პრობილაკი #20კაფს +

პრობილაკი #20კაფს +

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 22783
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პრობილაკი
Probilac


საერთაშორისო დასახელება - bifidumbacterium, lactobacterium

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კაფსულა 20ც

ერთი კაფსულა შეიცავს 1*109 ცოცხალ ბაქტერიას:
Lactobacillus acidofilus LA-5
Bifidobacterium BB-12
ერთი კაფსულა შეიცავს 180 მგ პრობიოტიკულ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებები: დექსტროზა, კარტოფილის სახამებელი, ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები
ნაწლავური მიკროფლორის მაკორეგირებელი საშუალება

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში:
- ნაწლავის ფლორის ნორმალიზაციისათვის: 1-3 კაფსულა დღეში.
- მოგზაურობის დროს: 1 კაფსულა დღეში სამჯერ. მისი მიღება იწყება მოგზაურობამდე 2 დღით ადრე და გრძელდება ორი დღე დაბრუნების შემდეგ.
- ნაწლავის ფლორაზე ანტიბიოტიკებს ნეგატიური მოქმედების თავიდან ასაცილებლად: 2-3 კაფსულა დღეში (ანტიბიოტიკოთერაპიის დროს პრეპარატი უნდა დაინიშნოს 3 საათში ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ). პრობილაკის მიღება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი კვირა ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ბავშვებში:
0-დან 3წლამდე 1 კაფსულა ერთხელ დღეში - კაფსულა შეიძლება გაიხსნას შაქრიან წყალში ან მოეყაროს საკვებს; 3-დან 12 წლამდე: 1-2 კაფსულა დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება

არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25ºC -ზე დაბალ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.
შენახვის ვადა 2 თვე. ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Media Corporation
აშშ

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)