დიალონ-T 300მგ #20ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დიალონ_T
Dialon-T
შემადგენლობა:
1 აბი შეიცავს 300 მგ ბუფლომედილის ჰიდროქლორიდს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიალონ_T წარმოადგენს ვაზოაქტიურ პრეპარატს. აუმჯობესებს პერიფერიულ და ცენტრალურ სისხლის მიმოქცევას. უპირატესად გავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე, ხასიათდება ანტიჰიპოქსიური მოქმედებით, ასევე აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს: ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ზრდის ერითროციტების ელასტიურობას, ამცირებს სისხლის წებოვნებას.
დიალონ_T ხასიათდება სუსტი არასპეციფიკური ანტაგონისტური მოქმედებით კალციუმის იონების მიმართ, ასევე წარმოადგენს α-ადრენობლოკატორს. პრეპარატი ხელს უწყობს კანის ტროფიკული დაზიანებების სწრაფ შეხორცებას.
ფარმაკოკინეტიკა:
დიალონ_T სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1,5-3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-დან 3,6 საათამდე. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად (12 -18% შეუცვლელი სახით).
ჩვენება:
-თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღევა, თავის ტვინის სისხლხძარღვების ათეროსკლეროზი, ცერებროვასკულური უკმარისობით განპირობებული ნევროლოგიური დაზიანებები და ფსიქიური დარღვევები (დემენცია, მეხსიერების დაქვეითება,თავის ტკივილი, თავბრუსხვევა).
-ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის ანგიოპათია, განპირობებული არტერიული ჰიპერტენზიით, ათეროსკლეროზით, ანგიოსპაზმით,შაქრიანი დიაბეტით
-შიდა ყურის სისხლძარღვოვანი გენეზის დაავადებები, სმენის დაქვეითება, მოხუცებულობითი სიყრუე, შუილი ყურებში, კოხლეარულ-ვესტიბულური ნევრიტი, მენიერის დაავადება
-პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა განპირობებული ათეროსკლეროზით, თრომბოზით, სპაზმით, შაქრიანი დიაბეტით, ქვემო კიდურების არტერიების ქრონიკული მაობლიტირებელი დაავადება, გარდამავალი კოჭლობა, ბიურგერის დაავადება, რეინოს სინდრომი და დაავადება.
-ტროფიკული წყლული, ნაწოლები, განგრენა
-პროსტატიტი, ნეფროპათია (მათ შორის დიაბეტური)
წინააღმდეგჩვენება:
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინფარქტული პერიოდი, არასტაბილური სტენოკარდია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, მასიური სისხლდენა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად გამოვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, კანის სიწითლე.
განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვთა ასაკში ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის მიღება დასაშვებია სხვა პრეპარატებთან ერთად. პრეპარატი ზრდის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედებას. ანტიკოაგულანტებთან დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია კოაგულოგრამის კონტროლი.
დოზირება:
სამკურნალო დოზა 300-600 მგ (1-2 აბი) დღე-ღამეში. გამოტოვებული მორიგი დოზა მიღებული უნდა იქნას შეძლებისთანავე. თუ შემდგომი მიღების დრო ახლოვდება, პაციენტმა არ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა, ამ დროს საჭიროა ჩვეულებრივ გაგრძელდეს პრეპარატის შესაბამისი დოზებით მიღება.
ჭარბი დოზირება:
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული აბი #20, კოლოფში 2 ბლისტერი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
SPECIFAR S.A
1,28 ოქტოვრიუს ქ.12351 აგ. ვარვარა, ათენი, საბერძნეთი
ტელ: +210 54 01 500
ელ-ფოსტა: [email protected]