მეპრილი 3მგ #30ტ

მეპრილი 3მგ #30ტ

9.49 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ალი რაფ ილაკ სანაი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლიმეპირიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 22232
გააზიარე:

 მეპრილი ტაბლეტები

Mepril

 

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: Glimepiride

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: გლიმეპირიდი 1მ გ, 2 მგ, 3 მგ, 4 მგ

დამხმარე ნივთიერებებს:  ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel  PH 101), პოვიდონი (PVPK 30), მაგნიუმის სტეარატი. მღებავი ნივთიერებების სახით: 1მგ-იანი ტაბლეტი -  რკინის წითელ ოქსიდს (E172);  2 მგ-იანი ტაბლეტი - რკინის ყვითელ ოქსიდს (E172) და ინდიგოკარმინს (E132); 3 მგ-იანი ტაბლეტი- რკინის ყვითელ ოქსიდს (E172); 4 მგ-იანი ტაბლეტი - ინდიგოტინს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება.

ათქ კოდი: A10BB12

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება, მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას წარმოებულებს. ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას, ამცირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას. გარდა ამისა, მეპრილს გააჩნია გლუკოზის დონის შემცირების მექანიზმი, რომელიც არ არის დაკავშირებული კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციასთან. მეპრილი ასევე ზრდის პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ჯანმრთელ მოხალისეებში გლიმეპირიდის მინიმალური ეფექტური დოზა შეადგენს  0,6 მგ. გლიმეპირიდის  ეფექტი არის დოზაზე დამოკიდებული  და წარმოებადი. ფიზიოლოგიური რეაქცია ფიზიკურ დატვირთვაზე (ინსულინის სეკრეციის შემცირება) გლიმეპირიდის მიღებისას  ნარჩუნდება. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას  შესაძლებელია ოპტიმალური მეტაბოლური კონტროლის მიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

საკვების მიღება  აბსორბციაზე არსებით ზეგავლენას არ ახდენს. პრეპარატის შიგნით  მრავალჯერადი მიღებისას  დღეღამური დოზით 4 მგ, მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში(Cmax)  მიიღწევა დაახლოებით 2,5 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 309 ნგ/მლ.

განაწილება

გლიმეპირიდის განაწილების მოცულობა ძალიან დაბალია (8,8 ლ-მდე) და დაახლოებით ტოლია ალბუმინის განაწილების. პრეპარატის  პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი მაღალია (99 %-ზე მეტი), კლირენსი  დაბალი (48 მლ/წთ-მდე).  საშუალო ნახევრადგამოყოფის პერიოდი დოზირების  მრავალჯერადი რეჟიმის დროს შეადგენს დაახლოებით 5-8 სთ. დიდი დოზების მიღების შემდეგ  ნახევრადგამოყოფის პერიოდი შედარებით  იზრდება.

ბიოტრანსფორმაცია

გლიმეპირიდი მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში  2 ძირითადი  მეტაბოლიტის -  ჰიდროქსი (M1)  და კარბოქსი (M2) წარმოებულების წარმოქმნით.

გამოყოფა

ერთჯერადად მიღების შემდეგ პრეპარატის 58 %  გამოიყოფა თირკმელებით და   35 % ნაწლავებით. შეუცვლელი აქტიური ნივთიერება შარდში არ ვლინდება.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის (ტიპი II) დროს, დიეტოთერაპიისა და ფიზიკური დატვირთვის უეფექტობის შემთხვევაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა გლიმეპირიდის, სულფონილშარდოვანას სხვა  წარმოებულების,  სულფანილამიდების  ან   პრეპარატის  რომელიმე  კომპონენტის  მიმართ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I ), მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აქვთ კეტოაციდოზი ანამნეზში, დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა და კომა. თირკმლის და ღვიძლის  მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გლიმეპირიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოპტიმალური მეტაბოლური კონტროლის უზრუნველყოფა ინსულინზე გადასვლით.

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის პირველ კვირას შესაძლებელია  გაიზარდოს ჰიპოგლიკემიის წარმოშობის რისკი, რომელიც მოითხოვს ავადმყოფის მდგომარეობის სერიოზულ კონტროლს.

ჰიპოგლიკემიის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს  განეკუთვნება:

-ექიმთან პაციენტის ურთიერთობის სურვილის არქონა ან არასაკმარისი

ურთიერთობა (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში).  

-არასრულფასოვანი, არარეგულარული კვება.

-ნახშირწყლების მოხმარებასა და ფიზიკურ დატვირთვას შორის დისბალანსი.

-ჩვეული დიეტის შეცვლა.

-ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებით არარეგულარული კვების დროს.

-თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

-ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

-მეპრილის ჭარბი დოზირება.

-ზოგიერთი დეკომპენსირებული ენდოკრინული დარღვევები, ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლით ან ჰიპოგლიკემიის საპასუხო კონტრრეგულაცია (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის და ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა).

-სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება.

-პრეპარატ მეპრილის მიღება მის გამოყენებასთან დაკავშირებული ჩვენებების არ არსებობისას.

მეპრილით მკურნალობისას აუცილებელია სისხლსა და შარდში  გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი. ასევე რეკომენდებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა. მეპრილით მკურნალობისას საჭიროა ჩატარდეს  ღვიძლის და პერიფერიული სისხლის (განსაკუთრებით ლეიკოციტების და თრომბოციტების) რეგულარული კონტროლი.

ჰიპოგლიკემიის ზრდის რისკის  ფაქტორების ზემოქმედების დროს, ინტერკურენტული მკურნალობისას ან ცხოვრების წესის შეცვლისას  საჭიროა მეპრილის დოზის  ან მკურნალობის სქემის კორექცია. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმის ადრენერგული კონტრრეგულაციით ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ, შეიძლება იყოს სუსტად გამოხატული ან  საერთოდ არ იყოს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, პაციენტებში ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაზიანებით ან პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ  ბეტა-ადრენობლოკატორებს, კლონიდინს, რეზერპინს, გუანეტიდინს  და სიმპათოლიტიკურ საშუალებებს. ძირითადად ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შეიძლება აღმოიფხვრას ნახშირწყლების მიღების გზით (მაგ. გლუკოზა ან შაქარი). სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების გამოყენების გამოცდილებიდან ჩანს, რომ ჰიპოგლიკემიის აღმოფხვრის მიუხედავად შესაძლებელია რეციდივი, ამიტომ პაციენტები  უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ. სტრესული სიტუაციების დროს (ტრავმების, ქირურგიული ოპერაციების, ინფექციური დაავადებების დროს, რომლებსაც თან სდევს მაღალი ტემპერატურა) აუცილებელია ავადმყოფი დროებით გადაყვანილ იქნას ინსულინზე.

პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (G-6-PD) უკმარისობა, სულფონილშარდოვანას წარმოებულებით მკურნალობის დროს, შესაძლოა განუვითარდეთ ჰემოლიზური ანემია, რადგან გლიმეპირიდი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას ჯგუფს, ამიტომ ზემოთ აღნიშნულ პაციენტებში საჭიროა მისი სიფრთხილით  მიღება; რეკომენდებულია იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავენ სულფონილშარდოვანას.

მეპრილი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებს გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატი არ ენიშნებათ.

პრეპარატ  მეპრილის  თითოეული ტაბლეტი შეიცავს  8 მგ ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს,  რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე (23 მგ -ზე ნაკლები) მყოფი  პაციენტებისთვის  მისი დანიშვნის დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან  ურთიერთქმედება

გლიმეპირიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 2C9-(CYP2C9)-ით, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც გლიმეპირიდი მიიღება ერთდროულად CYP2C9-ს ინდუქტორებთან (მაგ. რიფამპიცინი) ან ინჰიბიტორებთან (მაგ. ფლუკონაზოლი). მეპრილის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება შესაძლებელია ინსულინთან, პერორალურ ანტიდიაბეტურ  პრეპარატებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ანაბოლურ სტეროიდებთან, მამაკაცის სასქესო ჰორმონებთან, ქლორამფენიკოლთან, კუმარინის წარმოებულებთან, ციკლოფოსფამიდთან, დიზოპირამიდთან,  ფენფლურამინთან,  ფენირამიდოლთან, ფიბრატებთან,  ფლუოქსეტინთან,  გუანეტიდინთან,  იზოფოსფამიდთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან, მიკონაზოლთან,  ფლუკონაზოლთან, პარა ამინოსალიცილის მჟავასთან, ოქსიფენბუტაზონთან (მაღალი დოზით პარენტერალური მიღებისას), ფენილბუტაზონთან,  აზაპროპაზონთან, პენტოქსიფილინთან, პრობენეციდთან,  ქინოლონებთან, სალიცილატებთან,  სულფინპირაზონთან, კლარითრომიცინთან, სულფონამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, ტრიტოქუალინთან, ტროფოსფამინთან, ალოპურინთან, სიმპათოლიტიკებთან  ერთდროული მიღებისას.

ჰიპოგლიკემიური ეფექტის შესუსტება და მასთან დაკავშირებული  გლუკოზის დონის მომატება სისხლში შეიძლება აღინიშნოს  მეპრილის აცეტაზოლამიდთან, ბარბიტურატებთან, კორტიკოსტეროიდებთან, დიაზოქსიდთან, დიურეზულებთან, ადრენალინთან და სხვა სიმპათომიმეტურ პრეპარატებთან, გლუკაგონთან, საფაღარათო საშუალებებთან (ხანგრძლივი მიღების შემდეგ), ნიკოტინის მჟავასთან (მაღალი დოზებით), ესტროგენებთან და პროგესტაგენებთან, ფენოთიაზინთან, ფენიტოინთან, რიფამპიცინთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, სალურეტიკებთან, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მასტიმულირებელ პრეპარატებთან, გლუკოკორტიკოიდებთან ერთდროული მიღების დროს.

H2-რეცეპტორების ბლოკატორებს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, კლონიდინს და რეზერპინს, შეუძლიათ   მეპრილის ჰიპოგლიკემიური ეფექტის როგორც გაძლირება, ისე შესუსტება.

სიმპათოლიტიკური პრეპარატების გავლენით, როგორიცაა ბეტა - ადრენობლოკერები, კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი,  ჰიპოგლიკემიის საპასუხო  კონტრრეგულირების ნიშნები შეიძლება შემცირდეს ან საერთოდ არ არსებობდეს. ალკოჰოლის ერთჯერადად  ან ქრონიკულმა მოხმარებამ  შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს მეპრილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება. მეპრილის მიღების ფონზე შესაძლებელია  კუმარინის წარმოებულების ეფექტის გაძლიერება ან შესუსტება.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ნაყოფზე მეპრილის უარყოფითი ზეგავლენის გამო მისი გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში ან ორსულობის დროს აუცილებელია ქალის  გადაყვანა ინსულინოთერაპიაზე.

ლაქტაცია

დადგენილია, რომ მეპრილი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამ მიზეზით მეპრილი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში; ამ შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა ან ქალის გადაყვანა ინსულინზე.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

მკურნალობის დასაწყისში ერთი პრეპარატიდან სხვა პრეპარატზე გადასვლის დროს, მეპრილის არარეგულარული მიღებისას, პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ისეთი ჰიპო- და პიპერგლიკემიის გამოვლინება, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის და ფსიქომოტორული  რეაქციის სიჩქარის დაქვეითება, რაც გასათვალისწინებელია ავტომობილის და სხვადასხვა მექანიზმების  მართვისას.

მიღების წესი და დოზირება

მეპრილის ტაბლეტებს იღებენ მთლიანად, დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგ. ნახევარი ჭიქა წყალი). მეპრილის დოზა განისაზღვრება სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით. პრეპარატის საწყის და შემანარჩუნებელ დოზას არჩევენ ინდივიდუალურად, სისხლსა და შარდში შაქრის დონის რეგულარული კონტროლის საფუძველზე. საჭიროა შეირჩეს გლიმეპირიდის ყველაზე მცირე დოზა, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს ნებისმიერი მეტაბოლური ცვლილებები. მეპრილით მკურნალობა საჭიროა დაიწყოს და ჩატარდეს ერთი ექიმის მიერ. მეპრილის მიღება საჭიროა დადგენილი დოზებით და დადგენილ დროს.

პრეპარატის მიღების გამოტოვების  ანაზღაურება დაუშვებელია შემდგომი მიღების დოზის გაზრდით. ექიმმა და პაციენტმა წინასწარ უნდა შეიმუშაონ ზომები, რომელიც უნდა მიიღონ ასეთ შემთხვევაში. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს პრეპარატის ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში.

საწყისი დოზა და დოზის შერჩევა:

საწყისი დოზა შეადგენს  1მგ  1-ჯერ დღეღამეში. საჭიროების შემთხვევაში დღეღამური  დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით  სისხლში გლუკოზის რეგულარული კონტროლის გათვალისწინებით (1-2 კვირის ინტერვალით), შემდეგი სქემით 1მგ-2მგ-3მგ-4მგ-6მგ-8მგ.

დღიური დოზის დიაპაზონი კარგად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის

დღეღამური  დოზა შეადგენს 1-დან 4 მგ-ს. მხოლოდ პაციენტების მცირე რაოდენობას შეიძლება წარმოეშვას  დღეღამური  დოზის  6 მგ -ზე მეტი  რაოდენობით  მიღების აუცილებლობა.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის მიღების დრო და ჯერადობა განისაზღვრება ექიმის მიერ პაციენტის ცხოვრების ტიპის განსაზღვრის საფუძველზე.  როგორც წესი დღეღამურ დოზას ნიშნავენ ერთჯერადად. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება უშუალოდ სრულფასოვანი საუზმის წინ, ან საუზმის დროს, იმ შემთხვევაში თუ დღეღამური დოზა არ იქნა მიღებული უშუალოდ საკვების პირველ მიღებამდე ან მის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ საკვების მიღება მეპრილის მიღების შემდეგ.

