კამელინი-3 5% 25გ მალ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კამელინი M-3 მალამო
(CAMELYN M-3)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: მალამო მოყვითალო ფერის, ტუბი 25 გ.
კამელინი M-3 (ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები) _ 1,25 მლ
თეთრი ვაზელინი (Vazelinum album) _ 23,75 გ.
კლინიკურ-ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური.
ფარმაკოლოგიური თვისებები: “კამელინს” გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.
დანიშნულება: კანის, რბილი ქსოვილების, ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, ნაწოლები.
გამოყენების წესი: მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანების უბანზე, შესაძლებელია დოლბანდის ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეშ 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
წინააღმდეგჩვენებები: არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადა: ინახება მშრალ, გრილ, ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
მწარმოებელი: შ.პ.ს. “კამელინი”. საქართველო.