ტერაფლუ ექსტრა #10ტ

ტერაფლუ ექსტრა #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 21971
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტერაფლუ ექსტრატაბი
გრიპისა და გაციების


სავაჭრო დასახელება: ტერაფლუ ექსტრატაბი
სამკურნალო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები
აღწერილობა: ღია-ყვითელი მოგრძო ტაბლეტები, დაფარული გარსით, დაცურული კიდეებით. ტაბლეტი ტეხილზე ღია-ყვითელი ფერისაა.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
- პარაცეტამოლი 650 მგ
- ქლორფენირამინ მალეატი 4 მგ
- ფენილეფრინ ჰიდროქლორიდი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, ქინილინის ლაქი ყვითელი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, ქინოლინის ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პოვიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, მეთილცელულოზა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მწვავე რესპირატორული დაავადებისა და “გაციების” სიმპტომების აღმოსაფხვრელი საშუალება (ტკივილგამაყუჩებელი არანარკოტიკული საშუალება + ალფაადრენომიმეტური + H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი)
ფარმაკოლოგიური თვისებები: კომბინირებული პრეპარატი; ახასიათებს შემდეგი მოქმედებები
- სიცხის დამწევი
- შეშუპების საწინააღმდეგო
- ტკივილგამაყუჩებელი
- ანტიალერგიული
ჩვენებები:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომატური თერაპია (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი), რომლებსაც თან ახლავს:
- მაღალი ტემპერატურა;
- ცხელება;
- თავის ტკივილი;
- რინორეა (სურდო);
- ცხვირის შეშუპება
- ცემინება;
- ტკივილი კუნთებში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დაავადებები, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, სისხლის დაავადებები, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, თირეოტოქსიკოზი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფილტვების ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი).
გამოყენების მეთოდები და დოზები:
- პერორალურად, თითო ტაბლეტი ყოველ 6 საათში;
- მთლიანად გადაყლაპეთ ტაბლეტი, დაუღეჭავად, სითხის მიყოლებით;
- მაქსიმალური დღიური დოზა
- მოზრდილებისათვის – დღეში 6 ტაბლეტი
- 12 წელზე ზემოთ ბავშვებისათვის – 4 ტაბლეტი დღეში
- თუ პრეპარატის მიღების დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში არ აღინიშნება სიმპტომების შემსუბუქება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), ძილიანობა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე, მიდრიაზი, აკომოდაციის დამბლა, შარდის შეკავება, თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად – ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. მომატებული აღგზნებადობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მომატება, ძილის დარღვევა. დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას – ჰეპატოტოქსიური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია; ნეფროტოქსიკურობა (თირკმლის კოლიკა, გლუკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილური ნეკროზი).
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომა.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი პირველ 6 საათში, 8-9 საათის შემდეგ SH-ჯგუფის დონატორებისა და გლუტათიონ-მეთიონინის სინთეზის წინამორბედების, ხოლო 12 საათის შემდეგ N-აცეტილცისტეინის შეყვანა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროება მატულობს ერთდროული დანიშვნისას ისეთ პრეპარატებთან, როგორებიცაა: ბარბიტურატები, დიფენინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი და ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების სხვა ინდუქტორები.
აძლიერებს მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების, სედატიური სამკურნალო საშუალებების და ეთანოლის მოქმედებას. მაო-ს ინჰიბიტორების მიღებისას რეკომენდებულია თავი შევიკავოთ პრეპარატის მიღებისაგან. ეთანოლი აძლიერებს ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებების სედატიურ მოქმედებას. ანტიდეპრესანტები ფენოთიაზინის წარმოებულები, პარკინსონის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები ზრდიან შარდის შეკავების, პირის სიმშრალისა და შეკრულობის განვითარების საშიშროებას. გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების საშიშროებას. პარაცეტამოლი აქვეითებს ურიკოზული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას. ქლორფენამინმა მაო-ს ინჰიბიტორებთან, ფურაზოლიდონთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი, აღგზნება, ჰიპერპირექსია. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებნ ფენილეფრინის ადრენომიმეტურ მოქმედებას, ჰალოტანის ერთდროული დანიშვნა ზრდის პარკუჭოვანი არითმიის განვითარების საშიშროებას. აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რომელიც თავის მხრივ აძლიერებს ფენილეფრინის ალფა-ადრენომასტიმულირებელ აქტივობას.
განსაკუთრებული მითითებანი: ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება. მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს მოითხოვენ.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, 1 ან 2 ბლისტერით.
შენახვის პირობები: არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ნუ გამოიყენებთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც შეფუთვაზე აღნიშნულია, როგორც .
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: ნოვარტის ურუნლერი

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)