ნაზოლი ქიდსი 0.25% 15მლ აეროზ

ნაზოლი ქიდსი 0.25% 15მლ აეროზ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფენილეფრინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 21219
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნაზოლი კიდსი
(NAZOL KIDS)

PHENILEPHRINE; EUCALIPTOLSAGMEL, INC აშშ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა სპრეი 0.25%: ფლაკოში 15 მლ
1 მლფენილეფრინის ჰიდროქლორიდი . . . . . . . 25 მკგ
ევკალიპტოლი . . . . . . . . . . . . . . . . . .. . 4 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი კალიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტს, რომელიც ახდენს სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას ალფა-რეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში. კლინიკური თვალსაზრისით ფენილეფრინი ამცირებს ლორწოვანი გარსების შეშუპებას და ქსოვილების ჰიპერემიას, ამსუბუქებს შეშუპებისა და შეგუბების მოვლენებს ცხვირის ღრუში, ასევე აუმჯობესებს ცხვირის სასუნთქი გზების გამტარობას.ევკალიპტოლს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. იგი ხელს უწყობს სქელი, პათოლოგიური სეკრეტის გათხელებას. აძლიერებს მოციმციმე ეპითელიუმის დრენაჟის ფუნქციას, რაც აადვილებს ცხვირის ღრუდან პათოლოგიური სეკრეტის გადინებას. პრეპარატში შემავალი გლიკოლები არბილებენ ცხვირის ღრუს ლორწოვანს და იცავენ მას გამოშრობისაგან.

ჩვენებები: ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების, გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ალერგიული რინიტის, სინუსიტების, (ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი, ფრონტიტი) დროს. აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება, მწვავე ოტიტისა და ევსტაქიტის მკურნალობისას.

დოზირების რეჟიმი: ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში. ბავშვებში 4-დან-6 წლამდე 1-2 შესხურება (წვეთი) ყოველ ნესტოში 3-ჯერ დღეში; 6-დან-12 წლამდე 2-3 შესხურება 3-ჯერ დღეში. პრეპარატი გამოიყენება როგორც სპრეის ასევე წვეთების (ფლაკონის გადმობრუნების შემთხვევაში) სახით. გვერდითი მოვლენებიზოგჯერ ცხვირის ლორწოვანის წვა და სიმშრალე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის საჭირო თავის უკან გადაწევა და ფლაკონის გადაბრუნება, თუ პრეპარატს ვიყენებთ სპრეის სახით. ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენება. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის მანძილზე.

ჭარბი დოზირება: რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ან წვა, ცემინება და ცხვირიდან გამონადენის მატება. დიდი დოზებით, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ პრეპარატებთან და მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

Sagmel, Inc.