახებ
• თავის ტილები ზომით შეესაბამება თავიანთ ასაკს: წერტილის ზომიდან სეზამის მარცვლის ზომამდე. თავის ტილები ძნელი შესამჩნევია, რადგან ისინი უხამებენ თავიან ფერს გარემოს.
• ტილები ცხოვრობენ სკლაპთან ახლოს, სადაც ისინი იკვებებიან სისხლით და ეს იწვევს თავის ქავილს.
• თავის ტილებს არ შეუძლიათ გადახტომა, ფრენა ან ცურვა, და ამიტომ მათი გაჩენა ხდება თავით თავთან პირდაპირი კონტაქტით. ამიტომ გვხვდება ტილები ხშირად ბავშვებში და იმ პირებში, რომლებსაც ახლო კონტატი აქვთ ბავშვებთან. ამიტომ ტილების აღმოჩენისას მნიშვნელოვანია, შემოწმდეს ოჯახის ყველა წევრის თავი.
• თავის ტილები ცხოვრობენ მხოლოდ ადამიანებზე და არ აქვს მნიშვნელობა სუფთაა თუ ჭუჭყიანია თმა.
• მდედრი ტილი დებს 3-დან 5 კვერცხამდე დღეში და ისინი იჩეკება 7 დღის შემდეგ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მკურნალობის გამეორება 7 დღეში, რათა განადგურდეს ყველა ტილი, რომელიც გამოიჩეკა პირველი მკურნალობის შემდეგ.
• როგორც კი წილი გამოიჩეკება, ცარიელი გარსი რჩება თმაზე მიწებებული. ისინი სრულიად უვნებელია და მათი მოშორება შესაძლებელია თითებით ან წვრილკბილებიანი სავარცხლით.


გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.