მეტაბოლური კონტროლის გაუმჯობესება ასოცირდება ინსულინის მიმართ მგრძნობელობით,

ამის გამო მკურნალობის პროცესში შესაძლოა მეპრილის მოთხოვნილება შემცირდეს. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად  აუცილებელია მეპრილის დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. მეპრილის დოზის კორექცია საჭიროა პაციენტის სხეულის მასის ცვლილების, ცხოვრების წესის შეცვლის ან სხვა ფაქტორების შემთხვევაში, რომლებიც განაპირობებენ ჰიპო ან ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის ზრდას.

როგორც წესი, მეპრილის მიღება საჭიროა ხანგრძლივად.

სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატიდან მეპრილზე გადაყვანა

არ არსებობს ზუსტი შესაბამისობა მეპრილსა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზებს შორის. ასეთი პრეპარატებიდან მეპრილზე გადაყვანის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის  საწყისი დღეღამური  დოზა  უნდა შეადგენდეს 1მგ-ს (იმ შემთხვევაშიც კი, როცა პაციენტი გადაყავთ მეპრილზე სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის მაქსიმალური დოზიდან).  აუცილებელია გავითვალისწინოთ მანამდე მიღებული ჰიპოგლიკემიური პრეპარატის ეფექტის ხარისხი და ხანგრძლივობა. შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტა ადიტიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად, რომელიც აძლიერებს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.

გამოყენება მეტფორმინთან კომბინაციაში

პაციენტებში, არასაკმარისად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით  გლიმეპირიდის  ან მეტფორმინის  მაქსიმალური დღეღამური დოზების  მიღებისას შესაძლებელია მკურნალობის დაწყება  ამ ორი პრეპარატის კომბინაციით. დამატებითი მიღება იწყება დაბალი დოზებით, რომელიც თანდათანობით იზრდება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მიხედვით.  კომბინირებული თერაპია უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

გამოყენება ინსულინთან კომბინაციაში

პაციენტებში, არასაკმარისად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით  მეპრილის მაქსიმალური დღეღამური დოზით მიღებისას შესაძლებელია მისი კომბინაცია ინსულინთან. ინსულინით მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით, რომელიც თანდათანობით იზრდება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მიხედვით.  კომბინირებული თერაპია უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

პაციენტის გადაყვანა ინსულინიდან მეპრილზე

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია  პაციენტის შაქრიანი დიაბეტის II ტიპით  გადაყვანა ინსულინიდან მეპრილზე. გადაყვანა უნდა ჩატარდეს  მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე  პაციენტებში პრეპარატ მეპრილის მოხმარებასთან დაკავშირებით მონაცემები შეზღუდულია. პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით შესაძლოა უფრო მგრძნობიარენი იყვნენ გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის მიმართ.

პედიატრიული ჯგუფი

8 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ მეპრილის მოხმარებასთან დაკავშირებით  მონაცემები არ არსებობს.  8 წლიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ მეპრილის მონოთერაპიის სახით მოხმარებასთან დაკავშირებით მონაცემები შეზღუდულია. პრეპარატის გამოყენების ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული  არასაკმარისი მონაცემების გამო პრეპარატის მიღება ამ ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

გერიატრიული ჯგუფი

მამაკაცებსა და ქალებში, ისევე როგორც ახალგაზრდა და ხანდაზმულ (65 წლის ასაკზე ზევით) პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები მსგავსია.

გვერდითი მოვლენები

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ისევე როგორც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების მიღების დროს შესაძლებელია ხანგრძლივი ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომები: თავის ტკივილი, შიმშილის გრძნობა, გულისრევა, დაღლილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, დისკომფორტი, აგრესიულობა, ყურადღების კონცეტრაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების შენელება, დეპრესია, ცნობიერების არევა, მეტყველების მოშლა, მხედველობის მოშლა, აფაზია, ტრემორი, მგრძნობელობის დარღვევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, თვითკონტროლის დაკარგვა, დელირიუმი, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვები, ცნობიერების დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა,  ბრადიკარდია  და კომა. გარდა ამისა შეიძლება წარმოიშვას ჰიპოგლიკემიის საპასუხო ადრენერგული კონტრრეგულაციის ნიშნები, ისეთები როგორიცაა ცივი წებოვანი ოფლი, შფოთვა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გახშირებული პულსაცია, სტენოკარდია, არითმია.

