გრიპოფლექსი 500 5გ ფხვ#5პაკ

გრიპოფლექსი 500 5გ ფხვ#5პაკ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟ+ფენილეფრინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 22088
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გრიპოფლექსი 500




შინაგანი მიღებისათვის განკუთვნილი ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
პრეპარატის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაციული
თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართეთ.
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
პრეპარატის გრიპოფლექს 500 ერთი ფხვნილი (ლამინატის პაკეტი) შეიცავს მომქმედ ნივთიერებებს: 500 მგ პარაცეტამოლს (Paracetamolum), 200 მგ ასკორბინის მჟავას (Azidum ascorbicum), 25 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს (Phenylefrini hydrochloridum) და დამხმარე ნივთიერებებს: ასპარტამს, მანიტოლს, ფორთოხლის არომატიზატორს, მზის ფერი ყვითელი საღებავი (E 110). არ შეიცავს შაქარს.
წამლის ფორმა:
შინაგანი მიღებისათვის განკუთვნილი ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გრიპოფლექსი 500 კომბინირებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა.

მომქმედ ნივთიერებათა ფარმაკოლოგიური თვისებები

1
პარაცეტამოლი
ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ამცირებს ტკივილს და სხეულის მომატებულ ტემპერატურას.
2
ასკორბინის მჟავა
ვიტამინი C. გრიპისა და გაციების დროს უზრუნველ­ჰყოფს ორგანიზმში ვიტამინი C დამატებით მოთხოვნილებას. ამცირებს კაპილა­რების გამტარია­ნობას, აძლიერებს სისხლის შედედების პროცესს. ახდენს კანის რეგენერა­ციი­სა  და კორტიკოსტეროიდების სინთეზის სტი­მუ­ლი­რებას.
3
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
ანტიგისტამინური საშუალება (ბლოკატორი H1- რეცეპტორები).  ამცირებს ცხვირში შეგუბებას და სურდოს, შეშუპებას და ცემინებას,  ქავილსა და ცრემლდენას.

გამოყენების ჩვენება:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა: გაციება, გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ანთება, მათ შორის, თავის ტკივილის მოხსნა, სხეულში ტკივილის შეგრძნების შესუსტება, ცხელება, შეგუბება ცხვირში, სურდო და ცემინება.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მომქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია; დახურულკუთ­ხო­ვანი გლაუცომა; ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვების (მათ შორის, ბრონქიალური ასთმა), კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე დაავადებები; კუჭისქვედა ჯირკვლისა და შარდის ბუშტის დაავადება; გართულებული შარდის გამოყოფა წინამდებარე ჯირკვლის ადენომას დროს; სისხლწარმოქმნის მოშლა; გლიუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის ენზიმის დეფიციტი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება. 15 წლამდე ასაკის ბავშვები. პრეპარატი არ გამოიყენება ფენილკეტონურეით დაავადებულ პაციენტთა შემთხვევაში. რეკომენდებული არ არის სისხლის მაღალი შედედების დონის მქონე პაციენტთათვის.
დაუშვებელია გრიპოფლექსი 500 გამოენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავს პარაცეტამოლს ანფენილეფრინს; არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან; იმ სმკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს (საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები); ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, უძილობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: შესაძლოა სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის აშლა.
გულ-სისხლარღვთა სისტემა: არტერიული წნევისა და გულისცემის ხანმოკლე მომატება.
შარდსასქესო სისტემა: გართულებული შარდის გამოყოფა.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.
სისხლწარმოქმნის სისტემა: ძალზე იშვიათად __ ანემია, ტრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, მეტჰემოგლო­ბინემია.
სიფრთხილის ზომები:
დაუშვებელია ჭარბი დოზის მიღება!
თუ 3 დღის მანძილზე არ შესუსტდა ცხელება და ტკივილი, ან რაიმე ახალი სიმპტომი გამომჟღავნდა __ ყელის სიწითლე ან შეშუპება __ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. თუკი თირკმელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მოშლა გაწუხებთ (მწვავე დარღვევების დროს უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება), სისხლის შედედების მოშლა, თუ 65 წელზე მეტის ხართ, აღნიშნული პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთ. გულისრევის, ღებინების, ტკივილის მუცლის არეში, მადის დაკარგვის, თავბრუს ხვევის, ყურებში ხმაურის, სმენის დაქვეითების, ნევროტული გამოვლინების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმს მიმართეთ. იმ პირებმა, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს ღებულობენ, გრიპოფლექს 500 მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ.
გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს:
უკუნაჩვენებია.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

