ჰიპოთიაზიდი 100მგ #20ტ

ჰიპოთიაზიდი 100მგ #20ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშუალო მოქმედების დიურეტიკები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 2156
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ჰიპოთიაზიდი
Hypothiazid


მოქმედი ნივთიერება
25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი - ტაბლეტებში
100 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი  ტაბლეტებში

მოქმედება:

სულფონამიდის ჯგუფის დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალება.

ჩვენება:

სხვადასხვა ტიპის შეშუპების მკურნალობა (გამოწვეული გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით, წინამესტრუალური შეშუპება ან ჰიპერტონია.)

უკუჩვენება:

ანურია, სულფონამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მისი დოზირება მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომასა და ექიმის მხრიდან მუდმივ კონტროლს, ამიტომ პრეპარატის მიღება საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით და ვადით. სასურველი ეფექტი მიღწეულ  და შენარჩუნებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტური დოზის მეშვეობით. მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ.
შარდმდენი საშუალების სახით მოზრდილებს ჩვეულებრივ ენიშნებათ  პრეპარატის 25-100 მგ. ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. შეიძლება დოზის მიღება ინტერვალით, მაგალითად, ყოველი 2 დღის შემდეგ. მენსტრუალური შეშუპებისას ჩვეულებრივი დოზა 25 მგ და იგი მიიღება სიპტომების გამოჩენისთანავე მენსტრუაციის დაწყებამდე.
ჰიპოტენზიური საშუალების სახით, ჩვეულებრივ საწყის დღიურ დოზას შეადგენს 25-50 მგ. შესაძლებელია 100 მგ ერთ მიღებაზე ან განაწილება რამდენიმე მიღებაზე შემდგომში. მიღებული რეაქციის გათვალისწინებით დოზა შეიძლება შემცირდეს ან აუცილებლობის შემთხვევაში გაიზარდოს. ჩვეულებრივ მაქსიმალური  დღიური დოზაა 200 მგ, რამდენიმე მიღებაზე.
პრეპარატი შეიძლება კომბინირებულ  იქნას სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან.
ამასთან ერთად არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების თავიდან ასაცილებლად სხვა პრეპარატების დოზა შესაბამისად შემცირებულ  უნდა იქნას.
უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში პოლიურიის შესასუსტებლად ჩვეულებრივ დღიურ დოზას შეადგეს 50-150 მგ (დაყოფილი რამდენიმე მიღებაზე). ბავშვებისათვის საშუალო დღიური დოზაა 2 მგ ყოველ კილოგრამზე, ორჯერადად მიღებისათვის, ბავშვებს 2 წლამდე ასაკში სხეულის მასის შესაბამისად დღეში ენიშნებათ 12,5-37,5 მგ, 3 - დან 12 წლამდე ასაკში 37,5-100 მგ. დღეში, 6 წლამდე ასაკში, აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურ დღიურ დოზას შეადგენს 3,5 მგ. სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე.

გვერდითი მოვლენები:

მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, წყურვილის გრძნობა, თავბრუხვევა, კუნთების სპაზმი, ძილიანობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები. ალერგიული   რეაქციების გამოვლენის და შარდის გამოყოფის შემცირების დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ასეთი მოვლენების და აგრეთვე ზემოთ ჩამოთვლილ სიპტომების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება (ხილი, ბოსტნეული), რათა  თავიდან ავიცილოთ ჩამოთვლილი სიპტომები.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის მიღება შეიძლება ერთდროულად სხვა პრეპარატებთან მხოლოდ ექიმის ნებართვით, რადგანაც ერთდროული მიღებისას პრეპარატების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს .
უნდა ავიცილოთ ერთდროული მიღება:
-ლითიუმის მარილებთან
სიფრთხილით:
-ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან
-საგულე გლიკოზიდებთან
-ორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან
-არაპდეოლარიზაციურ მიორელაქსანტებთან
-ამანტადინთან, კურარეს ჯგუფის პრეპარატებთან
-კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან, კალციტონინთან
-ქოლესტირამინთან
-არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან
-ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, ნარკოტიკებთან
გაფრთხილება:
მკურნალობის ხანგრძლივი  კურსის შემთხვევაში, რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი დიეტა (ხილი, ბოსტნეული). შესაძლებელია გაჩნდეს აუცილებლობა კალიუმის მუდმივი მედიკამენტური ჩანაცვლებისა. თირკმლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაში და ღვიძლის დაავადებებისას   პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით. მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი, ორსულებმა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა მიიღონ ექიმის მითითებით; პრეპარატის მიღების დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება. პრეპარატის მიღების საწყის სტადიაზე - ამ პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. იკრძალება ავტომობილის მართვა და სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ავარიის საფრთხესთან, ამიტომ ამ საშუალების ყოველი მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატი საჭიროა შევინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა:

25 მგ-იანი 20 ტაბლეტი
100 მგ-იანი 20 ტაბლეტი

გაცემის წესი:
რეცეპტით

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი

მწარმოებელი:
ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქციის ქარხანა ს.ს. ხინოიანი
ბუდაპეშტი, უნგრეთი (მისამართი: Tó utca 1-5   1045 Budapest)