ჰიპოგლიკემიის  მძიმე შეტევის კლინიკურმა სურათმა შეიძლება გაგახსენოთ ინსულტი. ყველა აღნიშნული სიმპტომი ქრება ჰიპოგლიკემიის კუპირებისთანავე.

მხედველობის ორგანოთა მხრივ

მკურნალობის დროს (განსაკუთრებით დასაწყისში) შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის გარდამავალი მოშლა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლში შაქრის დონის ცვლილებით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

იშვიათ  შემთხვევებში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, სიმძიმის შეგრძნება ან დისკომფორტი ეპიგასტრიუმის მიდამოში, მუცლის ტკივილი, დიარეა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტიურობა და/ან ქოლესტაზი და სიყვითლე (რომელიც შეიძლება პროგრესირდეს სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობით ან შეიძლება  უკუგანვითარდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ)

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ

იშვიათად შესაძლებელია თრომბოციტოპენია, გამონაკლის შემთხვევებში -ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ერითროციტოპენია,  გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ვასკულიტი, დისპნოე, არტერიული ჰიპოტენზია, ზოგიერთ შემთხვევაში-მსუბუქად გამოხატული ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება პროგრესირდეს და განვითარდეს  ანაფილაქსიური შოკი.

უცნობი სიხშირით:   სულფონილშარდოვანასა და სულფანილამიდების პრეპარატების მიმართ     ჯვარედინი ალერგიული რეაქციები.

ზოგადი დარღვევები

შესაძლებელია ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი. ასეთი რეაქციები ყოველთვის მსუბუქი ხასიათისაა, მაგრამ შეიძლება გადავიდეს მძიმე ფორმაში, როგორიცაა ქოშინი, არტერიული ჰიპოტენზია, რომლებიც შეიძლება პროგრესირდეს და განვითარდეს  ანაფილაქსიური შოკი. ჭინჭრის ციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა   სისხლის შრატში  ნატრიუმის დონის დაქვეითება, ალერგიული ვასკულიტი და ფოტოსენსიბილიზაცია.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება. აუცილებელია დაკვირვება ავადმყოფის გულისცემასა და სუნთქვაზე. კომის, როგორც ჰიპოგლიკემიის შედეგის, განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზება. საჭიროა ხელოვნური ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის დანიშვნა.

 

გამოშვების ფორმა

 1 მგ, 2 მგ, 3 მგ ან 4 მგ-იანი მეპრილის ტაბლეტები მოთავსებული ბლისტერზე. 2 ბლისტერი (30 ტაბლეტი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC –ზე, ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

ვარგისობისვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი

ალი რაიფ ილაჩ სან. ა.შ.

იქითელი ოსბ მაჰალესი

10. ჯადე №3/1 А

ბაშაქშეჰირი/სტამბული/თურქეთი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-07-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-07-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-04-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-04-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-07-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-04-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-04-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-08-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-04-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-03-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-03-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-07-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-07-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-07-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-08-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-07-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-07-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-08-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-07-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-07-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-07-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-07-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-04-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-07-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-04-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-07-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2025-08-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-04-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-07-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-04-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-07-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-07-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-07-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-04-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-07-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-07-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2025-08-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2026-04-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-07-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-07-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-07-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-07-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-07-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-07-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-07-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-07-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-07-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-07-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-04-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-07-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2025-08-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-07-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-07-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-04-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-07-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-07-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-04-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-07-01

რეგიონი (199 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2026-04-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-07-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2026-07-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2026-07-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-07-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-07-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-07-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2026-07-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2026-07-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2026-07-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2026-07-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-07-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2026-07-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2026-07-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2026-07-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-07-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2026-07-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-04-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2026-04-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2026-07-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2026-04-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-08-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-07-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2026-07-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2026-07-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-07-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2026-07-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-07-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2026-07-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-07-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-07-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-07-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2026-07-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2026-07-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-07-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-07-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-07-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-07-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-07-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2026-07-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2029-01-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2026-07-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2026-04-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-07-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-07-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-04-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-07-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-07-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2026-07-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-07-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-07-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-07-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2026-07-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-07-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-07-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2026-07-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-07-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2026-07-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-07-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-07-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-07-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-08-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-08-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-07-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-07-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2026-07-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-07-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2026-07-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2026-04-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2026-07-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2026-07-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-07-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2026-07-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2026-07-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-07-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2026-07-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2026-07-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2026-07-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2026-07-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2025-08-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2026-07-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2026-07-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-05-05
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2026-04-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-07-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2026-07-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2026-07-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-07-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2026-07-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-08-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2025-08-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2026-04-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2026-07-01