  • დაუშვებელია გრიპოფლექსი 500 გამოენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავს პარაცეტამოლს ანფენილეფრინს; არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან; იმ სმკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს (საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები); ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან;
  • პრეპარატის მიღებისას ბარბიტორატებთან, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ღვიძლის მიკროსომალური ენზიმების ინდუქტორებთან ერთად იზრდება პარაცეტამოლის ღვიძლზე არასასურველი გავლენის რისკი;
  • პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის ერთდროული მიღებისას იზრდება ორივე მედიკამენტის ტოქსიკურობა; ხშირად აღინიშნება გრანულოციტოპენია;
  • ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს პენიცილინის შეწოვას, ასუსტებს ჰეპარინისა და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას; სალიცილატებთან ერთად პრეპარატის მიღება ზრდის კრისტალოურიის წარმოქმნის რისკს.

მკურნალობის დროს თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღებისგან. თავის მხრივ, ალკოჰოლი ზრდის პარაცეტამოლის არასასურველი გვერდითი ეფექტების წარმოქმნის რისკს. შესაძლოა, ასევე, მწვავე პანკრეატიტის ჩამოყალიბება. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართეთ.
მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნეს დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. პაკეტის შემცველობას ხსნიან ერთ ჭიქა ცხელ წყალში და სვამენ თბილს. უფროსები და მოზარდები 15 წლის ზევით ღებულობენ 1 პაკეტს 3-ჯერ დღეში. ინტერვალი მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთა შემთხვევაში, არანაკლებ 8 საათისა.
დაუშვებელია მაქსიმალური დღე-ღამის დოზის __ 3 პაკეტი __ გადაჭარბება!
ჭარბი დოზა:
როგორც წესი, დაკავშირებულია პარაცეტამოლის ჭარბ დოზასთან. ჭარბი დოზირების მიღების ეჭვის გაჩენისთანავე გამოიძახეთ ექიმი, მაშინაც კი, თუ მდგომარეობა სტაბილურია და არ უარესდება. რადგან მოწამვლის სიმპტომები, შესაძლოა, მოგვიანებით გამომჟღავნდეს.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაკარგვა, თავბრუს ხვევა, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება (განსაკუთრებით ხანდაზმულთა შემთხვევაში), მოთენთილობა.
გადაუდებელი დახმარება: აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (სტაციონარში), კუჭის ამორეცხვა და, წამლის მიღებიული რაოდენობისგან დამოუკიდებლად, არაუგვიანეს 8-16 საათის შემდეგ, ანალიზის პასუხის მიუხედავად, შეყვანილ უნდა იქნეს ანტიდოტი. ანტიდოტი __ აცეტილცისტეინი და მეთიონინი.
განსაკუთრებული მითითებები:
პარაცეტამოლის ჭარბი დოზა სახიფათოა. ჭარბი დოზირების მიღების ეჭვის გაჩენისთანავე ექიმი გამოიძახეთ.
პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე:
პრეპარატის გამოყენება იწვევს თავის ტკივილს ან თავბრუს ხვევას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისას, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება და ძილი.
ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულსა და ბავშვები­სათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
შეფუთვაში 5 ლამინატის პაკეტია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
ინსტრუქციის უკანასკნელი განახლების თარიღია 2005 წლის ივლისი.
მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
სს “ოლაინფარმ”-ი
მისამართი: რუპნიცას ქ. 5, ოლაინე, LV-2114, ლატვია