ცეფალექსინი 0.25გ #20კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ცეფალექსინი
კაფსულები 0,25გ
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება ცეფალექსინი;
1 კაფსულა შეიცავს ცეფალექსინს-0,25გ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: წყალში ხსნადი მეთილცელულოზა, სტეარინის მჟავას კალციუმის მარილი, კარტოფილის სახამებელი.
სამკურნალო ფორმა:
კაფსულები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცეფალექსინი- პირველი თაობის ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინების რიგის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც განკუთვნილია პერორალური მიღებისათვის.
ცეფალქსინის შეწოვის ხარისხი საჭმლისმომნელებელ ტრაქტში შეადგენს 30-40%-ს. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მისი შიგნით მიღებიდან 1,5-2 სთ-ის შემდეგ.
გამოიყოფა ძირითადად თირკმელების, ნაწილობრივ _ნაღვლის საშუალებით.
ჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, საშარდე გზების, კანისა და რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების, ყელ-ყურ-ცხვირის, გინეკოლოგიური და მშობიარობის შემდგომი ინფექციები, სეპტიცემია, გონორეა.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ.
სიფრთხილე:
მკურნალობის დაწყების წინ მიმართედ ექიმს!
პრეპარატის დოზირების შესახებ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის დაან თირკმელების ფუნქციის დარღვევის, კოლიტის დროს ანამნეზში. შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციის განვითარება ცეფალოსპორინებსა და პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკებს შორის, ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე ცეფალექსინის დანიშვნისას პენიცილინების მიმართ მომატებული ალერგიული რეაქციის მქონე ავადმყოფებში.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში ალკოჰოლის გამოყენება ნებადართული არ არის.
პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომლებიც მუშაობენ ტექნიკასთან.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს!
გამოყენების თავისებურებები:
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ცეფალოსპორინებს ან პენიცილინებს, შესაძლებელია კუმბსის დადებითი რეაქცია (სეროლოგიური რეაქცია), ასევე შარდის ფსევდოდადებითი რეაქცია შაქარზე.
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის დოზირება ინდივიდუალურია ინფექციის ლოკალიზაციის და მიმდინარეობის ხარისხის, აგრეთვე მის გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.
პრეპარატი ინიშნება პერორალურად საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 0,25გ დოზით 4-ჯერ დღეღამეში ან 0,5გ 2-ჯერ დღეღაში; მძიმე ინფექციის დროს _ 4გ დღეღაში. მკურნალობის კურსი შეადგენს _ 7-14 დღეს. კრეატინინის კლირენსის დროს 10მლ/წუთში, პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 1,5გ-ს.
გონორეის დროს ცეფალექსინი ინიშნება: მამაკაცებში _ 3გ ერთჯერად მიღებაზე 1გ პრობენეციდთან ერთად: ქალებში _ 2გ ერთჯერად მიღებაზე 0,5გ პრობენეციდთან ერთად.
ცეფალექსინით მკურნალობა გრძელდება დაავადების კლინიკური სიმპტომების გაქრობიდან 2 დღის განმავლობაში (გონორეს გარდა).
ქრონიკული მარეციდივირებელი ან საშარდე გზების გართულებული ინფექციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არა ნაკლებ 2 კვირას.
A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს.
ბავშვებში პრეპარატის კაფსულების სახით დანიშვნა ნებადართული არ არის. მისი დანიშვნა რეკომენდებულია სუსპენზიის სახით.
ცეფალექსინის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არის.
გვერდითი მოვლენები:
რეკომედებულ დოზებში პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება.
შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, საშოს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ქავილი უკანა ტანის არეში, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, ალერგიული რეაქციები, შრატში ამინოტრანსფერაზების მაჩვენებლების ტრანზიტული მომატება, ჰეპატიტი.
არასასურველი რექციების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.
შენახვის ვადა :
2 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ შეფუთვაში. 2 შეფუთვა ყუთში.
მწარმოებელი და მისი მისამართი:
”ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
უკრაინა, კიევი-134, გამარჯვების ქ.17.