კაფრა 400მგ #5ტ GMP
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
(OFLOXACIN)
გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ოფლოქსაცინის 400 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ფტორქინოლონის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალება. ოფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედებში ფერმენტ დნმ-ჰირაზას ბლოკადით. მაღალაქტიურია მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ:Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Proteus spp., Morganella morganii, Klebsiella spp., (Klebsiella pneumoniae-ს ჩათვლით);Enterobacter spp., Serratia spp., Citrobacter spp., Yersinia spp., Providencia, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Mycoplasma spp., Legionella pneumophila, Acinetobacter spp., Chlamydia spp. აქტიურია ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმისადმი: Staphylococcus spp., Streptococcus spp. (განსაკუთრებით ბეტა-ჰემოლიზურისადმი). ოფლოქსაცინისადმი ზომიერად მგრძნობიარეა: Enterococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Pseudomonas spp. ოფლოქსაცინი აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმებისადმი.
ოფლოქსაცინისადმი მდგრადია ანაერობული ბაქტერიები (B.urealiticus-ის გარდა).
პერორალური მიღების შემდეგ ოფლოქსაცინი სწრაფად და ადვილად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში Cmax მიიღწევა 1-2 საათში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 96-100%-ს, პლაზმის ცილებს უკავშირდება 25%. ოფლოქსაცინი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში (შარდ-სასქესო სისტემის ორგანოები, წინამდებარე ჯირკვალი, ფილტვები, ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოები, ნაღვლის ბუშტი, ძვლები, კანი). ოფლოქსაცინი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
მეტაბოლიზდება ოფლოქსაცინის 5%. T 1/2 6-8 საათია. 80% გამოიყოფა თირკმლების გზით შეუცვლელი სახით. ღვიძლის და/ან თირკმლების დარღვეული ფუნქციის პაციენტებში შესაძლებელია ოფლოქსაცინის ორგანიზმიდან გამოდევნის შენელება.
ჩვენება
ოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია);
- ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება, ლარინგიტი, ტრაქეიტი);
- კანის, რბილი ქსოვილების, ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (აბსცესი, ფურუნკული, კარბუნკული, ფლეგმონა, პიოგენური ართრიტი);
- მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა ინფექციები (ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ცერვიციტი, პროსტატიტი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი);
- თირკმლის და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, გონოკოკური ინფექცია, ქლამიდიოზი).
უკუჩვენება
- ეპილეფსია;
- ცნს-ის დარღვევები კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღურბლით (ქალა-ტვინის ტრავმის, ინსულტის, ცნს-ის ანთებითი პროცესების შემდეგ);
- 18 წლამდე ასაკი;
- ორსულობა;
- ლაქტაცია(ძუძუთი კვება);
- ოფლოქსაცინისადმი ან ქინოლონის სხვა წარმოებულებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმლების ფუნქციური დაზიანების მქონე პაციენტებში.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ავადმყოფები უნდა მოერიდონ ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას.
ოფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი განტვირთვისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში (მათ შორის ანამნეზში ცნს-ის ტრავმის არსებობის შემთხვევაში). პრეპარატის პირველად მიღებისას გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში (განსაკუთრებით ნერვული სისტემის მხრივ ან ალერგიული რეაქციების სახით) საჭიროა პრეპარატის დაუყოვნებელი მოხსნა.
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ყურადღების მოდუნება და ფსიქომოტორული რეაქციების შენელება. რეაქციების შენელებას აღრმავებს პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღება.
კაფრას ეფექტურობას ამცირებს მინერალური ანტაციდების და რკინაშემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ამიტომ მათი მიღებისას საჭიროა 2 საათიანი ინტერვალის დაცვა.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად კაფრას გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვის განვითარების ალბათობა.
კაფრას დანიშვნა უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. ოფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში იკრძალება ძუძუთი კვება.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ღებინება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა; საჭიროებისას საჭიროა სიმპტომური თერაპიის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სახით და სიმძიმით, ავადმყოფის საერთო და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობით.
პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 200-800 მგ-ს, მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა – 7-10 დღეს.
მოზრდილებში ინიშნება 200-400 მგ 2-ჯერ დღეში ან 400-800 მგ დღეში ერთ მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზაა 800 მგ.
ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის დროს პრეპარატის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 400 მგ-ს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის (კკ) გათვალისწინებით. თუ კკ 20-50 მლ/წთ, პრეპარატის პირველი დოზა 200 მგ-ია, შემდეგ 100 მგ ყოველ 24 საათში ერთხელ; თუ კკ 20 მლ/წთ-ზე ნაკლებია, პრეპარატის პირველი დოზა 200 მგ-ია, შემდეგ 100 მგ ყოველ 48 საათში ერთხელ.
ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, ჭამამდე ან ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები; იშვიათად – სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის დონის მატება.
ცნს-ის მხრივ: ფსიქომოტორული რეაქციების შენელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგზნებადობა; ერთეულ შემთხვევაში – ტრემორი, კრუნჩხვები, პარესთეზიები კიდურებში, ექსტრაპირამიდული და კოორდინაციის დარღვევები; იშვიათად – მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლების გამომყოფი ფუნქციის ტრანზიტორული დარღვევა შარდოვანას და კრეატინინის დონის მატებით.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია.
ალერგიული რეაქციები: ენის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.
სხვადასხვა: ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 400 მგ, შეფუთვაში 5 ტაბლეტი.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”