მოლდი 100მგ #30კაფს

მოლდი 100მგ #30კაფს

26.50 ლარი 22.52 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რაცეკადოტრილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 22786
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

მოლდი

(MOLD )

ზოგადი დახასიათება :

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : რაცეკადოტრილი;

ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :

ყვითელი ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრიდან მოთეთრო ფერამდე გრანულირებული ფხვნილით;

შემადგენლობა :

1 კაფსულა შეიცავს:

რაცეკადოტრილს – 100 მგ.

დამხმარენივთიერებები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლაკრილინ კალიუმი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი К-30, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი;

კაფსულისგარსისშემადგენლობა: ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პოვიდონი К-30, საღებავები: Quinoline Yellow (E 104), Sunset Yellow FCF (E 110), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

გამოშვების ფორმა :

კაფსულა, 100 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

ფაღარათის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები. ათქ-კოდი: A07XA04.

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ენდოგენური ოპიატური ნივთიერებები - ენკეფალინები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოქმედებენ როგორც ნეირომედიატორები და გააჩნიათ ანტისეკრეტორული აქტივობა. ენკეფალინები სწრაფად იშლებიან ფერმენტ ენკეფალინაზას მოქმედებით.

რაცეკადოტრილი წარმოადგენს ფერმენტ ენკეფალინაზას ინჰიბიტორს, რომელიც აძლიერებს ენდოგენური ენკეფალინების ფიზიოლოგიურ აქტივობას და მოტორიკაზე მოქმედების გარეშე იწვევს ნაწლავის ანტისეკრეტორულ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა :

პერორალურად მიღების შემდეგ რაცეკადოტრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად. მიღებიდან 30 წთ-ში იწყება მისი მოქმედება პლაზმის ენკეფალინაზაზე და გრძელდება 8 სთ-ის განმავლობაში. რაცეკადოტრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

ჩვენება :

მწვავე ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული) და არაინფექციური ეტიოლოგიის დიარეა.

მიღების წესი და დოზირება :

მოზრდილებში ინიშნება 100 მგ რაცეკადოტრილი 3-ჯერ დღეში ფაღარათის გაქრობამდე. პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს.

თუ 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები :

იშვიათად აღინიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა.

იმშემთხვევაში, თუგამოვლინდაისეთიგვერდითიმოვლენა, რომელიცარარისაღნიშნულიგამოყენებისინსტრუქციაში, პაციენტმაუნდამიმართოსმკურნალექიმს.

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება :

არ არსებობს სათანადო კვლევები რაცეკადოტრილის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაცეკადოტრილი არ მოქმედებს ციტოქრომ P-450 ფერმენტულ სისტემაზე.

ჭარბი დოზირება :

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია :

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

ძუძუთი კვების პერიოდში moldiს გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

დაუშვებელია moldiს გამოყენება ცხელებით მიმდინარე მწვავე დიზენტერიის, განავალში სისხლის არსებობის დროს, ასევე ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის სამკურნალოდ.

პრეპარატისზემოქმედებაავტოტრანსპორტისადამექანიზმისმართვისუნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა :

10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები :

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალურიდათვალიერებისშედეგადაღმოჩენილირაიმესახისდეფექტისშემთხვევაშიპრეპარატისმიღებადაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი :

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი :

 

საქართველო 0198, თბილისი,

დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge