დემოტონი-B 2მლ #10ა
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დემოტონი-B
Demoton B
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B1 10 მგ.
რიბოფლავინი – ვიტამინი B2 4 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B6 4 მგ.
ნიკოტინამიდი – ვიტამინი PP (ვიტ B3) 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ეთანოლამიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინი B1 -(თიამინის ჰიდროქლორიდი) –ორგანიზმში მიმდინარე ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც არის მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსურ ნაპრალში იმპულსების გადაცემის პროცესებში. იგი უზრუნველყოფს კარდიომიოციტების მეტაბოლიზმისა და კუმშვითი ფუნქციების გაუმჯობესებას.
ვიტამინი B2 -(რიბოფლავინი) _ უჯრედული სუნთქვითი პროცესებისა და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვანი კატალიზატორია. იგი არეგულირებს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, დნმ-ის წარმოქმნაში ასევე ჰემოგლობინის სინთეზში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებში (მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციაში), ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) _ აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოფამინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) – ნიკოტინამიდადენინნუკლეოტიდი (ნად-ი) და მისი ფოსფატი შედიან მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის, გლიკოლიზისა და ცხიმების სინთეზისათვის აუცილებელი პროტეიდების სინთეზში.
ჩვენება:
-ჰიპო და ავიტამინოზები B ჯგუფის ვიტამინების (მათ შორის პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში, მალაბსორბციის სინდრომისას და ჰემოდიალიზის შემთხვევებში).
-სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინეიროპათიები (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური)
-ენცეფალოპათია;
-ნევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული დამბლა და პარეზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი, პლექსიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრალგია.
-კორშეკოვის სინდრომი;
-ნაწლავთა ატონია, ნაწლავთა შეწოვითი ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები, ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, პროქტიტი;
-მიალგია;
-მიოკარდიოდისტროფია;
-თირეოტოქსიკოზი;
-ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
-შემომსარტყვლელი ლიქენი;
-ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები და წყლულები;
-ასთენია;
-სომნაბულიზმი;
-ანემია;
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
-მენორაგია;
-კომატოზური მდგომარეობა;
-კომბინირებული თერაპიის სახით ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, რევმოკარდიტის, ვირუსული ჰეპატიტის, დერმატოზის, ნეიროდერმატიტის დროს;
-ოფთალმოლოგიაში: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატომალაცია;
-იზონიაზიდის ჯგუფის ანტიტუბერკულოზური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გამოყენებისას;
-სტომატოლოგიაში: გინგივიტი, სტომატიტი; გლოსიტი, ხეილიტი;
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, ტახიკარდია. რიბოფლავინის მიღების შემდეგ შეიძლება იშვიათად გამოვლინდეს შარდის შეფერვა ყვითელ-ნარინჯისფრად.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ახალშობილობის პერიოდში მასში ბენზილის სპირტის შემცველობის გამო.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ვიტამინი B6 ააქტივებს პერიფერიულ დოფა-დეკარბოქსილაზას. ამიტომ, ლევოდოფასთან ერთად ვიტამინ B6-ის გამოყენება არ შეიძლება. ანტაციდები ამცირებენ ვიტამინ B1-ის შეწოვას. ვიტამინ B6 ამცირებს ფენობარბიტალებისა და ფენითიონის თერაპიულ ეფექტს.
მიღების წესი და დოზირება:
დემოტონი-B ინიშნება ღრმად კუნთებში ან ნელა ინტრავენურად 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 10-დან 30 დღემდე.
გამოშვების ფორმა:
2 მლ საინექციო ხსნარი #10 ამპულა.
შენახვის პირობები:
ინახება 25º C –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
Demo S.A
21St.Km National Road Athens-Lamia
14568 ათენი, საბერძნეთი
ტელ: + 30 210 8161802
38262330-1