მეთილურაცილი 10% 25გ მალ(ნიჟფ.

მეთილურაცილი 10% 25გ მალ(ნიჟფ.

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეთილურაცილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 2120
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მეთილურაცილი



პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: მეთილურაცილი

წამლის ფორმა: მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის
აღწერილობა: მალამო თეთრი ფერის მოყვითალო შეფერილობით ღია-ყვითელ ფერამდე.
შემცველობა
მეთილურაცილი როგორც აქტიური ნივთიერება 10გ და მალამოს ფუძე (ვაზელინი, უწყლო ლანოლინი) 100გ-მდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ქსოვილების რეგენერაციის სტიმულატორი

ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ანაბოლიური და ანტიკატაბოლიური აქტივობა, აჩქარებს უჯრედული რეგენერაციის პროცესებს.

გამოყენების ჩვენებები
ძნელადშეხორცებადი ჭრილობები, დამწვრობები (თერმული, ქიმიური, სხივური), ბულოზური დერმატიტები. მეთილურაცილის გამოყენება შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით კანის რეაქციების ასარიდებლად ახალწარმონაქმნების დასხივებისას დაბალი რადიომგრძნობელობით, რადიოეპითელიიტის და საშოს კედლების გვიანი შეკუმშვების (ოკლუზიები) შემცირება – გენიტალიების ახალწარმონაქმნების სხივური თერაპიის შემთხვევაში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, გრანულაციების სიჭარბე.

გამოყენების წესი და დოზები
მწვავე ბულოზური დერმატიტების, დამწვრობების, ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივად 10% მეთილურაცილის მალამო, რომლის შეთავსება შეიძლება სულფანილამიდების, ანტიბიოტიკების და ანტისეპტიკური საშუალებების გარეგან აპლიკაციებთან. მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანებულ მინაკვეთებზე 5-20გ ყოველდღიურად 15-30 დღის განმავლობაში. ფხვიერი ტამპონებით მალამო გამოიყენება რადიოეპიტელიიტისა და საშოს გვიანი სხივური დაზიანებების სამკურნალოდ.

გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები ქავილის, ჰიპერემიისა და ხანმოკლე წვის სახით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენებისას აძლიერებს ანტიბაქტერიული საშუალებების ქიმიოთერაპიულ მოქმედებას, ანელებს მათ მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტულობას.

გამოშვების ფორმა
მეთილურაცილი -  მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის 10% მოთავსებულია ალუმინის ტუბებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი 6 თვე.
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.


შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 20°C.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ღსს “ნიჟფარმი”
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 30-72-28
ფაქსი: (8312) 78-80-88